chapter 12

31 2 2
                                    

Jimin's pov:

როდესაც მე და ჯონგუკი ბატონი ჯონის კაბინეტში შევედით, ძალიან ვნერვიულობდი.

-მამა, რასთან დაკავშირებით გსურდა ლაპარაკი -იკითხა ჯონგუკმა

-იცით, უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ხართ და ვფიქრობ მოვლენები უნდა დავაჩქაროთ.

-რას გულისხმობ მამა?

-ამ ხროვას ახალი ალფა და ლუნა სჭირდება, თქვენ ეს იცით. იმედია მიხვდით თუ რაზე მიგანიშნებთ. ყველაფერი დაგეგმილია. ცერემონია 2 კვირაში ჩატარდება, ამიტომაც მოემზადეთ. მეტს არაფერს გეტყვით.

-ყველაფერი გასაგებია მამა, მაგრამ სანამ ჯიმინი მზად არ იქნება, იქამდე ამ ცერემონიის წინააღმდეგი ვარ-თქვა ჯონგუკმა და მე შემომხედა

-ყველაფერი კარგადაა ჯონგუკ. მამაშენი მართალია, დროს ძალიან ვწელავთ. მე თანახმა ვარ-ვუთხარი მას და გავუღიმე

-ძალიან კარგი, ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ, მე საუბარი დავასრულე-ღიმილით თქვა ალფა ჯონმა

როდესაც კაბინეტიდან გამოვედით, ჯონგუკი ამოუცნობი მზერით მიყურებდა

-რა?- ვკითხე ჯონგუკს

-არაფერი-მხრები აიჩეჩა მან- შენ და ინ იოპი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ხართ ხო?- მკითხა მან. მის ხმაში კარგად ჩანდა ეჭვიანობა

-ჯონგუკ, მოკეტე. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. მას თავისი ომეგა ჰყავს. ჯობია შენ მინას მიხედო- ამ სახელის ხსენებაზე ყოველთვის ნერვები მეშლება

-ჯიმინ, პირობას ვდებ, მას აღარ გავეკარები. მე მას ისე ვუყურებ როგორც მეგობარს, მეტი არაფერი

-თუმცა ის არ გიყურებს როგორც მეგობარს

-ჯიმინ...მე არ მაინტერესებს ის. მე მხოლოდ შენ გეკუთვნი , თავიდან ბოლომდე შენ.

Author's pov:

ჯონგუკის ხელები ჯიმინის სახეზე დამოგზაურობდა. ისინი ერთმანეთს თვალებში ჩაიკარგნენ. ჯონგუკი ჯიმინის სახისკენ დაიხარა. მათი ტუჩები სანტიმეტრებით იყო დაშორებული.  ორივე საკოცნელად ემზადებოდა...

Destined For YouWhere stories live. Discover now