და ჩვენ შეგვწევს ძალა,რომ საკუთარ ბედისწერას შევეწინააღმდეგოთ?
თუნდაც ჩვენი ცხოვრება არ მოგვწონდეს და მისი შეცვლა გვინდოდეს,არამგონია,რომ აღსასრული,რომელიც გველოდება გადავწეროთ და ახალ მომავალს ჩავუყაროთ საფუძველი,თუმცა ბედისწერის შეცვლა თუ ჩვენს ძალებს აღემატება,მაშინ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ,როგორც ეს ჩვენთვის დაწერილია?
არიას ცხოვრება მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა,რაც გაიგო,რომ დედამისი ღვთაებაა,ხოლო მამა ჩამოვარდნილი,რომელმაც უარყო კეთილიც და ბოროტიც.გოგონა სკოლაში მეჯლისის შემდეგ არ ყოფილა,ის ჯეფ სატურთან კომუნიკაციასაც თავს არიდებს და ცდილობს,რომ არნიტა მოძებნოს,რომელიც რამდენიმე დღეა უგზო-უკვლოდ დაიკარგა.არიამ ყველა გზა სცადა,რათა დედამისს დაკავშირებოდა,მაგრამ ყველა უშედეგო აღმოჩნდა.ის,თითქოს ბნელ ბილიკზე დადიოდა,რომელსაც დასასრული არ უჩანდა.გოგონა ჩაფიქრებული იჯდა საკუთარ ოთახში ფინჯან ყავასთან ერთად და ფიქრობდა კიდევ რით შეძლებდა ღვთაების სულთან დაკავშირებას.
სახლი ცარიელი იყო,თუმცა ხმაური,რომელიც გაისმა,ნამდვილად პირველი სართულიდან მოდიოდა,რამაც არიას დაფრთხობა გამოიწვია.რა თქმა უნდა,მას გაცნობიერებული ჰქონდა,თუ რა ძალას ფლობდა ახლა,თუმცა იმ ადამიანურ ჩვევებსა და შფოთს ვერ დაივიწყებდა,რომელიც რამდენიმე წელი მისი მეგზური იყო.ადამიანთა ბუნება ხომ მათ არსებას ასეთ გასაოცარსა და მიუწვდომელს ხდის.
არია დაფრთხა და საბრძოლველად მოემზადა.ხმაური მეტად იზრდებოდა.საბოლოოდ,კი ისეთ შემზარავად და აუტანლად იქცა,რომ მიხვდებოდი-ადამიანი მსგავს აურზაურს ვერ გამოიწვევდა.ხმები ახლოს იყო,მაგრამ ტოვებდა შეგრძნებას,რომ ისინი ქვესკნელიდან მოდიოდა.ახლოს,მაგრამ ისე შორს,რომ ექოსავით ჩაგესმოდა და განდომებმა მუხლებზე დაჩოქილს თავში ხელების შენით გეთხოვა პატიება ღვთაებებისათვის, რომლებიც განარისხე.არიას არსება მსგავსმა სურვილმა მოიცვა,მაგრამ გოგოგნა ფეხზე იდგა, გაუნძრევლად, შეუპოვრად.მას ეშინოდა,მაგრამ ერჩივნა ებრძოლა და მომკვდარიყო, ვიდრე დაეჩოქა და შეწყალება ეთხოვა იმ არსებებისთვის,ვინც მის ცხოვრებას ამდენი სატანჯველი მოუვლინა.
أنت تقرأ
Eternal trial-path of love
أدب الهواةანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.