18

330 46 141
                                    

იუნგიმ რამდენადაც სწრაფად მოიქნია დანა, ჰოსოკმა იმდენადვე სწრაფად აიცილა... თავი უკან გასწია, ნაბიჯი უკან გადადგა და დანაც მისი ყელის არტერიას ასცდა... 

_ეს პიჯაკი რომ გაგეხია, თავს წაგაცლიდი! _ ოხრავს ჰოსოკი. _ არია, საყვარელო, პიჯაკი დამიჭირე! _ ჰოსოკი პიჯაკს იხდის, არიას აწვდის და კისერს ატკაცუნებს... 

არიას ადგილას, ნებისმიერი შიშით კანკალს დაიწყებდა, რადგან რამდენიმე წამის წინ მისი ქმარი ლამის მოკლეს... მაგრამ ის მშვენივრად იცნობდა ქმარს. იცოდა, რომ ჰოსოკს შეეძლო მეტოქე დაეჩოქებინა და სასტიკად გასწორებოდა... 

ჰოსოკი სხვებს არ გავდა, ის იმაზე ძლიერი და დაუნდობელი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ სათითაოდ ყველა იქ მყოფი ამოეწყვიტა. 

ჯონგის ძალა, მისივე მოთმინების უნარი იყო, მეტოქეს საშუალება არ ეძლეოდა სწორად შეეფასებინა ის. მისი რეალური ძალა, ყველასას აღემატებოდა, ჩხუბის დროსაც კი ის თავშეკავებული იყო, რადგან თამაში მოსწონდა და თუ ამას არ გააკეთებდა, მალევე დაასრულებდა ყველაფერს... 

_მოდი, ვითამაშოთ! _ ჩაიცინა ჰოსოკმა და იუნგის შეხედა. 

_ვიღაც იტირებს! _ დამცინავად ეუბნება იუნგი. 

_ვიცი! _ ოხრავს ჰოსოკი. 

იუნგი დანით მიიწევს ჰოსოკისკენ, ჰოსოკი ხელს უჭერს, დანას ხელიდან აგდებინებს და შუბლს ცხვირში ურტყამს... მინს ცხვირიდან სისხლი სდის, მაგრამ სიცილს არ წყვეტს. 

_შიშველი ხელებით გებრძვი, შენ კი დანას იყენებ? ხომ იცი, რომ ეგ ბოზობაა? _ ხუმრობის ხასიათზეა ჰოსოკი.

ჯონგი და მინი საუკეთესო მეტოქეები იყვნენ. თუ ჰოსოკის ძალა მისი მოთმინება და ყველაფრის სწორად გაანალიზება იყო, იუნგის ძალა რისხვა იყო. 

ჰოსოკი იუნგის კეფაში ავლებს ხელს, მინის კართან მიჰყავს, რომლის დგვერდითა კარიც, თეჰიონმა სახით გაიტანა... 

FIGHT FOR LIFE J.JK ( რედაქტირების პროცესში )Where stories live. Discover now