chapter 11

36 2 0
                                    

Jimin's pov:

ეს ომეგა უკვე ნერვებს მიშლის. დიდი სიამოვნებით ჩავაძაღლებდი მას. როდესაც ჯონგუკის ოთახი დავტოვე, სააბაზანოში შევედი, შემდეგ კი გარეთ გავედი. სუფთა ჰაერზე ყოფნა მინდოდა. როდესც ვსეირნობდი , ვიგრძენი რომ ვიღაც მომყვებოდა. შევჩერდი, მივიხედე, და ერთი მაღალი ალფა დავინახე

-შენ ვინ ხარ?- ვკითხე მას უშიშრად

-მე დღეიდან თქვენი დაცვა ვარ, ბატონმა ჯონგუკმა დამავალა, რომ თქვენთვის თვალყური მედევნებინა.

მე ამივიხორე. ჯანდაბა, ესღა მაკლდა. უკვე აღარ ამომასუნთქოთ. ჩემს გამწარებას სპეციალურად ცდილობენ.

-კარგი, რა გქვია?- მას არაფერს ვერჩოდი. ის იმას აკეთებდა რაც დაავალეს.

-ბეკ ჰიუნი-თქვა მან თავდახრილმა.

-ბეკ ჰიუნი... კარგი სახელია. ბეკ ჰიუნ გეცოდინება , რომ მე ჯიმინი ვარ. -ღიმილით ვუთხარი - ყველანაირ შემთხვევაში ჯიმინი დამიძახე. მინდა , რომ ვიმეგობროთ, კარგი?

-კარგი, ჯიმინ - ასევე ღიმილით მომმართა მან

-კარგი, ამ ადგილის დათვალიერება მინდა, დამეხმარები?

-რათქმაუნდა, ჯიმინ- თქვა მან და გზა ერთად გავაგრძელეთ
----------------------------------------
Jungkook's pov:

-რა ხდება  ჯონგუკ? რატომ ხარ ასე შესანიშნავ ხასიათზე- დაიწყო ჩემი ნერვების მოშლა ჰოსოკმა

-პირველი, ჯიმინთან ვიწექი და მეორე, ჯიმინთან ვიჩხუბე, ისევ მინას გამო-ამოვიოხრე მე

-როგორც ჩემი თვალსაზრისიდან ჩანს, ეგ ომეგა ნელ ნელა ცხოვრებას გინგრევს ჯონგუკ-კომენტარი გააკეთა ჰოსოკმა

-ჯანდაბა, ჰოსოკ. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ

-მოგეწონება ჯიმინმა, რომ თავისი მეგობარი მოიყვანოს და მთელი დრო მას დაუთმოს?

-ჯიმინი ამას არიზამს. ხო?-იმედიანად ვიკითხე

უცებ კარი გაიღო და ოთახში ორი ალფა შემოვიდა. ერთი იუნგი იყო, მეორე კი ვერ ვიცანი

Destined For YouWhere stories live. Discover now