chapter 17

36 3 8
                                    

მისი ქერა თმა... მისი ვარდისფერი ტუჩები... მისი პატარა ცხვირი და ვანილის სურნელი... ჯონგუკმა დღედმე ვერ ამოიგდო თავიდან ჯიმინი, რამდენადაც არ უდნა ცადოს, ეს არ გამოსდის... ალფა საწოლში წევს და დაძინებას ცდილობს... თუმცა რაღაც აწუხებს. ცოტა ხნის შემდეგ მან ტბასთან მისვლა გადაწყვიტა... სადაც ყველაფერი დაიწყო...

შავი მგელი მირბოდა, თან ძალიან სწრაფად... როდესაც ტბასთან მივიდა, მან ნაცნობი სხეული დაინახა... თუმცა მეტად განსხვავებული. მისი ქერა თმა უკვე შავი გამხდარიყო, სახის ნაკვეთები კი უფრო მეტად დახვეწილი ჰქონდა... ჯონგუკი ისევ შეხვდა მას... ერთი წლის შემდეგ... თუმცა ჯონგუკის მგელს რაღაც აწუხებდა... როდესაც ჯიმინმა მას თვალებში ჩახედა, ჯონგუკის მგელმა ჯიმინის მგელი ვერ იგრძნო, რაც ალფა მეტად გაანერვიულა... ცდილობდა პატარა ომეგის სურნელის შეგრძნებას, თუმცა უშედეგოდ

-ნახეთ აქ ვინ გვყოლია... ჩვენი პატარა მოღალატე- მოუხედავად იმისა ,რომ ჯონგუკს ომეგა ძალიან მოენატრა, ის მაინც ცდილობდა, რომ ეს ჯიმინისთვის არ ენახებინა

-ოჰ, ჩვენი მთავარი ალფაც აქ ყოფილა - დამცინავი ხმით დაილაპარაკა ჯიმინმა

ჯონგუკი ჯიმინის ასეთ ტონს არ მოელოდა. რამდენიმე წამით დაბნეული თვალებით შეხედა ომეგას, თუმცა მის წინაშე სისუსტის გამოჩენას არ აპირებდა

-აქ რას აკეთებ? - იკითხა ალფამ და ომეგისაკენ დაიძრა

-უკაცრავად? თქვენ უნდა გკითხოთ აქ რას ვაკეთებ? მე ჩემს ტერიტიორიაზე ვდგავარ... სრული უფლება მაქვს, თქვენ კი საზღვარს კვეთავთ... აქ წესებს თქვენ არღვევთ

-ჩვენს პატარა ომეგას ენა დაუგრძელებია - ჯონგუკი ომეგასთან ძალიან ახლოს მივიდა, მათი ტუჩები ერთმანეთთან ახლოს იყვნენ... თუმცა უკან არცერთი არ დახეულა, ორივეს თვალებში ჩანდა მონატრება

-ჯიმინ? სად ხარ? - უცებ ნიკი გამოჩნდა, ბიჭი გაიყინა როდესაც ჯიმინთან მდგარი ადამიანი დაინახა-ეს ვინ არის?

Destined For YouWhere stories live. Discover now