_ბოს, ბიჭი ჭკუიდან გადავიდა! _ ამბობს 40 წლამდე მამაკაცი.
_რა მოხდა? _ ეკითხება მის წინ მდგომი ჭაღარა კაცი.
_ბოლო დროს მეტად ფრთხილი და ამავდროულად სასტიკი გახდა!
_რაც გითხარით, ის გააკეთეთ?
_დიახ, ბოს! მის ღამის კლუბში "მეტამფეტამინი" შევიტანეთ! იმედი მაქვს, რომ ვერაფერს მიხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს კაცს დაიჭერს და არავინ იცის, რას გაუკეთებს.
_ძალიან კარგი. ახლა ჭორები გაავრცელეთ ამის შესახებ, ისე, რომ პოლიციის ყურამდეც მიაღწიოს! მაგ ლაწირაკმა, პასუხი უნდა აგოს ზღვარს გადაბიჯების გამო ჩემთან!
_დიახ, ბატონო ჯონ, ყველაფერს მივხედავ! ჩვენს კაცს ვეტყვი, რომ მეტი ნარკოტიკი შეიტანოს და გაავრცელოს.
_მშვენიერია! საქმეს მიხედე! _ კმაყოფილი იღიმის თემუ. _ შე ნაბიჭვარო, ჭკუას ისწავლი, როგორ უნდა მოიქცე მამასთან!
მეორე დღეს, ჯონგუკის გააწყვეტილებით, ერთ კვირაში ღამის კლუბში წვეულება გაიმართება, სადაც მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები შეძლებენ შესვლას, რომელთა სახელიც სიაში იქნება...
სია გრძელი იყო, ყველა გამოჩენილი ადამიანი დაპატიჟებული იყო, ბინესმენები თუ მაფიოზები... კლუბში საქმეების მოგვარებას შეუდგნენ. ბიჭები დილიდან შრომობენ და მითითებებს აძლევენ პერსონალს, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
დღის განმავლობაში სიწყნარე იყო, გოგონებმა ერთად ყავის დალევა გადაწყვიტეს, სამივენი შეიკრიბნენ და კაფეში დასხდნენ... ნარიმ და არიამ ყავა შეუკვეთეს, სონიონმა კი - ორსულობის გამო უკოფეინო ყავაზე შეაჩერა არჩევანი...
კაფე არც ელიტური და არც გამორჩეული გახლდათ. ერთი უბრალო კაფე იყო, რომელიც სიმშვიდით და მყუდროებით გამოირჩეოდა. ალაგ-ალაგ ყვავილებით და განათებებით მოერთოთ, რომელიც თვალში ცუდად არ მოგხვდებოდა.
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...