სიყვარული თუ წყევლა?

8 4 0
                                    

როცა ბოროტება დროს იხელთებს,ჩვენს სულებში ძვრება,იმ ძვირფასს საკუთარი ხელებით გვანგრევინებს,რისთვისაც მთელი განვლილი ცხოვრება ვწვალობდით.ემოციურად არასტაბილურებს,ადვილად სამართავებს,ზოგჯერ კი,სასტიკებსა და დაუნდობლებს გვხდის.ჩვენს წაბილწვას იქამდე არ ეშვება,სანამ ბოლომდე არ გავიწურებით ყოველგვარი სიკეთისა და ადამიანურობისაგან.ჩვენ ვეღარ ვხედავთ,თუ სად გადის ზღვარი,სად იკარგება ჩვენი გონება,რის გამო ჩავდივართ იმას,რასაც ვაკეთებთ და რატომ ვხედავთ ყოველთვის უფსკრულს,როდესაც თვალებს ვხუჭავთ.

განა დაილია სამყაროში კეთილი,წმინდა ადამიანი?-არა.თუმცა ყოველი სულიერის გონება და სხეული იმდენად ჰყავს სიბნელეს შებოჭილი,რომ ისინი მის გარეშე სუნთქვასაც ვეღარ ახერხებენ,თითქოს დიდ გალიაში იკეტებიან,რომელსაც კარი არ აქვს და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.
რატომ არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის ის,რისი დაკარგვაც ყველაზე ადვილად შეგვიძლია და თუ მას დავკარგავთ მთელი ცხოვრებაც რომ ვეძებოთ მაინც ვერ ვიპოვით.

არია მისაღებ ოთახში იჯდა,მარტო, ჩაფიქრებული.როდესაც არნიტას მკურნალობას მორჩა არჩია განტვირთულიყო,ყველაფერი დაელაგებინა გონებაში და შეედგინა გეგმა,რომლის მეშვეობითაც შეინარჩუნებდა იმ უძვირფასესს,რომლის დაკარგვაც სიკვდილს უდრიდა-საკუთარი მე-ს.

ამადეუსი მართალი იყო,ომი ახლოვდებოდა და ის ყველას კარზე დააკაკუნებდა,არავის დაინდობდა,არც სულიერს და არც უსულოს.არია გრძნობდა,თუ რაოდენ საზარელი იქნებოდა შედეგი,რომელსაც ომი მოიტანდა.ომი ჯოჯოხეთსა და ზეციურ სამყაროს შორის,ანგელოზებსა და დემონებს შორის,რომელთა შუაში ადამიანები მოყვებოდნენ.უამრავი სულიერი შეეწირებოდა ამ ბრძოლას, არავინ უწყიდა საერთოდ ვინმე გადარჩებოდა,თუ არა.

არიამ ღრმად ჩაისუნთქა,მას ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო,რომელიც დაასრულებდა ომს და მოიტანდა მშვიდობას სამი სამყაროს არსებებებს შორის.
გოგონა წამოდგა,ხელში საწერკალამი და პატარა ბლოკნოტი მოიმარჯვა,რომელიც ჯეფის ოთახში იპოვა და წერას შეუდგა..

Eternal trial-path of loveTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang