ვაპულას დედამიწაზე ყოფნის ლიმიტი გააჩნდა,ამიტომ სწრაფად უნდა ესწავლებინა ადრიელისათვის და საკუთარ ადგილზე,ქვესკნელში დაბრუნებულიყო.რამდენიმე დღეში ადრიელს უკვე ჰქონდა ადამიანური შესახედაობა,სტილი და საბანკო ანგარიში.მუსტანგის კაბრიოლეტითა და ლუივიტონის სათვალით მოძრაობდა. მისი ადამიანური გარეგნობა მეტად მომხიბვლელი იყო,ის უმალ იქცევდა საპირისპირო სქესის ყურადღებას და არაერთმა სამოდელო სააგენტომ მიიწვია გადაღებებზე, თუმცა ის ვერ ხვდებოდა რად უნდოდათ სამოდელო სააგენტოებს სტანდარტების დაწესება,როდესაც თითოეულ ადამიანს საკუთარი, გამორჩეული სილამაზე გააჩნდა.ადეიელისათვის ყველა პიროვნება სილამაზის გარკვეული სპეციფიკის დამუხტული იყო,მას მეტად მოსწონდა ადამიანთა მიხრა-მოხრა და მათზე დაკვირვება მის ჰობად ქცეულიყო. თუმცა დრო სწრაფად და დაუნდობლად გადიოდა,მას უნდა მოეძებნა გოგონა სახელად-არია.
არიას რაღაც ძლიერი მფარველობდა.ეს მაშინ შეიტყო,როდესაც მისი აზრებისა და განცდების წაკითხვა დააპირა. გოგონას გარშემო ადამიანთა თვალისთვის უხილავი ფარი დაინახა, რომელსაც ღია ცისფერი ელფერი დაკრავდა,რაც ანგელოზთა ფერი იყო.ახალგაზრდა დემონს ეჭვები გაუჩნდა არიას წარმომავლობის შესახებ,მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო,მას უნდა გაეცნო გოგონა,მისი ნდობა მოეპოვებინა და ჯოჯოხეთში წაეყვანა.
როგორც ადრიელმა გაიგო დღეს სკოლაში მეჯლისი იმართებოდა,სადაც მოსწავლეთა დასწრება სავალდებულო იყო.ადრიელმა ადმინისტრაციასთან ხელშეკრულება გააფორმა და როგორც სკოლის ყველაზე მსხვილი ინვესტორმა
მეჯლისის მოსაწვევი მიიღო საჩუქრად, იმ კოსტიუმთან ერთად,რისი ჩაცმა საღამოს მოუწევდა.
ამანათი სასტუმროში მიიღო და საკუთარ ოთახში აიტანა.ფრთხილად და დაკვირვებით გახსნა კოხტად შეფუთული თეთრი ყუთი,იქვე აკურატულად ჩაკეტილი წერილი კი სწრაფად აიღო.
YOU ARE READING
Eternal trial-path of love
ספרות חובביםანგელოზებისა და დემონების დაპირისპირება.. ფიქცია არის ჯეფ სატურისა და მისი სამუდამო, დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ.