ყველაფერი ან არაფერი

12 8 0
                                    

ადრიელი ყოველდღე ნატრობდა,რომ საერთოდ არ დაბადებულოყო,მაგრამ მის საკუთარ დემონებს,რომლებიც ყოველ ღამე გონებას უღრღნიდნენ არავის აჩვენებდა,არც დედამისს,რომელიც ყველას და ყველაფერს ურჩევნოდა.
ერჩივნა მომკვდარიყო,ვიდრე დედის სახეზე ღელვა შეეტყო,თუმცა იმ შურიან და  ბოღმიან დემონებს ვერაფერს უხერხებდა,ვისაც უზენაესი დემონის-ლუციფერის ტახტის დაკავება სურდათ,რომელიც კანონით ადრიელს ეკუთვნოდა.მას არ სურდა ტახტი,დიდება, თუმცა დედამისისა და მისი კეთილდღეობისათვის ყველაფერზე იყო წამსვლელი,ამიტომ ლუციფერის დავალებებს თვალდახუჭული ასრულებდა.

რამდენიმეწლიანი დაუღალავი შრომისა და ლუციფერის ლაქიაობის შემდეგ,როგორც იქნა,ადრიელმა ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო დავალება მიიღო.ამ დავალებისათვის ქვესკნელის უზენაესი დემონები,ლუციფერი და ფრეია ადრიელის დაბადებიდან ემზადებოდნენ,მაგრამ თავად ახალგაზრდა დემონმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა,გარდა იმისა,რომ მალე დიდებულ დავალებაზე გაგზავნიდნენ,არა ქვესკნელში,არც მის ახლომდებარე სამფლობელოებში,არამდეს სხვაგან,სადაც ხეები სუნთქავენ,ზემოდან ღრუბლები დაგყურებენ,სადაც ხედავ და გრძნობ რისთვის ღირს სიცოცხლე, რისთვის ღირს სიკვდილი.

-ეს დღეს უნდა მოხდეს,-ფრეიას სამყოფელში ვაპულა შედის,ქალბატონის ყურადღებას უმალ იქცევს და ქედს იხრის,-მაპატიეთ,მაგრამ დრო არ არის,ადრიელი უნდა გაემგზავროს, დაუყოვნებლივ!-ფრეია შეშფოთებით ოხრავდა.ისეთ სიტუაციაში პირველად იყო,როდესაც მის ძალებს აღემატებოდა შვილის დაცვა,როცა სხვა გამოსავალი არა და არ ჩანდა.

-მე რა შემიძლია?-იკითხა დაკვირვებით ფრეიამ.

-როგორ თუ რა?!-გაცხარებით ამოხედა ვაპულამ მას და ფეხზე უმალ წამოდგა,- რას ფიქრობთ?-იკითხა მან,-მე არ შეგაჩერებთ,თუ გადაწყვეტთ,რომ წინ აღუდგეთ წინასწარმეტყველებასა და უზენაესი დემონების ბრძანებას,თუმცა მერწმუნეთ,ადრიელს მთელი არსების განმავლობაში ვერ დაიცავთ,ეს თქვენი საქმე აღარ არის,-ვაპულა წამით შეჩერდა,მაგრამ მიხვდა,რომ,თუ ახლა არ ეტყოდა ფრეიას სათქმელს და არ დააყენებდა მას სწორ გზაზე შემდგომში ძლიერ გვიანი იქნებოდა,-ადრიელი ძალიან ძლიერია,მასში გაერთიანებულია ყველა სამყაროს ძალა,ის არის ხსნაც და ნგრევაც,ადრიელია მომავალი ქვესკნელის მბრძანებელი.თქვენ არ გაქვთ უფლება შეაჩეროთ მისი არსების მთავარი მოვალეობა.

Eternal trial-path of loveWhere stories live. Discover now