რა უნდა გავაკეთოთ მაშინ,როცა საკუთარ მომავალს ვერ ვხედავთ?როდესაც ამოუცნობი მიზეზით გულზე ლოდი გადევს და არ გაძლევს იმის უფლებას თავი ბედნიერად იგრძნო.
არია დილით თავს დაცარიელებულად გრძნობდა. როგორც კი თვალი გაახილა იმ კუთხისაკენ გაიხედა,სადაც წინა ღამით პორტრეტი მოათავსა,თუმცა ამ შემთხვევაში მან ვერაფერი იგრძნო: აღტაცება,გაოცება,ბედნიერება, სიხარული,თითქოს ყველაფერი გამქრალიყო.გოგონა უემოციოდ ადგა საწოლიდან და დედამისის ოთახი შეამოწმა,რათა დარწმუნებულიყო, რომ სახლში მარტო იმყოფებოდა, შედმეგ კი მისაღებში გავიდა,რადგან რიტუალი შეესრულებინა,რომელიც წუხელ ჩასძახეს.
არია მისაღებში დაჯდა,სანთლების წრეში.ცეცხლის ალის,სიწყნარისა და ჩამქრალი გრძნობების ფონზე მან თვალები დახუჭა,მოდუნდა და იმ სიტყვების ჩურჩული დაიწყო, რომლებიც არნიტამ მას შთააგონა. გოგონა ტრანსში იყო,ვერ გრძნობდა და ვერ ფიქრობდა,მხოლოდ იმ ხმების გაგონება შეეძლო,რომელიც მიმდინარე მოვლენებს აღწერდა.
"მიყვარხარ!"-მოიხმა მამაკაცის ხმა,რომელიც არნიტას გვედით იდგა.
"იმ მიზეზით გაგიშვი,რომ თავისუფალი ყოფილიყავი.."-ჩაესმა არიას.
"-ის ანგელოზისა და ჩამოვარდნილის შვილია,-ამბობს შავ სამოსში, შემზარავად მომღიმარი ქალბატონი.
-ჩამოვარდნილის?-მოისმა განცვიფრებული ხმა,-მაგრამ ის ხომ ადამიანიც არ გამოდის?"გოგონას გონებაში ყველა იმ არსების ხმა იფანტებოდა,ვინც მის დაბადებასა თუ ბედისწერაში იყო გარეული.არიას თვალები დაეხუჭა. მასში თავი წარსულმა,აწმყომ და მომავალმა მოიყარა და ვეღარ გაეგო რა იყო რეალობა და რა ფანტაზია.
როდესაც არიამ თვალები გაახილა სანთლები ერთიანად ჩაქრა.ოთახი და გოგონას გონება კვამლში იყო გახვეული.ფიქრები აღარ ემორჩილებოდა,მას მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა. ახლახანს გაიგო,რომ ქალი,რომელსაც ამდენი წელი დედას ეძახდა მისი ნამდვილი დედა არ ყოფილა.გაიგო,რომ დედამიწაზე ანგელოზები და დემონები თავისუფლად დადიან,რომ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის ომია და ამ ომის დასრულება მხოლოდ არიას ძალუძს.გაიგო,რომ ბიჭი,რომელიც მისი ყურადღების მოპოვებისათვის იბრძვის დემონი იყო,უმაღლესი რანგის ფრეიას ძე და ისიც გაიგო,რომ ამ შელოცვის აღსრულება მხოლოდ მას შეუძლია.
არია არსებაა,რომელსაც ანგელოზისა და ჯადოსნობის ძალები გაერთიანებული აქვს.
არიას შეუძლია დროის შენელება, ადამიანთა მეხსიერების წაშლა და ჯადოქრობა,რაც მოიცავს-შელოცვებს, ნაყენების დამზადებასა და ყოველი რასის არსების განკურნების უნარს.

KAMU SEDANG MEMBACA
Eternal trial-path of love
Fiksi Penggemarანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.