2 ნაწილი

332 19 7
                                    

სახლში მივიდა და მარიამს და სანდროს განუცხადა ხვალ ფეხბურთზე მივდივართო სანდრომ მარის გახედა და ჩაჩურჩულა
-რა ჭირს ამას?
-არ ვიცი...
-რას ჩურჩულებთ?
წარბაწევით კითხა
-ისა ჩემო მზის სხივო ხვალ ფეხბურთზე რა გვინდა?
კითხა სანდრომ ღიმილით
-ისე უბრალოდ მომენატრა ფეხბურთის ყურება...
-აჰაა...
-დღეს დემნა ვნახე...
-არაყიშვილი?
კითხა მარიმ და სალოსაც გაეღიმა
-ხო შენი დემნა
-ჩემი არა იმის კიდე...
-ვისი?
-იმის...ვაიმე ნუ ამრიეთ გავალ მე საჭიროოთახში!
თქვა მარიმ და საჭიროოთახში გავიდა
-რაო დემნამ?
კითხა სანდრომ და ყავა დაუსხა გაუწოდა
-ისეთი არაფერი...
-ანდრიაზე გელაპარაკა ხო? და მაგიტო არ მეუბნები რომ მასზე საუბარი არ გინდა ხო?
-ნუ შემაწუხეთ...ცუდად მოიქცა და არ მინდა მასზე საუბარი...
-სალომე ისე არ იყო ყველაფერი შენ როგორც გაიგე თორე ხომ იცი მოვკლავდი ანდრიას!
-აბა როგორ იყო?! ნუ იცავ და გეყოფა!
-მე არ ვიცავ უბრალოდ ვიცი რომ შენ არასოდეს გიღალატებდა...
-ეგ არ იცი მე ვიცი რომ მიღალატა და მორჩა!
-რა გითხრა მასზე?!
-არ მინდა მაგაზე საუბარი!
-ნუ გაურბიხარ ამ თემას მითხარი!
-მოენატრეო...შენი ნაჩუქარი ჰუდით იძინებსო და შენი ფოტო ყველგან დააქვსო...
-ახლახან შემხვდა...
-არ მითხრა რომ გამოელაპარაკე!
-სალომე იცი როგორი შეცვლილია?! თითქოს ხალხშიც კი შენ გეძებდა...მე რომ დამინახა შენ დაგიწყო თვალებით ძებნა...არ დავლაპარაკებივარ გვერდი ავუარე მაგრამ ჩუმად ვაკვირდებოდი და ისე აცეცებდა თვალებს გზაში გაჩერდა და გეძებდა...
-სხვას ეძებდა ალბად...
-არავინ ყავს...
-არაფერი იცით თქვენ!
-კარგი დალიე ეგ ყავა...დილას ოთახი შენ დაალაგე?
-კიი...
-ის ყუთი...ისე გქონდა მიგდებული შემეცოდა კიდეც...
-მაგ ყუთს და იმ ჰუდს გადავაგდებ...
-მაგას რომ არ უზამ ეგ ზუსტად ვიცი...
-სანდრო გადავაგდებ შენ თვითონ დაინახავ როგორ გადავაგდებ!
-და ხვალ რომ დაგჭირდება ფეხბურთის ზედა მატჩზე?
-ახალს ვიყიდი მაგას არ ჩავიცვამ....
-კარგი...
ჩაილაპარაკა ღიმილით ბიჭმა იცოდა რომ სალომე ასე მალე ვერ იპოვიდა ისეთ ზედას და მაინც იმის ჩაცმა მოუწევდა რადგან გოგო ფეხბურთის ზედის გარეშე არ დაესწრებოდა მატჩს გოგომ ოთახში აირბინა ყუთი მონახა გულმა ვერ მოუთმინა ჩამოჯდა და გახსნა ხელში ზედა მოიქცია ცხვირთან ახლოს მიიტანა არ ვიცი როგორ მაგრამ ჯერ კიდევ ქონდა ამ ზედას ანდრიას სურნელი როცა ეხუტებოდა
-ჯერ კიდევ აქვს მისი სურნელი...
ამოილაპარაკა და ცრემლი ჩამოუგორდა ახლა ყველაფერი დაინახა რაც ყუთში იდო სამაჯური ყელსაბამი...ანდრიას მიწერილი წერილები ერთ ერთი გახსნა და წაიკითხა
"მალე ჩამოვალ პრინცესა...მენატრები და მიყვარხარ უზომოდ...
*სამუდამოდ შენი ფეხბურთელი ანდრია ბაგრატიონი!*"
ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს წარსულში დაბრუნდა ახლა ანდრიას ნაჩუქარი ნახატიც შენიშნა აიღო მისი ხელით დახატული სალომეს პორტრეტი ყველაფერი უცებ ჩადო ყუთში რადგან მონატრებას ვეღარ უძლებდა კიდევ რამდენი რამე იდო შეგნით 14 წლიდან შეყვარებულები იყვნენ და 4 წელი ბიჭი სულ ჩუქნიდა სხვადასხვა საჩუქრებს

ყველა იმსახურებს მეორე შანსს🎀Where stories live. Discover now