♡1♡

841 28 10
                                    

<<ფიკი არის შექმნილი ჩემი ფანტაზიით, ფოტოები მე არ მეკუთვნის 💋არავინ გამომიხტეს თორემ შედეგები მძიმე იქნება💋>>
Შ/ს-შენი სახელი
???-უცნობი პიროვნება
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

რა უსამართლოა არა ცხოვრება?! როდესაც მომავალში გინდა რომ უბრალოდ თავისუფალი და არაფერზე დამოკიდებული იყო, სწორედ მაშინ ხდები ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული და თავისუფლების შეგრძნებას კარგავ. შესაძლოა სიყვარულით შექმნილ ოჯახში წარმოგიდგენია შენი თავი, ქმრის/ცოლისა და შვილების გვერდით, მაგრამ ცხოვრება ამასაც წაგართმევს და ან აგიხდება ან არა...

ასე მოხდა Შ/ს-ს ცხოვრებაშიც... შ/ს-ს მამამ კანგმა ვინმე ჯეონის კომპანიაში დაიწყო მუშაობა და ძალიან დაუახლოვდა კომპანიის მმართველს ბატონ ჯეონ ლის. რამოდენიმე თვეში კი ჯეონ ლი იბარებს მასთან კანგს შემდეგი წინადადებით:

"შენს გოგონას და ჩემს შვილს დავაქორწინებთ და შენ დაწინაურდები, თუ არა მაშინ ყველაფერს დაკარგავ"

ეს ის სიტყვებია რომლებმაც შ/ს-ს ცხოვრება დაანგრია, რადგან ბატონი კანგი ამ შეთანხმებას დათანხმდა.

ბატონი ჯეონ ლის შვილი, ჯეონ ჯონგუკი, ცივი, უხეში, ხეპრე ადამიანი რომელსაც სიყვარულის არ სჯერა და სულელურ გრძნობას უწოდებს, ცოლად მოჰყავს გოგონა რომელიც ცხოვრების დევიზად სიყვარულს მიიჩნევს.

Შ/ს- არაა! არაა! არ მინდა მამა დაქორწინება... არ მინდა უსიყვარულოდ გავთხოვდე და თან ცოლად იმ ხეპრეს გვაყვე! *გოგონა პანიაკშია, სუნთქვა უჭირს და ტირილის მეტს არაფერს აკეთებს*

კანგი- თუ არ გათხოვდები მაშინ სამსახურს დავკარგავ!

Შ/ს- შენთვის სამსახური ჩემზე მნიშვნელოვანია? *გოგონამ მამამის ცრემლიანი თვალებით შეხედა*

კანგი- კი! მიიღე პასუხი? კმაყოფილი ხარ? დროზე შენს ოთახში, ხვალ ქორწილია! არ მაინტერესებს! *დაიღრიალა ბატონმა კანგმა*

ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now