რამდენიმე დღეში დაკრძალვა გამართეს, მიუხედავად იმისა, რომ სონიონის ძვლებიც კი ვერ გადარჩა... მათ სურდათ ჰქონოდათ ადგილი, სადაც მას ესტუმრებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ.
დაკრძალვაზე თეჰიონიც კი იყო, თუმცა ჯონგუკს ვერავინ ხედავდა... არია, ნარი და გაიონი მალევე წავიდნენ, რადგან ძალიან გაწვიმდა და ბავშვს ვერ გააჩერებდნენ...
ისე წვიმდა, რომ გეგონებოდათ ზეცა გლოვობსო... ისეთი ჭექა-ქუხილი და სიბნელე იყო შუადღით, იფიქრებდით, რომ ზეცამ ერთადერთი შვილი დაკარგაო...
ოთხივე ბიჭი საფლავს დაჰყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ ტიროდნენ. ამათგან ყველაზე მეტი ტკივილი ჯიმინმა და თეჰიონმა იგრძნეს, რადგან მათ ორივეს ნამდვილად უყვარდათ, მთელი გულით...
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanficშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...