სონიონი გონს მოდის, თვალებს ახელს და ჯონგუკს ეჩეხება, რომელიც პატარა დივანზე მიწოლილიყო და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა...
_ჯონგუკ?! _ სუსტად დაუძახა სონიონმა და ჯონიც მაშინვე წამოხტა დივნიდან.
_სონიონ, თავს როგორ გრძნობ?
_უკეთესადაც ვყოფილვარ. ბავშვი... ჩემი შვილი, როგორ არის? ხომ არაფერი მოსვლია??
ჯონგუკი ხმას ვერ იღებდა. როგორ უნდა ეთქვა ცოლისთვის, რომ შვილი დაკარგა? თუმცა, დუმილი ზოგჯერ სიტყვაზე მეტს ამბობს...
სონიონმა ისტერიული ტირილი დაიწყო, ხელები მუცელზე შემოიჭირა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა... აფართხალდა და თმებში წაიჭირა ხელები. აღარ იცოდა, რა უნდა ექნა ახლა...
_სონიონ... _ ჯონგუკმა მკლავები მოხვიდა და გულში ჩაიკრა, არაფრით უშვებდა ხელს, მიუხედავად იმისა, რომ სონიონი ეჯიკავებოდა. _ დამშვიდდი! ასე ნუ იქცევი!! ექთანო!! _ დაიყვირა ჯონმა. _ დამამშვიდებელი გვჭირდება! _ ექთანიც სწრაფად შერბის, გადასხმის პაკეტში სითხეს უშვებს და სონიონიც ნელ-ნელა დუნდება...
ნარი გონს ჯერ კიდევ არ მოსულა, ექიმები კვლავ განაგრძობდნენ მის დაკვირვებას. ჯიმინმა გადაწყვიტა, რომ იქ ჯდომით ვერაფერს იზამდა და პალატა დატოვა...
პაკის მსგავსად, ჯონგუკიც გამოდის პალატიდან და შუა გზაში ერთმანეთს ეყრებიან. ხმა არცერთს ამოუღია, ორივემ იცოდა, რომ ასე აჯობებდა...
გოგონების პალატებთან ექვს-ექვსი დაცვა დააყენეს, თავად კი საავადმყოფო დატოვეს... გზად ჰოსოკს დაუკავშირდნენ და ღამის კლუბში დაიბარეს, თან კი სთხოვეს, რომ მათთვის ტანსაცმელი წაეღო...
რამდენიმე წუთში სამივენი ღამის კლუბში ისხდნენ ჯონგუკის კაბინეტში და ვისკისთან ერთად საქმეს განიხილავდნენ...
_ახალი ამბები გავიგე... _ იძახის ჯონგუკი და ზურგჩანთიდან ლეპტოპს იღებს. _ აქ სონიონის ჩაწერილი ვიდეოა, მინდა თქვენც ნახოთ და თქვენი აზრიც მოვისმინო, ამასთან დაკავშირებით...
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...