ჩვენ-უსასრულობისაკენ

6 3 0
                                    

ადრიელი ძლიერ შეაშინა იმ ფაქტმა,თუ როგორი სასოწარკვეთით ცდილობდა ლუციფერი მის თავიდან მოშორებას,თითქოს მან კარგად იცოდა,საბოლოო ბრძოლის დროს ვის დაუჭერდა გვირგვინოსანი დემონი მხარს.ის არიას ვერ დათმობდა,რადგან მისმა გულმა გოგონას გვერდით განსხვავებულად ძგერა დაიწყო.ჯეფ სატური სიყვარულის მომაჯადოვებელ მარწუხებში მოემწყვდია,მისგან თავის დახსნა კი ნამდვილად არ სურდა.

ადრიელი არიას სასთუმალთან მშვიდად იჯდა.აფიქრებდა ის ფაქტი,რომ წინასწარმეტყველება ხელთ ვერ იგდო, ამიტომ გადაწყვიტა,რომ ბრძოლის დაწყება მის გარეშე ძლიერ აბსურდული იქნებოდა.ადრიელი წამოდგა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გასასვლელისაკენ, თუმცა შეჩერდა,ნაღვლიანად ჩაისუნთქა და გოგონასკენ შეტრიალდა,რომელმაც ადრიელის გული და გონება მოიპარა.დაიჩოქა,შუბლზე ნაზად,მთელი გრძნობით ეამბორა მისი სიყვარულის ობიექტს და გრძნობებით დატვირთულმა გაიკვალა გზა,რომელიც არ იცოდა სადამდე მიიყვანდა,მაგრამ იმედი ჰქონდა,რომ ყველაფერი ისე დასრულდებოდა,როგორც ჩაიფიქრა.

ლუციფერი საკუთარ სამყოფელში მოუსვენრად დააბიჯებდა.მას არ უნდოდა ეღიარებინა,მაგრამ მისი თავდაჯერება ამადეუსმა გაანადგურა.თუ ის აქამდე დარწმუნებული იყო,რომ ყველაფრის ბატონ-პატრონი გახდებოდა, ახლა ამაში სრულიად ეპარებოდა ეჭვი. ლუციფერს ღვარძლი იბყრობს,მას უნდა,რომ მთელი სამფლობელო მის მუხლებთან დაჩოქილი იხილოს,თუმცა წინასწარმეტყველება,რომელიც მას ამადეუსმა მოჰპარა უკან ხევს,ძლიერ უბიძგებს დანებებისაკენ.

-შენი დახმარება მჭირდება,-ამბობს ადრიელი და ამადეუსს თვალებში უმზერს,რომელშიც წინააღმდეგობა, თუმცა დახმარების სურვილი გამოსჭვივის.

-რა გინდა,რომ გავაკეთო?-ამადეუსი დიდებულად დგას,ხელები ზურგსუკან დაემწყვდია,მისი აურა შეუპოვრობას ჰყვიროდა.ამადეუსისა და ადრიელის წყვილი დაუმარცხებელი, ხელშეუხებელი იქნებოდა,მათი გაერთიანება წარმატების, გამარჯვების მომტანი იყო.

Eternal trial-path of loveWo Geschichten leben. Entdecke jetzt