_მინა?! _ გაოგნებულმა ჩაილაპარაკა ჰოსოკმა. _ შენ... შენ... როგორ...
_მოგიყვები საყვარელო, ახლა სახლში შემიპატიჟე! _ იცინის გოგო.
_წადი! _ ჩუმად ეუბნება ჰოსოკი. _ წადი, სანამ გამოვიდა!
_ვინ? ვინ გამოვა? _ თვალებს აცეცებს მინა.
გოგომ სიტყვის თქმა დაამთავრა და კარებიდან თავად ჯონგ არია გამოდის... ჰოსოკს უახლოვდება, რომელსაც სხეულზე უცხო გოგო ჰყავს აკრული.
_შენ! _ არიამ გოგოს მკლავში ჩაავლო ხელი და ქმარს მოაშორა. _ რა გგონია, რას აკეთებ?!
_შენ ვინაღა ხარ? _ ეკითხება მინა და არიას ათვალიერებს.
_შენი ღამის კოშმარი! _ პასუხობს არია და ჰოსოკს უყურებს _ ეს ვიღაც, შენ რატომ გეხუტება?
_ვიღაც, არა! _ მინამ ნაბიჯი გადადგა ჰოსოკისკენ _ ჰვან მინა, მისი საცოლე!
_ჩემს ქმარს, საცოლე ჰყავს? _ ჩაიცინა არიამ. _ ჰოსოკ, სამ წამს გაძლევ ასახსნელად!
_მის მაგივრად გეტყვი... _ საუბარი დაიწყო მინამ...
_შენ ჰოსოკი გქვია? _ წარბაწევით უყურებს არია. _ როდესაც შენ არაფერს გეკითხებიან, ტრაკი დააყენე!
_ჰოსოკ, არ მოგენატრე?
_მინა, ცოლ-შვილი მყავს, მათთან ბედნიერი ვარ, შენი აზრით, მომენატრებოდი? _ პასუხობს ჰოსოკი. _ იქ წადი, საიდანაც მოხვედი!
_არსად მივდივარ, შენს გარეშე არსად წავალ! _ პასუხობს მინა და ჰოსოკს ისევ ეკრობა.
არია ენით ლოყას აწვება, მინას გრძელ თმას მუჭში იხვევს და უკან სწევს, იღიმის და დაცვას ეძახის...
_ბიჭებო, ცხოველთა მაღაზიაში გაიქეცით და ქალბატონს ძაღლის სახლი მოუტანეთ, წასვლას არ აპირებს!
_ქალბატონო ჯონგ, მართლა? _ ეკითხება დაცვა.
_გაგიჟდი? ამ ვირთხას ძაღლის სახლში რა ესაქმება? პირდაპირ კანალიზაციაში მოისროლეთ!
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanficშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...