სანამ ვისწავლით,თუ როგორ უნდა მოვიგოთ,მანამდე მრავალჯერ ვსწავლობთ დამარცხებას-ეს არსებობის ჭეშმარიტებაა.ცხოვრება თამაშია და ზოგიერთი ჩვენგანი მთელს სიცოცხლეს ამ თამაშის წესების შესწავლას უძღვნის და კვდება ისე,რომ ვერ განიცდის მოგებით მიღებულ სიამოვნებას. არიან ისეთებიც,რომლებიც უბრალოდ გვერდს უვლიან წესებს და თაღლითობით ცდილობენ მოიპოვონ პირველობა,მაგრამ მათთვის სამსჯავრო იმაზე მწარე იქნება,ვიდრე ოდესმე ვინმეს წარმოუდგენია.
.
.
ლუციფერი ბრძოლის წამოწყებას ლამობდა და ამისათვის ყველანაირი პირობა ხელთ ჰქონდა,მაგრამ ვერ ბედავდა შიდა არეულობის მოწყობას.ქვესკნელი დიდი აურზაურისა და ქაოსის საფრთხის ქვეშ იდგა და პირველი რანგის დემონი კარგად აცნობიერებდა შექმნილ ვითარებასა და რისკებს,რომელიც მის ქმედებას მოჰყვებოდა.
ლუციფერმა მცველი გაგზავნა ფრეიას სამყოფელში,ის მხოლოდ არიასთან შეხვედრასა და მოლაპარაკებას ითხოვდა და დასთანხმდა იმ პირობას,რომ გოგონას უვნებელს დატოვებდა,ამიტომ არიამ გადაწყვიტა აღესრულებინა მისი ქვესკნელში დაბრუნების მისია და შეხვედროდა პირისპირ მის დაუძინებელ მტერს.არია მცველმა დემონმა მიაცილა ლუციფერის დარბაზებამდე და როდესაც გოგონა ოთახში მარტო დარჩა უზენაესი დემონი მის პირისპირ გამოჩნდა.
-მინდა გავიგო რის გამო დაბრუნდი.-თქვა ლუციფერმა.არია მისმა სიმშვიდემ შეაშფოთა.მართალია,არია უარესისათვის იყო მზად,მაგრამ ლუციფერის მოულოდნელი სურვილი ნათელს ჰფენდა იმ ფაქტს,რომ ის არ აპირებდა დანებებასა და ზავის დადებას.
-მინდოდა საკუთარი თავის სანაცვლოდ მშვიდობა დამესადგურებინა სამ სამყაროს შორის,-თქვა გაბედულად არიამ,რასაც ლუციფერმა სიცილი მოაყოლა.
-რა აბსურდია..-ჩაილაპარაკა მან,-შენ იმისთვის მჭირდები,რომ ვიბატონო,გავხდე ერთპიროვნული მმართველი და დავიმორჩილო როგორც იმიერი,ასევე ამიერი სამყარო,-თქვა დემონმა.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Eternal trial-path of love
Hayran Kurguანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.