♡20♡

195 19 13
                                    

ჯონგუკი დაცვის კაცს თავს უქნევს და სხვა ტანსაცმელს იცმევს, შემდეგ კი ოფისში მიდის.

::შ/ს-ს სახლი::

გოგონას ჯონგუკის მაისური აცვია, ყოველ 5 წუთში ერთხელ სუნავს და კიდევ უფრო უმატებს ტირილს. შემდეგ მუცელში ტკივილს გრძნობს და ისევ გული ერევა. შ/ს თავის თავს ახსენებს მისივე დანაპირებს, ამ ბავშვს სიცოცხლის ფასადაც დაიცავს. ის იქნება ბავშვისთვის დედაც და მამაც.. ყველაფერს მარტოც შეძლებს.

~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~

1 კვირა ძალიან მალე გავიდა. ორივეს მარტოხელა ცხოვრების ეტაპს კიდევ 1 კვირა შეემატა. გოგონა სულ მარტოა სახლში, უკვე 1 კვირაა არაფერი უჭამია, ხოლო ჯონგუკი 1 კვირაა ოფისში ათენებს და აღამებს, სახლში მაინც არავინ ელოდება.

დღეს კვირაა... ორივეს ახსენდებათ ის დღე როცა შ/ს-მ დილით ჯონგუკი გააღვიძა და უთხრა რომ ოფისში აგვიანდებოდა. მაშინაც ხომ კვირა დღე იყო... ამ ამბავს რომ გაიხსენებდნენ ყოველთვის ღიმილით ეფარებოდან ხოლმე სახე, მაგრამ ახლა.. ორივეს თვალებიდან მხოლოდ ცრემლები ცვივა.

ჯონგუკს უკვე გააცნეს ბომ სარა. ლამაზი, მაღალი, საყვარელი 21 წლის გოგონაა. ჯონგუკი ვერ დამალავს იმას რომ სარა ლამაზი არაა, მაგრამ შ/ს... ის სულ სხვაა. მას სულ სხვა სილამაზე აქვს, ისეთი.. როგორსაც ვერსად იპოვი. განა, რა გაუკეთა ასეთი 16 წლის პატარა გოგონამ ჯეონ ჯონგუკს, რომ სხვა ქალისკენ ვეღარ იხედება.

კიდევ ერთი კვირა გავიდა.. შ/ს-მ საბოლოოდ მოიკრიბა ძალები, მიხვდა, რომ თუ ასე უჭმელობას და უბრალოდ ტირილს გააგრძელებდა, ბავშვსაც და თავის თავსაც უფრო ავნებდა. გადაწყვიტა, რომ ცხოვრება მარტოს გაეგრძელებინა, ბავშვიც მარტო გაეზარდა და ჯონგუკის მსგავსად სხვა კაცისკენ არც კი გაეხედა.

და დადგა ეს დღეც. დღეს ჯონგუკის ქორწილია. დარბაზი სტუმრებითაა სავსე, ჯონგუკი კი ოდნავაც არ იღიმის. კარი იღება და დარბაზში საპატარძლო კაბითა და მორთულობებით გალამაზებული სარა შემოდის. ჯონგუკი უყურებს მას და ახსენდება ის დღე როდესაც სარას ადგილას აქ შ/ს მოდიოდა, შეშინებული და დაუცველი. ჯონგუკი ცრემლებს იკავებს და საბოლოოდ ისმის ეს სიტყვებიც.

ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now