ჯონგუკმაც ისწავლა ამ ცხოვრებით ცხოვრება. სარასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაგრამ სიყვარული არასდროს ყოფილა. ახლაც, მოუთმენლად ელოდება პატარა გოგოს გამოჩენას რომელსაც შ/ს-ს მაგივრად სარა გააჩენს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
კიდევ ერთი თვე გავიდა... და აი როგორც იქნა სარამაც იმშობიარა. ექიმები არ შემცდარან, ბავშვი გოგონაა. ჯონგუკი სარას გვერდითაა, მთელ მშობიარობას ესწრებოდა და გოგონას ამხნევებდა, როცა მისი სიყვარული და მისი ნამდვილი ცოლი ამ ტკივილს სრულიად მარტო უმკლავდებოდა.
-ჯონგუკ.. სახელი რა დავარქვათ?
ჯონგუკსაც ახსენდება დღე როდესაც ის და შ/ს ბავშვის სახელზე ერთად ფიქრობდნენ. ახსოვს, რომ გოგოს შემთხვევაში სახელ "ჯოანი"-ზე შეთანხმდნენ, მაგრამ არა... ამას ვერ იკადრებს.. შ/ს-ს შერჩეულ სახელს სარას შვილს ვერ დაარქმევს.
-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.. იქნებ შენ მოიფიქრო საყვარელო?
-ჰანა? ჰანა არ მოგწონს?
-კი კარგი სახელია. გამარჯობა ჰანა..ჯონგუკი პატარა ბავშვს უღიმის რომელიც ახლახანს მიუყვანეს ხელში.
○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●
კიმ ჯიჰუნი კი უკვე 1 თვისაა. პატარა, ლამაზი, საყვარელი, მამასავით სიმპათიურია. შ/ს-ს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს თავისი შვილისთვის. გაგიკვირდებათ და მას გვერდით თეჰიონი ამოუდგა, რაც გაიგო რომ შ/ს-მ იმშობიარა. თეჰიონი აპირებდა ჯონგუკისთვის თქმას მაგრამ, შ/ს-მ სთხოვა რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან შესაფერის მომენტში ამას თვითონ ეტყოდა. შ/ს-სა და ჯიჰუნს საკვებით თეჰიონი ამარაგებდა...
დრო გადიოდა და ბავშვები იზრდებოდნენ.. ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
რამდენიმე თვის შემდეგ.-რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა,
იმიტომ რომ დღეს ჩემი
დაბადების დღეა...
YOU ARE READING
ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)
Fanfictionრა ხდება როდესაც იძულებით გაქორწინებენ ადამიანზე რომელსაც არც კი შეხვედრილხარ?