4 ნაწილი

277 16 6
                                    

-არა ნამდვილად ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე ხო?
უთხრა ბიჭმა
-გამიშვებ?
-არა!
-არა?
-არა!
-კარგი და რომ გაკოცო გამიშვებ?
-კი!
-კარგი!
გოგომ მისი ტუჩებისკენ წაიწია და ბიჭიც ისე დაუბნა ვერ გაიაზრა როგორ გამოგლიჯა ხელიდან გოგომ გასაღები ისე რომ არ უკოცნია კარი გააღო და გავიდა
-მოიცა! ითაღლითე!
გაეკიდა და როცა გოგო უკვე შენობიდან გავიდა ბიჭიც გაეკიდა ხელი მოკიდა ხელზე
-უნდა გეკოცნა!
-არასოდეს გაკოცებ ეს დაიმახსოვრე!
-ხოო?
-დიახ!
-არა ნამდვილად ჩემი გაგიჟება გინდა!
უთხრა ბიჭმა
-ანუ ხო!
-დიახ!
-კარგი!
უთხრა ბიჭმა და ხელში აიყვანა მხარზე გადაიკიდა უცებ თავის მანქანაში წინ ჩასვა ღვედი გაუკეთა კარი ჩაუკეტა და საჭეს მიუჯდა
-რა ჯანდაბას აკეთებ?!
-გიტაცებ ლამაზო!
-კარი გააღე!
-სალო თავი ამტკივდა უკვე გაჩუმდი ორი წამით!
-კიბატონო!
წყენით უთხრა ხელები გადაიჯვარედინა და გაბუტული ბავშვივით ჩუმად იჯჯდა ბიჭმა მანქანა დაძრა
-სად მივდივართ?
-იქ სადაც გითხარი რომ მიყვარდი...
-ბაგრატში? გააჩერე უნდა ჩავიდე!
-რატომ სალომე რატომ?!
შეხედა და ისევ გზას გახედა
-იქ შენთან ერთად არ წამოვალ!
-აბა ვისთან ერთად წახვალ?! მართლა ჩემი გაგიჟება გინდა?!
-სხვასთან!
-არავინ სხვა არ იარსებებს შენს ცხოვრებაში გესმის?! მე მიყვარხარ!
-მე არა!
-სულელი ხარ რომ ვერ ხვდები! უკვე თოთხმეტი წელია რაც მიყვარხარ!
-მე რაც მიყვარდი მეყო!
-ბაგრატში მივდივართ არ მაინტერესებს რას იტყვი!
უთხრა და უფრო ჩქარა გააქროლა E39 მალე უკვე იქ იყვნენ ბიჭმა ხელი ჩაკიდა გოგოს თავსაფარი გაუწოდა მანაც თავზე მოირგო და ორივე შევიდნენ ეკლესიაში ბიჭმა სანთელს მოუკიდა და ლოცვა დაიწყო სურვილი ჩაიფიქრა
"მე და სალო შევრიგდეთ მენატრება...ღმერთო გთხოვ გევედრები ყველაზე მეტად მჭირდება!*
სურვილი ჩაიფიქრა გოგოს გახედა და ლამის იმ სანთელივით დადნა რომელიც თვითონ ამ წამს აანთო თავსაფარით ამ კაბაში ისე ლამაზი იყო ღვთაებას გავდა თვით ანგელოზი იყო სანთელი ხელში ეკავა და ლოცულობდა მის კისერს კი ჯვარი ამშვენებდა
-მადლობა უფალო...მისთვის...
ჩაილაპარაკა ბიჭმა გოგომ სანთელი ფხვიერ ადგილას ჩადო პიჯვარი გადაიწერა ნელა შეხედა ბიჭს
-ეგრე ნუ მიყურებ...
-როგორ?
-გამოშტერებული მზერით!
-შენ გამომაშტერე...
გოგო გასასვლელისკენ წავიდა პიჯვარი ისევ გადაიწერა თავსაფარი მოიხსნა ადგილს დაუბრუნა ბიჭიც უკან გაყვა ისევ გადაიწერეს პიჯვარი და ეკლესიის წინ იდგნენ
-მეორედ რომ აგიხსნა აქ სიყვარული შეიძლება?!
-ანდრია მე შენთან ახლა არ უნდა ვიყო...საერთოდ არ უნდა შეგხვედროდი ეგ იყო ჩემი გეგმა საქართველოში ჩამოვსულიყავი და შენ არ მენახე!
-მე კიდე იცი რაზე ვღელავდი?!
-რაზე..
-არ გათხოვდესთქო...
-მე კიდე მეგონა დაქორწინებული იყავი!
-ნუ სულელობ! შენს იქით ვერ ვიყურები! ვინ უნდა მომეყვა?!
-ჯობდა ვინმე მოგეყვანა...
ჩაილაპარაკა
-მართლა ასე გკიდივარ რომ ეგეც არ განაღვლებს?
-აღარ მინდა არაფერი შენთან დაკავშირებული შენს გამო მთელი ათი წელი საქართველოსგან შორს ვიყავი საყვარელი ადამიანები მენატრებოდა!
