chapter 8

32 3 2
                                    

Jungkook's pov:

უკვე ჩემი მთავი მძულს. მე ვერ დავიცავი ჩემი ომეგა. მე სუსტი ვარ, რომელმაც საკუთარი ომეგა ვერ დაიცვა. ამ ფიქრებზე ჭკუა მეკეტება და სიკვდილი მინდება. რა მოხდებოდა ჯიმინთან ზუსტ დროს, რომ არ მივსულიყავი? დედა ბუნებავ, მე მას დავკარგავდი.

-ჰეი, ჯონგუკ-უცებ ჯინ ჰიონის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან

-ჯინ? ჯიმინი როგორ არის? მითხარი რომ კარგად არის. გთხოვ ჯინ - ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი

-ჯონგუკ, ნუ ღელავ. ის კარგად არის. უბრალოდ სძინავს. საწამლავი ზედმეტად საშიში იყო და მისი ორგანიზმი ბოლომდე არ დაუტოვებია.

-ჯანდაბა, მადლობა ჯინ. შეიძლება შევიდე? გთხოვ- შევეხვეწე ჯინ ჰიონს

-კარგი, შედი , მაგრამ არ გააღვიძო კარგი?

ოთახში შევედი. წამლების სუნი იდგა. ჩემს პატარა ანგელოზს დავხედე. ისე მშვიდად ეძინა.ახლოს მივედი და სახეზე ფერება დავიწყე. მისი კანი იმდენად ნაზია.

-ბოდიში ჩემო ანგელოზო, შენი დაცვა ვერ შევძელი. გეფიცები, ახლა აღარაფერი დაგიშავდება-დავიჩურჩულე მე

-საბოდიშო არაფერია ჯონგუკ - უცებ ანგელოზის ხმა გავიგონე

-ჯიმინ? როგორ ხარ პატარავ? გული ხომ არ გერევა?

-ნუ ღელავ ჯონგუკ, კარგად ვარ. უბრალოდ ცოტა თავბრუ მეხვევა- თქვა მან შეწუხებული სახით

-ჯინს დავუძახებ, დამელოდე- წასვლა დავაპირე როდესაც მან საკუთარი პატარა ხელით შემაჩერა.

-ნუ ღელავ ჯონგუკ, მე მართლა კარგად ვარ

ზუსტად ამ დროს ოთახში თეჰიონი და ჰოსოკი შემოვიდა

-ჯანდაბა, ჩემს ომეგასთან მარტო არ მტოვებენ-ამოვიოხრე მე

უცებ თავში ჩამარტყეს- ჰეი სიძევ, მოკეტე. ჯიმინი ჩემი საუკეთესო მეგობარია. როდესაც მინდა მაშინ ვნახავ მას- თქვა თეჰიონმა და შემდეგ ჯიმინს მიუბრუნდა

Destined For YouWhere stories live. Discover now