chapter 13

50 5 0
                                    

Jimin's pov:

-ჰეი, ჯიმინ..., ჯიმინ შენი დედაც ადექი-დილაადრიან თეჰიონი თავზე დამადგა

-ჰმმ, კიდევ ხუთი წუთი- ვთქვი და ისევ ვაპირებდი დაძინებას, როდესაც თავში ბალიში ჩამარტყეს

-მკიდია, გუშინ მითხარი, რომ ერთად გავისეირნებდით. თუ არ ადგები წყალს გადაგასხამ-არ ნებდებოდა თეჰიონი

-კარგი. აჰ ჯანდაბა

ავდექი, აბაზანაში შევედი და გამოვიცვალე. როდესაც ქვემოთ ჩავედი გავიგონე თუ ჯონგუკი როგორ ელაპარაკებოდა მინას. ისევ ეს მინა. უკვე ნერვებზე მოქმედებს. მე და თეჰისაც გვაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ვერაფერი გავიგეთ. 

-ჰეი, ჯონგუკა- ტკბილი საუბარი ჩავუშალე მათ. ჯონგუკთან ახლოს მივედი და ჩავეხუტე - აბა, რაზე საუბრობდით?

ჯონგუკმა ზურგით მიმიკრო და თავზე მაკოცა- მნიშვნელოვან არაფერზე. უბრალოდ მინას დახმარება სჭირდებოდა, შენ და თეჰიონი რას აკეთებთ ამ დილაადრიან?- წარბის აწევით იკითხა მან

-ისეთს არაფერს. უბრალოდ გასასეირნებლად მივდივართ

- ვაპროტესტებ! თეჰიონს უფრო მეტ დროს უთმობ ვიდრე მე!-თქვა გამაწყენებულმა ჯონგუკმა

-და მერე რა? - დაიყვირა თეჰიონმა- ის ჩემი მეგობარია, რათქმაუნდა მე უნდა დამითმოს უფრო მეტი დრო

-უკაცრავად? ის ჩემი ომეგაა და შენ მას მართმევ.

-მკიდია. ჯიმინ წამოდი, უკვე ბევრი დრო დავხარჯეთ მასთან საუბარში- თქვა თეჰიონმა და წავიდა

-ჰეი ქუქი- მივუბრუნდი ჯონგუკს- როდესაც დავბრუნდები მთელ დღეს შენთან გავატარებ. გპირდები.- ჯონგუკს ლოყაზე ვაკოცე და თეჰის გავყევი
----------------------------------------

-ჰეი ჯიმინ, შენი მცველი სად არის? -იკითხა თეჰიონმა როდესაც გაიაზრა,რომ არავინ მოგვყვებოდა

-ის მე გავუშვი... თავის ომეგასთან

-ოჰ, ნუთუ ჩემს გარდა ყველას საკუთარი ალფა ყავს- დაიწუწუნა თეჰიონმა

Destined For YouWhere stories live. Discover now