სანამ გული გონებას მისწვდება

14 7 0
                                    

ადრიელს ეძინა.
უკვე რამდენიმე წელია სიზმარი არ უნახავს,რადგან სიზმრების დემონს-ონეიროსს მათი გაუქმება მოსთხოვა.

პირველად,როდესაც სიზმარი ნახა დაესიზმრა,რომ ის დაწყევლილი ჯაჭვებით მიეჯაჭვებინათ ქვესკნელის სარკოფაგში.მას აწამებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.ადრიელი ვერ თავისუფლდებოდა,რადგან ჯაჭვები მეტად აცლიდა ძალას მას.
ადრიელს სიზმარში გული სტკიოდა.სხეულზე უამრავი ჭრილობა ჰქონდა,ზოგი შხამიანი ხმლით მიყენებული,მაგრამ მათ ნაცვლად გული ისე საშინლად ჰქონდა დამძიმებული, რომ ეგონა,მალე გაუსკდებოდა.ის ვიღაცაზე ფიქრობდა,მის გონებაში გოგონას სახელი ტრიალებდა, მაგრამ არ იცოდა ვინ იყო.ახსოვს მხოლოდ მის სხეულზე გამოსახული სიმბოლო, რომელიც მსგავსი იყო ადრიელის მფარველი ფრინველისა.

დღეს იგივე სიზმარი ნახა.როდესაც გამოსახულებები გაქრა,მის გონებაში ფრეია გამოისახა.

-უნდა იჩქარო,ადრიელ,იქჩაქე,- რამდენჯერმე გაიმეორა ფრეიამ მსგავსი სიტყვები და ადრიელი ელვის სისწრაფით წამოდგა საწოლიდან.

არიას გამზრდელი დედა მხატვარი იყო,მას არაერთი გამოფენა ჰქონდა მოწყობილი ქვეყნის მასშტაბით.დღეს-11 ოქტომბერსაც დანიშნული იყო საშემოდგომო გამოფენა,რომლის მოსაწვევებიც უკვე დარიგებული იყო.
მისის ბერფილდი აღფრთოვანებით ელოდა სტუმრებს მთავარ მუზეუმში და იმედოვნებდა,რომ არია საღამოს არ გამოტოვებდა.
არიამ დედის მოლოდინები გაამართლა და საღამოზე შავი,დახვეწილი კაბით გამოცხადდა.

-არია,მიხარია,რომ მოხვედი,-ამბობს მისის ბერფილდი და ქალიშილთან მიდის,რომ მიესალმოს.

-რა თქმა უნდა,დედა,ასეთ მნიშვნელოვან დღეს შენს გვერდით აუცილებლად ვიდგებოდი,-გაიღიმა გოგონამ და დედას გადაეხვია.

ჯეფ სატური,როგორც ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესმენი,საპატიო სტუმართა რიგებში იყო.ის სიხარულით დასთანხმდა მოწვევას,როგორც კი გაიგო,რომ მხატვარი არიას დედა იყო.
ის ასევე შავი სმოკინგით მივიდა გამოფენაზე,თანაც სტუმრების სასურველი ლუკმა მალევე გახდა. ახალგაზრდა დემონს,რაღაც არაამქვეყნიური მიზიდულობა და მომხიბვლელობა ჰქონდა,ამიტომ წამში ექცეოდა ყურადღების ცენტრში.

Eternal trial-path of loveTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang