chapter 16

30 2 0
                                    

1 წლის შემდეგ:

ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჯიმინმა საკუთარი მგელი გამომაწყვდია. თითქოს ის აღარ არსებობს. ის უკვე ჩვეულებრივი ადამიანი გახდა... მისი მგელი კვდება, თუმცა ომეგას ეს არ აინტერესებს. ის სულიერად ისედაც მკვდარია...

ჯიმინი შეეჩვია ქალაქში ცხოვრებას... მან შესაფერისი სამუშაო იპოვა, კარგი ხელფასით. თავისთვის ბინა იყიდა და მარტო ცხოვრობს. ის მხოლოდ ნიკისთან მეგობრობს. ზოგჯერ მას ძველი დრო ენატრება...მშობლები, თეჰიონი, იუნგი, ჯონგუკი.... თუმცა ცდილობს, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს და მათზე არ იფიქროს...

-ჯიმინ...- დაარღვია სიჩუმე ბიჭმა...- შენ ხროვაში უნდა დაბრუნდე, შენი თმა შავია, აზრზე არ ვარ ეს როგორ ხდება, მაგრამ ფაქტი ერთია, შენი მგე....

-საკმარისია ნიკი, ამ თემას აღარ შევეხებით. გთხოვ დამტოვე. ბევდი სამუშაო მაქვს - თქვა ჯიმინმა და ისევ დაუბრუნდა თავის სამუშაოს

-ჯიმინ... რამდენი ხანი უნდა იყო ასე... უკვე ერთი წელი გავიდა, დედანატირები ერთი წელი! კარგი, შენ იმ ალფის ნახვა არ გინდა... მაგრამ მშობლებმა რა დააშავეს? ან შენმა მეგობრებმა. ისინი შენზე ღელავენ...

- ნიკი, საკმარისია! -წამოიყვირა ომეგამ- ისინი უკვე შეეჩვეოდნენ ჩემს გარეშე ცხოვრებას

-იცი ჯიმინ... იგივე შეცდომას უშვებ რასაც მე... 3 წლის წინ, შეყვარებულმა მიმატოვა და სხვაში გამცვალა... ჯავრი დედაზე ვიყარე... ძალიან გაბრაზებული და გულნატკენი ვიყავი... ოთახიდან არ გამოვდიოდი და არავის ნახვა არ მსურდა... თუმცა დედაჩემი ,ყოველ ღამე ჩემს ოთახთან მოდიოდა და მელაპარაკებოდა, მე ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ვუსმენდი... საბოლოოდ სახლიდან გავიქეცი, ძალიან შორს... ბოლოს, როდესაც დაბრუნება გადავწყვიტე, დედაჩემი ცუდად იყო ... ის ჩემზე ნერვიულობდა, ჩემს გამო მოკვდა... ეს ჩემს თავს დღემდე ვერ ვაპატიე... ჯიმინ, იგივე შეცდომა არ დაუშვა... მშობლები შენზე ნერვიულობენ... უნდა წახვიდე და ნახო ისინი... ასევე შენი მგელი გადაარჩინო... ჯიმინ, ის კვდება, ასე მგონია, რომ ომეგა არც არასოდეს ყოფილხარ

Destined For YouWhere stories live. Discover now