*ერთი თვის შემდეგ*
სონიონი და თეჰიონი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ქუჩაში ფეხით მისეირნობენ. თეჰიონს უნდა, რომ სადმე წასვლა შესთავაზოს, თუმცა არ იცის, ეს უნდა გააკეთოს თუ არა.
მშვიდი, უსიტყვო სიარულის შემდეგ, თეჰიონი სონიონს უყურებს, უკვე დაარწმუნა თავისი თავი იმაში, რომ სადღაც უნდა დაპატიჟოს...
_სონიონ, მინდა სადმე დაგპატიჟო! _ ამბობს თეჰიონი. _სადმე კაფეში ან ბარში.
_კარგი, მგონი აქვე ერთი კარგი კაფეა და იქ შვიდეთ. _ ღიმილით პასუხობს სონიონი.
თეჰიონი ღიმილით ეთანხმება და სონიონთან ერთად კაფისკენ მიემართება. ჟურნალისტები კაფეში შედიან, იქვე ფანჯარასთან მყუდრო ადგილს იკავებენ და შეკვეთას აძლევენ...
სულ მალე მიმტანს ორი კაპუჩინო და ბანანის და მარწყვის ნამცხვარი მიაქვს. ბანანის ნამცხვარი სონიონისთვის, მარწყვის თეჰიონისთვის.
იქვე, ერთ-ერთ მაგიდასთან, ჰოსოკი იჯდა ვიღაც ბიჭთან ერთად, ფანჯრისკენ გაიხედა და სონიონს მოჰკრა თვალი, რომელიც თეჰიონს ესაუბრებოდა და იღიმოდა.
ჰოსოკმა ტელეფონი ამოიღო, პატარა ვიდეო გადაიღო ჩუმად და ჯონგუკს გაუგზავნა, წარწერით " შენი პატარა აქ არის! "
რამდენიმე წამში, სონიონის ტელეფონი რეკვას იწყებს, ჰოსოკი ხედავს და სიცილით იგუდება...
_ჯონგუკ, ვგონებ ეს გოგო, შეგიყვარდება! _ იცინის და წინ მჯდომს უბრუნდება...
სონიონი ტელეფონს იღებს, ეკრანს უყურებს და ეღიმება, რადგან წარწერას " ჯონგუკს" ხედავს...
_ბოდიში, უნდა გავიდე. _ ამბობს სონიონიონი და ცოტა მოშრებით გადის. _ გისმენ? _ მხიარულად პასუხობს.
_სონიონ, სად ხარ? _ გაბრაზებული ეკითხება ჯონგუკი.
_კაფე "მოკაში" რა ხდება?
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...