-რატომ წახვედი? გიკითხავს მაინც როგორ მტკიოდა? ერთხელ მაინც დარეკე? ისიც არ გადარდებს ათი წელი ყოველ ღამე რომ გნატრობდი? სიზმრში რომ გხედავდი მინდოდა სულ მძინებოდა რომ სულ მენახე წამიც აღარ მინდოდა შენს გარეშე! მთელი ცხოვრება ჩამომენაგრა...ყველაფერი დავკარგე! შენ დაგკარგე...ღამეები ტირილში მითენებია გვერდით არავინ მედგა და შენ ამბობ მერჩივნა ვინმე მოგეყვანაო? შენი აზრით შემეძლო? შენს გარდა არავისთვის არასოდეს შემიხედია არც შევხედავ! ყველაფერს გეფიცები შენს თავს გეფიცები ყველაზე მეტად მიყვარხარ! ახლა ეკლესიის წინ ვდგავართ და ღმერთმა იცის სიმართლეს გეუბნები შენთვის არასოდეს მიღალატია ეგ წამითაც არ მიფიქრია...მთელი ათი წელი თავს ვებრძოდი ადამიანს აღარ ვგავდი ისე მინდოდა სიკვდილი შენს გარეშე ვერც ვსუნთქავდი ყველგან გეძებდი სად არ გეძებე ვის არ ვკითხე არსად იყავი...შენი ნაჩუქარი ჰუდი სულ გულში მქონდა ჩაკრული შენი სურნელი ასდიოდა და ამით ვიჯერებდი გულს მაგრამ შენ იცი როგორ მტკიოდა? ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე ფეხბურთს თავი დავანებე! ნორმალურად არც ვჭამდი ვერც ვსუნთქავდი! ახლა დაბრუნდი და გულმა შენთვის იწყო ძგერა და შენ მეუბნები რომ აღარაფერი გინდა ჩემთან დაკავშირებული? გესმის მაინც რას ვგრძნობ? მელანდებოდი შენი ხმაც ყველაგან დამყვებოდა მონატრება მკლავდა და შენ ამბობ რომ არაფერი გინდა ჩემთან დაკავშირებული?
გული ამოუჯდა გოგოს უსვენდა ანდრიას და ხვდებიდა რომ ბიჭი მართალი იყო საშინლად მოიქცა მთელი ათი წელი დატოვა ყველაფერი უდარდელი იდიოტივით და გული ატკინა ბიჭს რომელსაც სახეზე სულ ღიმილი ქონდა თურმე ტირილი შეეძლო თან როგორი ახლა მის წინ სრულიად გატეხილი იდგა გულ გატეხილი მთლიაანდ განადგურებული სალომეს კი ხელები უკანკალებდა მოსმენილს რომ იაზრებდა ის იყო იმის მიზეზი ადამიანს რომ მომავალი დაემსხვრა მიხვდა რომ საშინლად იქცეოდა და თვითონ წამოუვიდა ცრემლები
-მაპატიე მართლა ვწუხვარ...ჩემი ბრალია ყველაფერი...
ისე აქვითინდა ანდრია ანერვიულდა ხელები შეახო
-ნუ ტირი გესმის ნუ ტირი!
ძლიერად ჩაიკრა გულში და თავზე აკოცა მისი სურნელი შეიგრძნო ისეთი ნეტარება იგრძნო ამდენი ხნის შემდეგ
-ჩემს გამო...რამდენი რამის გადატანა მოგიწია...მომავალი დაგინგრიე...
-მე ისედაც არ მინდოდა ისეთი მომავალი სადაც შენ არ ხარ სალო მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა ყველაფერი...
გოგომ თავი დაადო გულმკერდზე და ცრემლები ისევ გადმოუშვა
-ასეთი ტირია როდის გახდი...
უთხრა გასამხიარულებლად მაგრამ ხმაც კი სევდიანი ჰქონდა ცრემლები მოაშორა და თვალები დაუკოცნა
-დამშვიდდი...ნუღარ ტირი თავს დავიდანაშაულობ იცოდე!
-ჩემს გამო ამხელა მომავალი უკან დატოვე? რამდენი რამის გაკეთება შეგეძლო?!
-სალო დამშვიდდდი...მთავარი ახლა აქ ხომ ხარ სხვა არაფერი მაინტერესებს...
-მაპატიე...
-გაჩერდი ახლა! ნუ გამაგიჟე!
-მაგრამ რომელი ბოდიში აწონის იმას რაც ჩემს გამო დაგემართა...
-გეყოფა სალო გეყოფა ყველაფერი კარგადაა ხომ ხედავ ახლა კარგად ვარ შენთან ვარ!
-...
-და მიყვარხარ! ისევ ისე უსაშველოდ ისევ ძალაინ მიყვარხარ!

ყველა იმსახურებს მეორე შანსს🎀Where stories live. Discover now