chapter 10

33 3 1
                                    

-ჰეი, მოიცადეთ! ჩვენს გარეშე აპირებთ ლაპარაკს?- ეს როზე და თეჰიონი იყო

-კარგი, შემოდით მაგრამ კარი დაკეტეთ.

მე მათ ყველაფერი მოვუყევი, თეჰიონი სადაცაა სიცილისგან ჩაიკეცებოდა.

-ჯანდაბა ჯიმინ. ჯონგუკი ცოდვაა. კარგი რა- თქვა ჯინ ჰიონმა

-უარესის ღირსია. ჯერ სადაა, კიდევ ბევრი დარჩა- ვთქვი მე, შემდეგ წამოვედი. ჯონგუკისთვის ბოდიში უნდა მომეხადა
ის ისევ მინასთან იყო  და რაღაცას ლაპარაკობდა. მე მათთან მივედი. ჯონგუკს გაუკვირდა აქ რომ მნახა.

-ჯიმინ, აქ როგორ მოხვედი?-იკითხა მან

მე მასთან ახლოს მივედი და ჩავეხუტე. ამ ყველაფერს კი მინა არც ისე კარგი თვალით უყურებდა.

-ჯონგუკა. ბოდიში მინდა მოგიხადო. მართლა ზედმეტი მომივიდა - ვთქვი მე და აწყლიანებული თვალებით შევხედე

-არ იტირო საყვარელო, არაუშავს. ყველაფერი კარგადაა- თქვა მან და მაკოცა

-ბატონო, ალფა ჯონი მაგიდასთან გეძახით ყველას

-კარგი , წამოდი წავიდეთ.- მე ჩავიღიმე და უკან გავყევი. აზრზე არ იყო თუ რას ვუმზადებდი.

როდესაც სუფრას მივუჯექით, ჯონგუკის დედამ დაილაპარაკა

-ჰეი ჯონგუკ. რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?

-რა უნდა გითხრა დედა?

-ჯონგუკ, მე დედაშენი ვარ. შეგიძლია ყველაფერი მითხრა რაც გაწუხებს. თუმცა ჯიმინმა ყველაფერი მითხრა.

ჯონგუკმა ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი დედამის

-რა? რა გითხრა?

- შენს პრობლემაზე- თქვა დედამისმა და ჯონგუკს ქვემოთ მიანიშნა

როდესაც ჯონგუკმა გაიაზრა თუ რაზე ეუბნებოდა დედამისი, გაწითლდა და მკვლელი თვალებით შემომხედა.
მე უბრალოდ მხრები ავიჩეჩე, თითქოს არაფარი.

-დედა, მე არანაირი პრობლემა არ მა...

-ჯონგუკ! მე დედაშენი ვარ. შენ იმკურნალებ და მორჩა. ეს თემა დავხუროთ.

Destined For YouWhere stories live. Discover now