წრე,ჩვენ და უსასრულობა

14 7 0
                                    

ბნელი ოთახები და ბნელი გულები.
სად არის სიმართლე და სად ტყუილები?
გონება ბინდდება,ამას ვეღარ ხვდები?
შენ არ ხარ და ვერ დავლენდე შენი ჩრდილი,
ნუთუ დამტოვე,თან გაიყოლე ჩემი ყველა-ფერი?!

არია სასახლეში უთავბოლოდ დადიოდა. ლუციფერთან საუბარმა მეტად ამაღელვებლად ჩაიარა,თუმცა არც იმდენად,რამდენადაც ის ელოდა. გოგონა გრძნობდა მოსალოდნელ ხიფათს.ის ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო და არ იცოდა როგორ ემართმა მისი ძალა სწორად,მაგრამ ცდილობდა გონებით დაკავშირებოდა არნიტას და დაედგინა ქალღმერთის ახლანდელი მდებარეობა,თუმცა არაფერი გამოსდიოდა,რაც ნერვებს ძალიან უშლიდა.

ადრიელი ფრეიას სამყოფელს ესტუმრა,როგორც კი ლუციფერი და არია მარტონი დატოვა.მას არ სურდა მსგავსი რამ მომხდარიყო,თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ლუციფერს არაფერი უნდა ეეჭვა,თორემ ამით არიას დიდ განსაცდელში ჩააყენებდა.ადრიელი არიას მიმართ გულგრილი არ იყო,ამას დიდი ხნის წინ მიხვდა,მაგრამ იმ გრძნობას სახელს მაინც ვერ არქმევდა,რასაც გრძნობდა. დემონისთვის,რომელიც მთელი ცხოვრება ქვესკნელში იზრდებოდა უცხო იყო მსგავსი შეგრძნებები.ის დაბნეული და დაკარგული იყო.

-ადრიელ?!-მოესმა მას ფრეიას გაოცებული და სიხარულით შემკული ხმა, -ადრიელ,აქ რას აკეთებ?

-მე ლუციფერის ბოლო დავალება შევასრულე,ამიერიდან ოფიციალურად გვირგვინოსანი,მეორე რანგის დემონი ვარ,ყველაფერი მზის ჩასვლამდე დასრულდება,-ახსნა მოკლედ ადრიელმა და ფრეიას გადაეხვია.

-მისმინე,აქ ყოფნა სახიფათოა,ლილითი დაბნურდა,თან ამადეუსი ახლავს,- ფრეიას არ ეშინოდა,რადგან მისთვის შიშის გრძნობა არ არსებობდა,მაგრამ ვერ იშორებდა თავიდან იმ ფორიაქს,რომელიც რამდენიმე დღეა აწუხებს.

-ამადეუსი?-შეშფოთება ესახება ადრიელს მშვიდ სახეზე,-რატომ?

-არ ვიცი,მათ იციან არიას,არნიტას და წინასწარმეტყველების შესახებ,- მშვიდად ოხრავს ფრეია,-მე დავავალე ვაპულას მათი თვალთვალი,მაგრამ ჯერ არაფერი ისმის და მის გამო ვნერვიულობ.

Eternal trial-path of loveNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