11

309 46 121
                                    

_ოჰ, _ წამოიძახა ბიჭმა, ისე, რომ გოგოსკენ არც კი გაუხედავს _ ჩემი პატარაც მოვიდა!

_ჯონგუკ? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! _ კითხულობს გაბრაზებული სონიონი.

_შენი მამიკოს გაცნობა მინდოდა! _ ჩაიცინა ჯონმა. _ კარგად ვისაუბრეთ!

_რა გაუკეთე? _ სონიონი მამას მივარდა და ჭრილობები შეუმოწმა. _ ცხოველი ხარ! მას რას ერჩოდი? რა გინდოდა მისგან?

_ძვირფასო, ოთახში წადი. _ დანტემ შვილს შუბლზე აკოცა და გაუღიმა, _ ყველაფერი კარგადაა.

_ყველაფერი კარგადაა?! _ ახარხარდა ჯონგუკი _ მოხუცო, ვერ მიცანი?!

_გიცანი, ჯონ ჯონგუკ! _ ეუბნება დანტე.

_ერთმანეთს საიდან იცნობთ? _ ეკითხება სონიონი.

_არ გინდა! _ დანტემ ჯონგუკს საწყალი თვალებით შეხედა _ მასთან არ თქვა... ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა, ის გაუშვი!

_ის გავუშვა? _ კბილებს შორის გამოცრა ჯონმა _ ის... ის იზრდებოდა ფუფუნებაში, ჩემი და არიას ნაწვალები ფულით!!! _ დაიღრიალა ჯონგუკმა. _ წვიმაში, თოვლში, ქარში და მწველ მზეში, მთელი დღე გარეთ ვიდექით, ერთი დახეული მაისურის და შარვლის ამარა... შენ წყეულ ხელსახოცებს ვყიდდით და ვიღაცებს ფეხსაცმელს ვუპრიალებდით, შემდეგ კი შენ, ჩვენს გამომუშავებულ ფულს გვართმევდი და თან მიგქონდა!!!! ნაბიჭვარო! სულ პატარები ვიყავით და რითი აღარ გვცემდი. რითი არ გიცემივართ, ან რითი არ გიტკენია ჩვენთვის? იმის გამო, რომ არიამ ფული დაგიმალა, ისე სცემე, პირიდან სისხლს ასხამდა! _ ჯონგუკი წყობილებიდან იყო გამოსული _ ახლა ჩემი ჯერია!

_გამიკეთე რაც გინდა, მომკალი, მაწამე, მამუშავე, ოღონდ ჩემი ქალიშვილი გაუშვი... გემუდარები! _ კაცი ჯონგუკს ფეხებში ჩაუვარდა და ხვეწნა-მუდარა დაუწყო.

_ცოლო, წავედით! _ ჯონგუკმა კაცი მოიშორა და სონიონისკენ წავიდა.

_არ მოვდივარ, გაეთრიე!

_ჯონ სონიონ, ან ახლა წამოხვალ, ან ის მოკვდება! _ ხელით ანიშნა მამამისსზე.

FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )Where stories live. Discover now