28

272 51 90
                                    

ჯიმინი გაფართოვებული თვალებით უყურებს სცენას, რომელიც ძალიან სევდიანი და მისთვის გამაგიჟებელია...

ნარი თავის ვაჟს გადაჰფარებოდა და ტყვია ზურგში თავად მიეღო... ზევიდან გადაფარებულ გოგოს, ზურგიდან სისხლი სდიოდა, ხელებს ვაჟს ჰხვევდა და ტკივილისგან ცრემლები სცვიოდა...

ჯიმინმა მაშინვე დაავლო ხელი ცოლს და მანქანისკენ გაიქცა, დაცვას კი დააბარა, რომ ჩანი გაიონთან წაეყვანათ და სიცოცხლის ფასად დაეცვათ...

ანერვიულებული ჯონგუკი საწოლიდან ხტება და ცოლის ოთახისკენ გარბის. ოთახში შესულს საშინელი სანახაობა ხვდება. სონიონი ლოგინში მოკუნტული წევს, შუბლი ოფლისგან აქვს დაცვარული, ტკივილისგან იჭმუხნება, ხელები მუცელზე აქვს მოხვეული, მთელი საწოლი კი სისხლით არის გაჟღენთილი...

_სონიოონ... _ მაშინვე მივარდა ნახევრად შიშველი ჯონგუკი და თმები სახიდან გადაუწია... _ ყველაფერი კარგად იქნება! კარგად იქნები!

_მამიკო... _ ატირებული ჯინჰოს ხმა გაისმა ოთახში... _ დედიკოს რა სჭირს? დედიკო? _ ღრიალებს ჯინჰო.

_ჯინჰო, ოთახში წადი პატარავ! _ როგორც შეძლო ისე მშვიდად უთხრა ჯონმა ვაჟს...

_ჯონ...გუკ... ჩემი... ჩემი შვილი... ბავშვი...

_ყველაფერი კარგად იქნება! ორივე კარგად იქნებით!

ჯონგუკი ცოლს პლედში ახვევს და ხელში იყვანს. სულ ავიწყდება მხარი, რომელზეც ჭრილობა აქვს, მის ტკივილსაც კი ვეღარ გრძნობს... პირად დაცვას ეძახის და ავალებს არიას მოსვლამდე ჯინჰოს ყურადღება მიაქციოს...

ჯონი ფრთხილად აწვენს ცოლს უკანა სავარძლებზე და დათავად საჭეს უჯდება... გზად არიას ურეკავს და სთხოვს ჯინჰოსთან მივიდეს, სიტუაციას მოკლედ უყვება და უთიშავს...

_გ...გუკ... მე... თუ რამე მო..მივა... მინდა სიმართლე ი...ცოდე! ჩემს ლეპტოპში... შენთვის ვიდეო შევ..ინახე, გახ...სენი და ყველაფერს დეტალურად... ნახ..ავ!

FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )Where stories live. Discover now