♡24♡

206 24 3
                                    

საღამოს, შ/ს-მ დამატებითად 2 საათიც იმუშავა, ფული აიღო და აფთიაქში წავიდა, ჯიჰუნისთვის წამლები იყიდა და სახლში წავიდა. ჯიას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ჯიჰუნს წამლები დაალევინა. ყოველ 5 წუთში ერთხელ ამოწმებდა და საბოლოოდ როცა სიცხემ დაუწია დამშვიდდა.

გოგონა უკვე დაძინებას აპირებდა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. შ/ს ნელა დგება საწოლიდან და კარისკენ მიდის, ფრთხილად აღებს კარს და დანახულით გაკვირვებული რჩება.

-ჯონგუკ?
____________________________________________

-ჯონგუკ.. ა-აქ რა გინდა?

ხმის კანკალით ჩურჩულებს შ/ს და ჯონგუკს უყურებს, რომელიც ყველანაირი გაფრთხილებისა და კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე გოგონას პატარა სხეულს ეხუტება.

შ/ს გაშეშებულია, 5 წლის შემდეგ პირველ ეხუტება იმ ადამიანს რომელიც ასე ძალიან უყვარს.

მხარზე კი ჯონგუკის ცრემლებს გრძნობს, ჯეონი კი ადგილზე ვერ ჩერდება, მჭიდროდ ეხუტება გოგონას სხეულს და მისი თმის ტკბილ სურნელს ხარბად ისუნთქავს.

საბოლოოდ კი გოგონასაც ეტირება და ჯეონის წელზე მის პატარა ხელებს ჰხვევს. ორივე ტირიან მაგრამ მაინც ბედნიერები არიან ამ მომენტით.

საბოლოოდ ორივეს სხეული ერთმანეთს შორდება და თვალებიდან ცრემლებს იწმენდენ.

-შენი... შენი ტკბილი სურნელი ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრა...

ჯონგუკი ჩურჩულებს და გოგონას ლამაზ თვალებში ღრმად იყურება.

-ჯონგუკ...
-პატარავ~

მაგრამ უეცრად შ/ს ცრემლებს იწმენდს და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.

-აქ რატომ ხარ?
-მე.. მე... როცა გავიგე რომ ჯიჰუნი ცუდად იყო, დამაინტერესდა ახლა როგორ არის.
-ჯიჰუნს სძინავს. სიცხემ დაუწია. მაგრამ, შენ რატომ ღელავ ან რატომ ინტერესდები?
-შ/ს შეწყვიტე... ის ჩვენი შვილია.
-ჩვენი არა ჯონგუკ! ის ჩემი შვილია. შენ მისთვის არავინ ხარ.. ბავშვმა საკუთარი მამის სახელიც კი არ იცის...

ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now