განგება

29 8 5
                                    

ორი თვის შემდეგ:

-დღეს,6 მარტს,როდესაც მზის ჩასვლა ცას წითელ ფერს მიანიჭებს,მის ადგილს კი მთვარე დაიკავებს,ამ ვერცხლისფერ საღამოს იშვა ფრეიას,პირველი რანგის დემონის ძე,რომელიც ჯოჯოხეთის უზენაესი კანონით გახდება სიკვდილის ანგელოზების მთავარი,მისი მოვალეობა იმ სულებზე ნადირობა და მათი დატყვევება იქნება,რომლებიც აცდენილნი არიან სამოთხის უზენაეს კანონებს.

როდესაც მბრძანებელმა დემონმა მიმართვა დაასრულა სამყოფელში დაბრუნდა,რომ შეემოწმებინა ის რისთვისაც სამი თვე ემზადებოდა.საწამებელი ადგილზე იყო,ფრეია დღევანდელ დღეს ვერ გადაურჩებოდა.მან წაბილწა დემონთა რასა,დაარღვია დემონთა ჩასახვის კანონი,მისი დასჯა აუცილებელი იყო უზენაესი დემონის თვალთახედვით,თუმცა უხუცესებმა ფრეია უდანაშაულოდ ცნეს და მის ძეს შესაფერისი დანიშნულებაც მოუძებნეს.

-მას ადრიელი ერქმევა,-გამოთქვა სურვილი ფრეიამ.მისი თვალები ბნელი და უშიშარი იყო,ღრმა ლურჯი ფერი გამოხატავდა სითამამეს,სიჯიუტესა და თავდაჯერებას.ფრეიას განცხადებამ დამსწრე საზოგადოება შეაშფოთა,-თქვენ გამოუტანეთ ჩემს შვილს განაჩენი,ამიტომ მზად ვარ შევურჩიო მას შესაბამისი სახელი და ამ უფლებას ვერც ერთი თქვენგანი ვერ წამართმევს,-ფრეია ტახტზე იჯდა.ჯოჯოხეთს ოთხი გვირგვინოსანი დემონი მართავდა,ფრეია ამ ოთხიდან მეორე ადგილზე იყო,მას ბევრი მიმდევარი და ბევრი მტერი ყავდა.

-როგორ თუ ადრიელი?-ბრბოს ერთ-ერთი დემონი გამოეყო.თვალები შინდისფრად უელავდა და სხეულს ამავე ფერის მოსასხამი უფარავდა.მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა.ჯოხზე შემოხვეული გველგესლა ყველას შიშს გვრიდა,რადგან მისი მზერა მომაკვდინებელი იყო,ხოლო მისი შხამი-მტანჯველი,ის იქამდე კბენდა მსხვერპლს,სანამ სულს ბოლომდე არ შეისრუტავდა,-ადრიელი ღმერთების სახელია,თქვენ რა ჭკუა სულ დაკარგეთ?

Eternal trial-path of loveOnde histórias criam vida. Descubra agora