17

295 44 156
                                    

_ნაიონ?!! შენ... როგორ გადარჩი? _ ეკითხება შოკირებული ჯონგუკი.

_დავსხდეთ და გიამბობთ! _ ამბობს ნაიონი და წინ მიდის.

გოგო თავის ადგილს იკავებს და თავდაჯერებული მზერით უყურებს სამივეს...

ნაიონი და სონიონი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნულად, თუმცა ხასიათები, ჩაცმის სტილი და მანერები სრულიად განსხვავებული ჰქონდათ...

სონიონი თავისუფალ სპორტულ სტილს ანიჭებდა უპირატესობას, ნაიონი კი დახვეწილს და კლასიკურს. სონიონი ძალიან მიამიტი იყო, როგორც ნაიონი, თუმცა ახლანდელ ნაიონს ამის აღარაფერი ეტყობოდა...

_არ იტყვი, როგორ გადარჩი?! _ მოთმინება დაკარგული ეკითხება ჯონგუკი.

_მითხრეს, რომ დაჭრილი შენ წამიყვანე საავადმყოფოში, ოპერაცია გამიკეთეს, მე კი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიყავი... ნამჯუნმა ჩემი სიკვდილის სცენა დადგა, ამერიკაში წამიყვანა და ჩემი მკურნალობა იქ გააგრძელა! რაღაც დროით კომაში ვიმყოფებოდი, მაგრამ თქვენზე ინფორმაციას მაინც ვიღებდი!

_ეს ცოტა დამაეჭვებლად ჟღერს! _ ეუბნება ჰოსოკი.

_რას გულისხმობ? _ გახედა ნაიონმა.

_შენ ჩვენზე ინფორმაციას იღებდი, რაში გჭირდებოდა? _ ჰოსოკი ჭკვიანია, ამას ორი აზრი არ სჭირდება, ნაიონს ალმაცერად უყურებს, ეჭვის თვალით.

_მე პარტნიორობისთვის მოვედი, შენი აზრით, ინფორმირებული არ უნდა ვიყო? _ ამჯერად ნაიონმა დაუსვა კითხვა.

_არ გენდობი! _ მტკიცედ ეუბნება ჰოსოკი.

_არც მე გენდობი! _ ჩაიღიმა ნაიონმა. _ ვიცი რაც გააკეთე!

_რას გულისხმობ? _ ეკითხება არია.

_მის გამო, ვიღაცამ სამსახური დაკარგა, რადგან პატარა ფინიასავით ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულა! ჯონგ ჰოსოკ, სინდისი სად დაგრჩა?

_ჰოსოკ, ვინ გაათავისუფლეს შენ გამო? _ ეკითხება ჯონგუკი.

_კიმ ნაიონ, იმაზე მეტად მომზადებული მოსულხარ, ვიდრე მეგონა! _ ჰოსოკი ჯონგუკს აიგნორებს და კვლავ ნაიონს მიმართავს.

FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )Where stories live. Discover now