♡25♡ (დასასრული)

277 26 6
                                    

-მიყვარხართ...
-ჩვენც გვიყვარხარ!

მალე კი სამივეს ერთად, ერთ საწოლში ჩახუტებულებს ეძინებათ.

○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●○●

დილით შ/ს იღვიძებს და გვერდით მხოლოდ ჯიჰუნი უწევს.

-უკვე წავიდა...

ჩურჩულებს შ/ს და ჯონგუკის ბალიშს იხუტებს, ჯეონის სურნელით გაჟღენთლი ბალიშის სუნს ხარბად ისუნთქავს. ამ დროს კი საწოლის გვერდით მდგარ პატარა კომოდთან წერილს პოულობს.
____________________________________________

დილამშვიდობის პატარავ...
არ მინდოდა ჯიჰუნს დავენახე ამიტომ ადრე წავედი.
არაფერზე არ ინერვიულო, მალე ყველაფერს მოვაგვარებ და შენ ისევ ჩემი ცოლი, ჩემი საკუთრება გახდები.
გუშინ ყველაფერი ვერ გითხარი, ამიტომ რისი თქმაც მინდოდა აქ დავწერ.
ვერც კი წარმოიდგენ ამდენი წლების მანძილზე როგორ მენატრებოდი. ყველა ის "დილამშვიდობის", "ძილინებისა" და "მე შენ მიყვარხარ" მენატრებოდა რომელსაც შენ მეუბნებოდი. როცა ჩემგან ასე შორს იყავი, ის ერთადერთი რამ რასაც ვნატრობდი ის იყო რომ მაშინ ჩემს მკლავებში ყოფილიყავი და შენი ლამაზი ღიმილით გაგეღიმა. ერთად ვიცინოდით, ერთად ვტიროდით... და ეს უბრალო გრძნობები მგონი ყველაფერი იყო რაც გამაჩნდა. ჩემს გამო ამდენი რამ გადაიტანე... ძალით გათხოვება, იუნგი, ბავშვის დაკარგვა, გაშორება, მარტო ცხოვრება.. მაგრამ შენ მაინც ჩემთან დაბრუნდი...
მადლობა რომ გუშინ თქვენს გვერდით დაძინების უფლება მომეცი. ამდენი წლის შემდეგ თავი ბედნიერად ვიგრძენი...
მიყვარხართ! შენც და პატარა ჯიჰუნიც...

~ჯონგუკი
____________________________________________

შ/ს-ს თვალებიდან ცრემლები ცვივა, წერილს ხელში იღებს და უჯრაში პატარა ყუთია ინახავს. ეს ის ყუთია სადაც შ/ს-მ რამდენიმე წლის წინ ექოსკოპიის ფოტოები და საწოვარა ჩააწყო რათა ყუთი ჯონგუკისთვის ეჩუქნა და ასე ეთქვა მისთვის ჯიჰუნის ამბავი... დღემდე ინახავდა ამ ყუთს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 30 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ტკბილი ტანჯვა (დასრულებული)Where stories live. Discover now