სანამ ერთად ვართ

16 8 0
                                    

დრო დადგა ერთად გვემოქმედა, არაფერში ვიყავი დარწმუნებული გარდა იმისა,რომ არნიტას ჩემი დახმარება სჭირდებოდა.ის რამდენიმე კვირაა არ გამოჩენილა მიუხედავად იმისა,რომ დამპირდა მოვალო.მისი მჯეროდა, ამიტომ გული მკარნახობდა,რომ უნდა მეპოვნა.

ეჭვი მაშინ გამიჩნდა,როდესაც სახლთან ჯოჯოხეთიდან მოსული მაძებრები გამოჩნდნენ ჩემს მოსაკლავად. მაშინ,როცა არნიტამ მისი ცხოვრება მაჩვენა- დავინახე.
დავინახე,ლილითი, რომელიც არნიტას იმ უძვირფასესი ადამიანის მოკვლით ემუქრებოდა, რომელიც მის ცხოვრებაში არსებობდა. მეჯლისის დღე იყო,სკოლის შენობასთან ახლოს საუბრობდნენ,სწორედ ლილითის ძალამ გამოიწვია შენობის ნგრევა.ეჭვი მაქვს,რომ არნიტა ქვესკნელში ჰყავთ გამომწყვდეული,ის იტანჯება,მე ამას ვგრძნობ.ჯეფ სატური კი ჩემი ერთადერთი იმედია,რომ მისი პოვნა შევძლო.

ცივ,ქვის კედლებში მხოლოდ ერთი არსების გულისცემა ისმოდა.ბნელ ოთახში დაჩოქილი,ხელებდაბორკილი არნიტა თავჩაღუნული იტანდა იმ სასტიკ წამებას,რომელიც ლუციფერისაგან ერგო საჩუქრად.არნიტას თეთრი,ქათქათა კაბა სისხლით იყო შეღებილი,ქალღმერთის ჭრილობებიდან მწვანე შხამი იღვრებოდა,რომელიც ლუციფერის მოწამლული ხმლისგან იყო მიყენებული.არნიტას გონების წაკითხვა არაერთხელ სცადა უზენაესმა დემონმა,მაგრამ არნიტას ისეთი ძლიერი შელოცვით ჩაეკეტა ის,რომ ლუციფერს წამების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა.
არია მართალი იყო,არნიტა ქვესკნელში ჰყავთ გამომწყვდეული და მის დახსნას არავინ ცდილობს.

ბოლო საღამო ადამიანებს შორის:

არია და მისის ბერფილდი ვახშამს მიირთმევდნენ.ქალბატონი მშვენიერ ხასიათზე იყო,რადგან მისი კარიერა წინ მიიწევდა,ის ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მხატვარი გახდა საშემოდგომო გამოფენის შემდეგ,მისი ყველაზე ცნობილი ნახატი კი "გოგონა მზესუმზირებით" გახლდათ.

Eternal trial-path of loveOnde histórias criam vida. Descubra agora