chapter 19

33 3 0
                                    

Jimin's pov:

როდესაც გამეღვიძა , თავი საშინლად მტკიოდა და გული მერეოდა. თვალის გახელა არ მსურდა , თუმცა ჩემს თავს ძალა დავატანე. როდესაც თვალები გავახილე ირგვივ ვერაფერი ვიცანი, ეს ჩემი ოთახი არ იყო... მოიცა, ბოლოს რა მოხდა? ჯონგუკი ვნახე თუმცა მერე მგონი გული წამივიდა... მოიცა! ახლა სად ვარ? ბოლოს გავიაზრე , რომ ჯონგუკის ოთახში ვიყავი. საწოლიდან წამოვვარდი და ისევ საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი.

-როგორც ჩანს უკვე გაიღვიძე- ისევ ეს ხმა, ჯანდაბა, საერთოდ რას აკეთებს ის აქ

-შენს ოთახში რა მინდა? რატომ მომიყვანე ან საერთოდ სახლში უნდა დავბრუნდე- წამოგდომა ვცადე თუმცა შემაჩერა

-შენ იქ ხარ სადაც წესით უნდა იყო. უბრალოდ გული წაგივიდა და აქ მოგიყვანე. ჯიმინ, იცი რომ შენი მგელი კვდება?  -თვალებში დაჟინებით მაკვირდებოდა

-კი- ვთქვი და თავი დავხარე

-კი? ასე ჩვეულებრივად ამბობ ამას? ჯიმინ, საერთოდ არ ღელავ? -წამოვარდა ჯონგუკი

-ჯანდაბა, რა გავაკეთო? თითქოს მე ეს მომწონდეს, მორჩი ჩემს დადანაშაულებას ! - არ დავაკელი ყვირილი

-აჰ, ჯანდაბა. ჯინმა მითხრა, რომ ერთი ადამიანი იცის, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. ხვალვე წავალთ მასთან, იქამდე კი აქ დარჩები-თქვა მას და კარისკენ დაიწყო სიარული

-უკაცრავად? სახლში უნდა დავბრუნდე! ალბათ ნერვიულობენ, ამის დედაც, ჯონგუკ ახლავე უნდა წავიდე- კარისკენ წავედი თუმცა ჯონგუკმა დამიჭირა და მისკენ შემატრიალა

-როდესაც ვამბობ, რომ აქ დარჩები, ესეგი აქ დარჩები. ნუ ნერვიულობ, შენიანებს უკვე ყველაფერი ვუთხარი, თეჰიონი , იუნგი და ეგ შენი ნიკი აქ მოდიან, ასე რომ დამშვიდდი- ჯონგუკმა ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ოთახიდან გავიდა

-აჰ, შენი დედაც ჯონგუკ - ამოვიოხრე და საწოლში დავწექი- ახლა რა ,მთელი დღე აქ უნდა ვიყო?
---------------------------------------------

Destined For YouWhere stories live. Discover now