chapter 15

37 2 8
                                    

თეთრი მგელი მირბოდა, ის გულნატკენი იყო. მის ომეგას ძალიან ტკიოდა და ახლა მხოლოდ სიკვდილი უნდოდა. მან ტყიდან გააღწია და უცებ ქალაქის გზაზე აღმოჩნდა, როდესაც კინაღამ მანქანა დაეჯახა

-აჰ, ამის დედაც- გადმოვიდა მანქანის პატრონი- ეს თეთრი მგელი მაკლდა სრული ბედნიერებისათვის.

ჯიმინისთვის ეს სახე ზედმეტად ნაცნობი იყო, ის ადამიანს უყურებდა და მის გახსენებას ცდილობდა.

-მოიცა, ეს მგელი მეცნობა- ამოილაპარაკა უცნობმა- ამის დედაც, ჯიმინ. ეს შენ ხარ?

ის მგელთან მისვლას აპირებდა , როდესაც მან დაიღრინა

-კარგი, დაწყნარდი. შენ რა არ გახსოვარ?  ნიკი ვარ.

-ნიკი?- ამოილაპარაკა ჯიმინმა. ჯანდაბა ნიკი! თავისი ძველი მეგობარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადაარჩინა- ნიკი, გთხოვ შენი დახმარება მჭირდება. აქიდან წამიყვანე და ყველაფერს მერე აგიხსნი

-ჯანდაბა, კარგი. მანქანაში მგლის ფორმით აპირებ ჩაჯდომას? მანქანაში ტანსაცმელი მაქვს. მიდი ჩაიცვი

------------------------------------------

-კარგი, აბა არ მეტყვი რა მოხდა? - იკითხა ნიკიმ , როგორც კი ბინაში შევიდნენ.

-ნიკი ,გთხოვ. დავიღალე. აბაზანაში შესვლა და ძილი მინდა. მერე ვილაპარაკოთ.

-კარგი, მაგრამ სანამ დაიძინებ, იქამდე უნდა ივახშმო. უკვე ღამეა და ალბათ არაფერი გიჭამია

-არ მშია... - დაიწუწუნა ომეგამ

-მე არ მიკითხავს გშია თუ არა. მიდი ახლა სააბაზანოში შედი. ჩემს ტანსაცმელს მოგცემ

ჯიმინი სანამ სააბაზანოში იყო, ნიკი ვახშამს ამზადებდა. 20 წუთის შემდეგ საბოლოოდ ომეგამ გამოაღწია საბაზანოდან. 

- დაჯექი და ისაუზმე. ნუ ღელავ დღეს არაფერს არ გკითხავ

-ნიკი, შეიძლება ცოტა ხნით აქ დავრჩე - დაიჩურჩულა ომეგამ

Destined For YouWhere stories live. Discover now