ადამიანთა სამყაროში Pt.1

22 7 0
                                    


-დღეს მეჯლისია?-კითხვას სვამს მისის ბერფილდი.

-კი,დედა,მაგრამ არ ვიცი,მინდა,თუ არა წასვლა,-არია სენდვიჩს ჭამდა,მოწყენილი იყო იმის გამო,რომ იქ უწევდა წასვლა, სადაც გული ყველაზე ნაკლებად მიუწევდა.

-შენ იქ უნდა წახვიდე,არია, -არწმუნებს მისის ბერფილდი გოგონას,-თანაც,ვინ იცის,იქნებ შენი ცხოვრება დღევანდელმა დღემ შეცვალოს,-თვალი ჩაუკრა ქალბატონმა მას და გაუთოვებული კაბა იქვე,მისაღებში ჩამოკიდა,-წადი,მოიზომე.

დედას ნათქვამმა ძლიერ ააღელვა არია. მის ცხოვრებაში მსგავსი მღელვარება არაერთხელ გამოუცდია,მაგრამ ეს სხვა,რაღაც განსხვავებული,შეგრძნება იყო.ის ამ ყველაფერთან ერთად თითქოს შიშსაც გრძნობდა.მისის ბერფილდი მართალი იყო-ეს დღე არიას ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიდა-და გოგონამ გულის სიღრმეში ეს იცოდა.

ადრიელის გამგზავრებიდან რამოდენიმე საათით ადრე:

ახალგაზრდა დემონს მოწვევა მოუვიდა ლუციფერის სამყოფელიდან,მან იცოდა რას ეხებოდა მოსაწვევი,თუმცა სხეულში ნერვიულობის ტალღები მაინც გავრცელდა.ადრიელი სწრაფად გაემართა უზენაესი დემონისაკენ,რადგან ეჩქარებოდა უკანასკნელი დავალების მიღება იმ მიზეზით,რომ ის დააღწევდა თავს ლუციფერის მონობას და გახდებოდა სრულფასოვანი,ძლევამოსილი დემონი,რომელიც თავად მართავდა და გასცემდა ბრძანებებს.

-რა დავალება გაქვთ,ჩემო მბრძანებელო?-ლუციფერთან მისვლისთანავე კითხულობს ადრიელი და მუხლს იდრეკს უზენაესის წინაშე.

-ადექი,-გასცა ბრძანება მან,-ფრეიას ველოდი,-ტახტრევნიდან წამოდგა ლუციფერი,-პირველი ის უნდა მოსულიყო,-სიბრაზე ეტყობოდა მას,მაგრამ არ უნდოდა ღელვა და შფოთი შეეტყო,რომელიც მთელი არსებით ჭამდა და მოსვენებას არ აძლევდა.ლუციფერმა იცოდა იმ დავალების მნიშვნელობა, რომელიც ადრიელისთვის უნდა მიეცა.თუ ადრიელი მიზანს ვერ მიაღწევდა აღსასრული დადგებოდა.ლუციფერის ტირანიის ხანა დასრულდებოდა და ყველაფერს სამართალი მოიცავდა.ჯოჯოხეთი ადამიანთა სამყაროს ძალიან ჰგავდა.იქ ისევე,როგორც დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ტიტულისა და ძალაუფლებისთვის გაცხარებული ბრძოლა იმართებოდა, ხოლო,როდესაც საწადელს მიაღწევდი შემდეგ ამის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა.

Eternal trial-path of loveWhere stories live. Discover now