♡8♡

260 17 2
                                    

ჯონგუკი უყურებს მის მკლავს, რომელიც უკვე გალურჯდა და მაშინვე ხელს უშვებს და საპირფარეშოში შეჰყავს.

-მაპატიე პრინცესა, თავი ვერ გავაკონტროლე... ახლა კი... გაიხადე~
-რაა? რატომ?!
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

-შ/ს... არ მიყვრას როდესაც რაიმეს გამორება ორჯერ მიწევს! გაიხადე!
-ჯ..ჯონგუკ... რის გაკეთებას აპირებ?!

უეცრად ჯეონი ფეთქდება და შეშინებულ გოგონას კიდევ უფრო აშინებს.

-გითხარი გაიხადე!!! დროზე!

ღრიალებს ჯონგუკი, ცდილობს თავი გააკონტროლოს მაგრამ არ შეუძლია. როდესაც ხედავს შ/ს-ს დაბნეულ და შეშინებულ გამომეტყველებას, რომლის თვალებიდან ლოყებზე ცრემლები იკვლევენ გზას, გული ულბება და მას ფრთხილად ეხება.

-პატარავ... მაპატიე, ნუ გეშინია... მოდი ჩემთან~

ჯეონი მის წინ მდგარ პატარა სხეულს მჭიდროდ იხუტებს და შუბლზე კოცნის, შ/ს-ც ხვევს მის წელს პატარა მკლავებს.

-პრინცესა... უბრალოდ კაბა გაიხადე, შარვალს მალე ჩემი რომელიმე კაცი მოგიტანს.
-კ..კარგი..
ჩურჩულებს შ/ს და კაბას ფრთხილად იხდის, ახლა ის ჯეონის წინაშე მხოლოდ ლიფითა და ტანგა ტრუსით დგას, ცდილობს სხეული ხელებით დაფაროს, რაზეც ჯონგუკი იცინის.

-ვინმემ რომ შემოგხედოს, იტყვის ერთმანეთს პირველად ვხედავთ. Ჰაჰ! შენ რა საკუთარი ქმრისგან შენს სხეულს მალავ?

შ/ს იცინის და წითლდება, მაგრამ მისი სხეულის დამალვას ისევ აგრძელებს, ამ დროს მას ჯონგუკი უახლოვდება, მუცელზე ხელს ადებს და ჩურჩულებს.

-ახლა ალბათ ის ძალიან პატარაა... ვერც კი ვითმენ, მინდა მალე დავინახო როგორ ითამაშებს ჩვენთან ერთად.

შ/ს იცინის და მის დიდ ვენიან ხელს თავის პატარა ხელს ზემოდან ადებს, შემდეგ კი შ/ს ჩურჩულებს.

-ვერც კი წარმოიდგენ როგორი შეგრძნებაა, როცა იცი რომ შენში პატარა ნაწილი იზრდება... ჩვენი პატარა.. ნეტავ ბიჭი იქნება თუ გოგო?
-საყვარელო ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ჯანმრთელი და საყვარელი, მამიკოსავით ძლიერი და დედიკოსავით ლამაზი იყოს...

ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now