*ორწელიწად ნახევრის წინ*
უგონოდ მწოლიარე, სისხლში ამოსვრილი სხეული ვიღაცის მკლავებში ექცევა და სახლიდან მიარბენინებს, შემდეგ კი ბრძანებას გასცემს...
_სახლი გადაწვით! ჩიპი წამოიღეთ და იდეალურ მდგომარეობაში ჩამაბარეთ!
ერთ წელში, გოგო კომიდან გამოდის, თვალს ახელს და ორ სილუეტს ხედავს, დივნებზე მიძინებულებს...
_სად ვარ? _ იძახის სუსტი ხმით და ბიჭებს უყურებს... ბიჭები მის ხმაზე დივნიდან ხტებიან და მასთან მიდიან...
_არ ისაუბრო, არც იმოძრავო, ექიმს ახლავე დავუძახებ! _ ერთი ბიჭი გარეთ გარბის, მეორე კი კვლავ რჩება...
_სონიონ, თავს როგორ გრძნობ?
_ბატონო კიმ... აქ რა მინდა?
_ბატონოს გარეშე, სონიონ. უბრალოდ ნამჯუნი დამიძახე.
რამდენიმე დღეში, სონიონს საავადმყოფოდან წერენ და უზარმაზარ სახლში მიჰყავთ. გარემო ძალიან უცხოა, ხალხი ინგლისურად საუბრობს, ნამჯუნი კი ყველაფერს განაგებს...
_სად ვართ? _ ეკითხება სონიონი ჯინს.
_ნიუ იორკში!
_აქ რა ჯანდაბა მინდა?
_დავსხდეთ და წყნარად ვისაუბროთ, ნამჯუნი მოგიყვბა! _ ღიმილით პასუხობს ჯინი.
_მე... ჩემი შვილი უნდა ვნახო... მამამისი რამეს დაუშავებს... ჯინჰოსთან წამიყვანეთ. ჩემი ბიჭი უნდა წამოვიყვანო და ჯონგუკი გავაფრთხილო... მე... მე ყველაფერი ვიცი!
_ჯინჰო კარგადაა! _ პასუხობს ახლად მისული ნამჯუნი. _ შენი ქმარი მასზე ძალიან ზრუნავს!
_ჯონ... ჯონგუკი? _ თვალები გაუფართოვდა სონიონს. _ ის ჯინჰოს ზედაც არ უყურებს!
YOU ARE READING
FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )
Fanficშეიცავს 🔞 სცენებს! ⚠️ - ასახულია ძალადობის და წამების სცენები! ყალბი სიყვარული, გამოძიება, მკვლელიბა... ეს ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დეტექტივები, მაფიოზები და ჟურნელისტები ერთმანეთის გზებს გადაკვეთენ და ნამდვილ ბრძოლის ველად აქცევენ...