ცეკვა მოქმედებაა,როდესაც ორი სული ერთმანეთს ხვდება.ისინი არ ლაპარაკობენ,მაგრამ ამ მოქმედებაში გამოიხატება ყველა ის უთქმელი სიტყვა,რომლის თქმაც ასე ძალიან გვეშინია.გვეშინია იმ რეალობის, რომელიც შეიძლება ამ სიტყვებმა გამოიწვიოს.
არიასთვის სიყვარული ღვთაებრივი გრძნობაა,რომელიც მხოლოდ ერთხელ ნათქვამ მიყვარხარ-ში არ გამოიხატება.სიყვარულს დამტკიცება სჭირდება,მაგრამ,თუ ადამიანს ნამდვილად უყვარხარ ამას უბრალოდ ხვდები,ეს შენს პიროვნებაში მარადისობის წვეთის ჩაწვეთებას ჰგავს.თითქოს შენს სულს ფრთები გამოესხა და ისეთ სამყაროში გაფრინდა,სადაც არ არსებობს მლიქვნელობა,იქ მხოლოს სინამდვილის ადგილია.
ჯეფი თავს განსაკუთრებულად მშვიდად გრძნობდა.ფიქრები გონებაში ისე ერეოდა,როგორც დედამიწაზე ამასვლის პირველ დღეს.ის დაბნეული,დაკარგული და უუნარო იყო,თავი ასე დაუცველად პირველად ოგრძნო,რის გამოც მეტად აღელდა და შეიძულა გრძნობა,რომელსაც ახლა განიცდიდა.უნდოდა სწრაფად გასცლოდა იქაურობას და სადმე ბნელ კუთხეში მშვიდად დაესვენა,თუმცა საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა,რათა ჯოჯოხეთის მბრძანებელი და სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო.ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა და ჯეფი,ისევე როგორც,ადრიელი დავალებას ყველაფრისფასად შეასრულებდა.
-კარგი მუსიკაა,არ მეთანხმებით?-იკითხა ჯეფმა და თვალისმომჭრელად გაიღიმა.
-ნამდვილად,-არიამ მორცხვად შეხედა ბიჭს თვალებში,თუმცა მალევე მოაშორა მზერა,-დირექტორს ყოვეთვის გამორჩეული გემოვნება ჰქონდა,იმედებს არასოდეს გვიცრუებს.
მოულოდნელად დარბაზში გოგონას კივილის ხმა გაისმა,რა დროსაც შენობა შეზანზარდა,თითქოს მიწა ორად გაიყო.საშინელი და გულისგამგმირავი დასანახი იყო,თუ რამხელა შიში ჩასდგომოდა ასობით მოსწავლეს თვალებში,სადაც სულ რაღაც სამი წამის წინ სიცოცხლე ჩქეფდა.არია ჯეფის მკლავებში გამომწყვდეულიყო,მისი გონებაც შიშს მოეცვა,თუმცა ამაზე ძლიერი ადგომა და ბავშვების შენობიდან უსაფრთხოდ გაყვანის სურვილი იყო,რაც ადრიელს აზრადაც არ მოსვლია.არიამ არე-მარეს თვალი მოავლო და მიხვდა,რომ მისი უსაფრთხოება ახლა არაფრად მიაჩნდა.რას გააკეთებდა,თუ ვინმე დაშავდებოდა?თუ რომელიმეს დახმარება სჭირდებოდა და მან არაფერი იღონა?როგორ გადაიტანდა ის მომდევნო დღეს?
ESTÁS LEYENDO
Eternal trial-path of love
Fanficანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.