29 ნაწილი

161 9 3
                                    

-მომიყევი ახლა!
-არ მინდა არაფერზე საუბარი...
ძლივს ამოთქვა თორნიკემ და საწოლზე ჩამოჯდა
-დილას კარგ ხასიათზე იყავიი რა მოხდა ასეთი ხომ შემოიტიგე...
-მის მერე სამჯერ ვიჩხუბეთ კიდე!
-ჰა? როდის ასწრებთ ებიჭო?!
-და სხვა რამეც მოვასწარით...
თქვა ჩუმად თორნიკემ და სანდრო ახლა უფრო გაოცდა პირი დარჩა ღია
-თქვენ...მოიცა თქვენ...არ მჯერა!
-მისი ინიციატივა იყო გეფიცები!
-რაააა? არც ეგ მჯერა!
-და დილას ვიჩხუბეთ...
-თქვენ არ ხართ დალაგებულები!
-რა ჩემი ბრალია?!
-შემოირიგებ დამშვიდდი...
-პირველი არ შემირიგდება მეორე მეც არ შევურიგდები!
-რა?
-ისეთი რამ მითხრა იმდენჯერ მატკინა გული უკვე ჩემი თავი მეზიზღება ასე რომ შევიყვარე!
-რა გითხრა ასეთი?
თორნიკემ სანდროს ყველაფერი მოუყვა სანდროც გასუსული უსმენდა და თვითონაც კი ეტკინა გული თორნიკე მთელი ემოციებით და გრძნობებით რომ საუბრობდა
-კარგი დამშვიდდი...შენი დაც ეგრე მაწვალებდა...
მხარზე დაუსვა ხელი თორნიკემ კი ხელებში ჩარგო თავი
-სანდრო რა ვქნა ახლა?
-ყველაფერს ვიზამთ დედამიწას გადავდგამთ და რამეს მოვიფიქრებთ მე შენთან ვარ ძმაო!
შეხედა სანდროს და მიხვდა უფრო დარწმუნდა რომ თავის დას გაუმართლა იას გაუმართლა სანდროს რომ შეხვდა მიხვდა რომ მათი ურთიერთობა შეცდომა არასოდეს ყოფილა იმასაც მიხვდა სანდრო არამარტო იას არამედ თორნიკესაც სულ რომ გვერდში დაუდგებოდა
-ძმა ხარ!
უცებ უთხრა და ჩაეხუტა სანდროს გაეღიმა
-ყველაზე მეტად მე მინდა თქვენი ურთიერთობა ხო იცი!
გაუცინა და ანიშნა ადექიო ოთახიდან გავიდნენ თვალი ჩაუკრა ყველაფერი კარგად იქნებაო და იასთან მივიდა გვერდით მიუჯდა
-სად გაიძურწეთ?
-ისე გავედით კაცური თემაა ვერ გაიგებ...
-უკაცრავად?
საიდაი გაუკეთა რასაცქვია
-კაი ნუ დამგრუზე!
გაიცინა ბიჭმა ქეთი ისევ უხასიათოდ იყო აივანზე გავიდა და ნელა გაყვა იაც
-რა მოხდა გოგო?
-ია...არაფერი...
-კაი რაა არც ჩემი ძმა და არც სანდრო მეუბნებიან შენ მაინც მითხარი ვხედავ რაღაც მოხდა!
-ვიჩხუბეთ!
-გამაოცე შენც ახლა თორე არ გიჩხუბიათ ჯერ შერიგდებით!
-ნწ...მე არ შევურიგდები! არც ის შემირიგდება...
-ჩემ ძმაზე ლაპარაკობ? იმ ბიჭზე სიგიჟემდე რომ უყვარხარ? არ შეგირიგდებაა? ხომ კარგად ხარ ქეთი? რა მოხდა აღარ იტყვი?
ქეთიმ ამოიხვნეშა და ყველაფერი მოუყვა თითქოს მოეშვა ვიღაცასთან რომ დაიცალა
-კაიიი რა! ქეთი გადაირიე თორნიკე იცი რა მგრძნობიარეა? შეიძლება არ ეტყობა მაგრამ ბევრი რამე წყინს მითუმეტეს შენგან! თან ეგეთი სიტყვები...
-სულელი ვარ...
-ბოდიში მოუხადე ქეთი ალბად გული ტკივა...
-კი მაგრამ სწორად არ მოქცეულა...
-მოიცა და მთვრალი იყო...შენც მთვრალი იყავი და ნორმალურად არაფერი იცით!
-მაინც უნდა გაჩერებულიყო
-იქნებ შენ არ მიეცი მაგის საშუალება თანაც წარმოიდგინე საყვარელ ქალთან ერთ სახლში მარტოები ხართ თან მთვრალები და თან შენ აკოცე წარმოგიდგენია რა მოუვიდოდა თოკოს!
-...
-გოგო ხმა ამოიღე ისე გელაპარაკები როგორც და არ იქცევი სწორად არც ჩემი გადარეული ძმა იქცევა სწორედ მაინც უნდა მოგიხადოს ბოდიში...
-რისთვის?
-რა მნიშვნელობა აქვს რამისთვის!
-ახლა თორნიკეს გამტყუნებას ცდილობ?
გაეცინა ძლივს ქეთის
-აეგრე გაიცინე ახლა წადი და თოკოს დაელაპარაკე...
-აარაააააა ვერ შევძლებ სირცხვილისგან დავიწვები!
-რისი გრცხვენია ნუ გადამრიე!
