chapter 18

33 2 0
                                    

Jimin's pov:

დილით ადრე, როგორც ყოველთვის თეჰიონის ხმა მაღვიძებს

-ჰეი ჯიმინაჰ, შენთვის წერილია

-რა წერილი? ვინ გამოაგზავნა?

-არ ვიცი, მიდი გახსენი, წაიკითხე

თეჰიონს წერილი გამოვართვი და მისი კითხვა დავიწყე. მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა და მივხვდი თუ ვისგან იყო.

"საღამოს ტბასთან შევხვდეთ"

ცოტა არ იყოს ამ სიტყვებმა ცოტა დამაფიქრა. რა უნდა? რატომ მთხოვს ტბასთან შეხვედრას?

-რა წერია? ჯიმინ თქვი ჩქარა- თეჰიონის ხმამ ფიქრებიდან გამომაღვიძა

-რა? აჰ, არაფერი მნიშვნელოვანი. დაიკიდე. ახლა კი გადი ოთახიდან, მეძინება. - თეჰიონმა ოთახი წუწუნით დატოვა, მე წერილი დავკუჭე და სანაგვეში ჩავაგდე. ისევ ფიქრებმა გამიტაცეს.
--------------------------------------

-აბა , რა ქენი? - იკითხა ჰოსოკმა ოთახში შესვლისთანავე.

-მე მას ტბასთან შეხვედრა ვთხოვე

-ჰაჰ, შენ გგონია მოვა? მე მის ადგილას უკვე ტრაკში გაგიშვებდი. თუმცა... მან ხომ უკვე გაგიშვა-ჰოსოკი არ წყვეტდა თავის ძმის გაღიზიანებას

-ჰოსოკ, თუ არ გინდა, რომ ეგ ხმალი ერთ ადგილას გაგიკეთო, კეთილი ინებე და მოკეტე.

-კარგიი, მაგრამ რომ შეხვდებით რას იზამ? დაუჩოქებ და პატიებას თხოვ? და ჯიმინი შენთან ტირილით გამოიქცება?

-არ ვიცი... მას უნდა ველაპარაკო და ბოდიში მოვუხადო... დანარჩენი დროს მივანდოთ

--------------------------------------
Jimin's pov:

მთელი დღე ფიქრში გავატარე. ზედმეტად მაინტერესებდა ჯონგუკს რისი თქმა სურდა. იქნებ ხაფანგია და არ უნდა წავიდე? ან იქნებ შერიგებას მთხოვს? აჰ შენი დედაც ჯონგუკ

-ჰეი ჯიმინ, მთელი დღეა სხვა პლანეტაზე ხარ. რამე მოხდა? წერილში რამე ცუდი ეწერა? -მკითხა თეჰიონმა და ჩემს მხარზე დადო თავი

Destined For YouWhere stories live. Discover now