როდის გაიყო სამოთხე და ჯოჯოხეთ?-იყო დრო,როდესაც არ არსებობდა ეშმაკები და დემონები. დრო,როდესაც სამყაროში მშვიდობა სუფევდა,თუმცა ბალანსი აუცილებელია.როდესაც ადამიანი კვდება,მის ადგილს ახალდაბადებული იკავებს და ბალანსსაც ვინარჩუნებთ. სწორედ ასე მოხდა,სამყარო მხოლოდ სიკეთისათვის არ იყო შექმნილი,მას აუცილებლად სჭირდებოდა ის,რისგანაც ადამიანს თავი შორს უნდა დაეჭირა- ბოროტება,შური და ღვარძლი.
ღმერთის ყველაზე საყვარელი ანგელოზი- ლუციფერი-ეგოიზმმა დააბრმავა.ერთ დროს ნათელი,მისაბაძი არსება ჩაიფერფლა და მასში მხოლოდ სიბნელე,ბოროტება დარჩა.ომი დაიწყო,ყველაფერი ორად გაიყო,წარმოიშვა გრძნობები,რომელიც ამაღლებულ სულებს ქვესკნელისაკენ უბიძგებდა.მათში ქრებოდა ღვთაებრივი იდეალები და პატიოსნება.ანგელოზებს მხარეები უნდა აერჩიათ.ლუციფერი- პირველი ეგოისტი,თვითკმაყოფილი ანგელოზი-ეშმაკად შეირაცხა,ის იყო ყოველი სისასტიკის თავმდები.მისი არმია დღითი დღე ახალ ანგელოზებს იღებდა. მომავალი დემონები მზად იყვნენ დამორჩილებოდნენ თავად ბოროტებას,თავი შეეწირათ და ებრძოლათ მისთვის.
თითქოს,სამოთხე და ჯოჯოხეთი საკმარისი არ იყო,ანგელოზებსა და დემონებს შორის მესამე ზებუნებრივი რასა გამოიყო, რომელსაც ჩამოვარდნილებს უწოდებდნენ,ისინი არც ბოროტებას ირჩევდნენ და არც სიკეთეს,არ ერეოდნენ იმ ბრძოლაში,რომელიც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის მიმდინარეობდა,ისინი სიყვარულს ირჩევდნენ-ადამიანურ გრძნობას.ჩამოვარდნილებს ერთმეოდათ ანგელოზებთან კონტაქტის უფლება,ხოლო ყოველი მათგანი, რომელიც აირჩევდა ანგელოზთან თანაცხოვრებას სამუდამოდ იწყევლებოდა ლუციფერის მხრიდან. თუ ჩამოვარდნილი სიყვარულის "მახეში" ანგელოზთან გაებმებოდა,ყოფილი ანგელოზი რჩეულთან პირველი სიყვარულის კოცნის შემდეგ კვდებოდა,ყოველ ოც წელიწადში ანგელოზი მის გულისსწორს კვლავ შეხვდებოდა.მათი გულები ისევ მოძებნიდნენ ერთმანეთს და საბედისწერო კოცნით ისევ აშორებდა მათ სიკვდილი. ანგელოზის რჩეული რეინკარნაციას განიცდიდა,სხვა იდენტობით სტუმრობდა სხვადასხვა ვითარებაში ანგელოზს და ლუციფერის წყევლაც თავს დროულად იჩენდა ხოლმე.

YOU ARE READING
Eternal trial-path of love
Fanfictionანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.