-ისა...აუ მრცხვენია რავიცი...უკვე ძაან რომ მიცნობს და რ...
იას გაეცინა მიუხვდა რატომაც რცხვენოდა ქეთოს
-გასაგებია მაგრამ არამგონია ახლა თორნიკეს გუშინდელზე საფიქრალად სცხელოდეს დარწმუნებული ვარ დარდობს ამ ამბავს!
-ხოო?
-რათქმაუნდა მიდი წადი!
ანიშნა იამ ქეთი ნელა შევიდა სახლში აივნიდან და ლამის თორნიკეს შეასკდა ორივემ დაბნეულებმა შეხედეს ერთმანეთს ქეთიმ ნერვიულად დაიტკაცუნა ხელები რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან დაიბნა და საშინლად ნერვიულობდა
-მოიცა რაღაცა უნდა გითხრა!
უთხრა ძლივს თორნიკემ ხელი მოკიდა და ეგრევე რომელიღაცა ოთახში შეიყვანა კარი დაკეტა
-თორნიკე...
-ჯერ მისმინე და მერე თუ გინდა მთელი სახლი დამამხვე თავზე უბრალოდ მომისმინე!...ანუ ქეთი არ ვიცი საიდან დავიწყო ძალიან უკუღმართები ვართ...ყველაფერი საპირისპიროდ გვემართება...ანუ მართლა ძალიან მიყვარხარ არ ვიცი რამდენად გახსოვს გუშინ რომ დათვერი მას შემდეგ რაც მოხდა მაგრამ...მე არ დამავიწყდება ეგ არასოდეს...რომ გითხარი მიყვარხართქო და შენც რომ მითხარი მიყვარხარო...
-რა გითხარიიიი?!
უცებ წამოხტა აქამდე წამომჯდარი ქეთი
-ააა...არცკი გახსოვდა...*ნაწყენი ხმით თქვა*ეს მითხარი კი...ისიც მითხარი ერთად ვიყოთო...და შენ ის მაინც გახსოვს იმედია პირველმა შენ რომ მაკოცე...
-ეგ მახსოვს...
თავი ჩახარა გოგომ
-და ის გახსოვს რომ გაჩერებდი და არ გაჩერდი?
-არ მახსოვს...
-ქეთი მისმინე მაგაშია საქმე ჯერ დაფიქრდი...რა გააკეთე ხვდები რამხელა იმედი მომეცი?!
ხელები შეახო და თავი ააწევინა რომ თვალებში ჩაეხედა
-ქეთი მიყურე...მისმინე...და იგრძენი ჩემი აქ ყოფნა...შეიძლება მხედავდე მისმენდე მაგრამ ვერ მგრძნობდე ეგ კი ყველაზე საშინელი რამეა ჩემთვის მინდა სულ მგრძნობდე! მინდა სულ ვიყო შენთან არ მაძლევ მაგის საშუალებას...
-მოგცემ!
-რა?
-გაქვს მაგის საშუალება...
უთხრა გოგომ ორივე ხელი სახეზე შეახო და კარგად დააკვირდა ბიჭის სახეს
-ახლა რა მითხარი?
გოგოს ჩაეღიმა და უკვე აღარც სირცხვილი ახსოვდა საერთოდ აღარაფერი ახსოვდა ისე ეცა ბაგეზე იმაზეც კი არ დაფიქრებულა ბიჭისთვის სიტყვა რომ არ უთქვია რომ არ აუხსნია მისი საქციელი ეგეც აღარ ადარდებდა თითქოს ყველასთვის ცნობილი იყო ამ კოცნის მიზეზი
-გიყვარვარ?
მოშორდა უცებ ბიჭი დაეჭვებით შეხედა
-კი
-მითხარი რომ გიყვარვარ!
-მიყვარხარ!
-კიდე მითხარი!
-მიყვარხარ!
-ერთხელაც რა...
-მიყვარხარ!
უთხრა ბოლოს ღიმილით და ისე ძლიერად სემოაკრა ბიჭმა მკლავები მთელი ძალით ჩაეხუტა და მისი სურნელი შეისუნთქა მერე ისევ შეხედა და მისი ბაგეებისკენ რომ დაიხარა გაჩერდა
-არ მინდა ისევე ვიჩხუბოთ...
თქვა და გაიცინა მერე კი ნელა ნაზად შეახო ტუჩები თავი დაუჭირა ცალი ხელით წელზე შეეხო და ნელა ისე აღმოჩნდნენ უცებ საწოლზე ვერც გაიგეს როგორ ბიჭი გაჩერდა თავი მოაშორა
-სხვადროს გავაგრძელოთ...
ჩუმად ჩაჩურჩულა ყურში ადგა ქეთიც წამოდგა და ოთახიდან ნელა გავიდნენ თუარა ბიჭს სანდრო ხოლო გოგოს ია ეცა
-რა ქენი?
-რა ქენი?
ორივემ ერთი და იგივე იკითხა წყვილმა ერთმანეთს გადახედა
-ქეთი...
-თორნიკე...
-შენ უთხარი რააა...
-ოოფ მომინდომა შენ უთხარი!
-ამათ დამიხედეთ ორივემ თქვით ახლავე!
-ნუ მოკლედ...
დაიწყო თორნიკემ ლაპარაკი
-ერთად ვართ...
დაასრულა ქეთიმ
-რაააააა?!
წამოიკივლა იამ და ისე უცებ ჩაეხუტა ქეთის ლამის გაგუდა

ყველა იმსახურებს მეორე შანსს🎀Where stories live. Discover now