1✨ Little businesswoman

44 5 1
                                    

ერთხელ მითხრეს,რომ კაბები უფრო უხდებოდა ჩემს სხეულს,ვიდრე შარვლები და მეც მას შემდეგ, რამდენიმე თვე კაბა არ მომიშორებია სხეულიდან...ნაი-ნაირ კაბებს ვყიდულობდი.
შემდეგ „მან" მითხრა,რომ გრძელი თმა მოსწონდა გოგოზე და მეც წელამდე თმა გავიზარდე.სიამაყით ვატარებდი ,მაგრამ ხშირად, სარკეში ჩახედვისას,მინდოდა ეს თმა კისრამდე მომეჭრა და მის ფეხებთან დამეყარა. განსაკუთრებით კი მას შემდეგ,რაც მოკლე თმიან გოგონასთან მიღალატა.
ბოლოს კი ერთმა მითხრა,რომ მამაცი, გაბედული გოგონები მოსწონდა და მე ჩემს შიშებთან ბრძოლა დავიწყე,თუმცა ვაკეთებდი იმას, რასაც ის თვლიდა „სიმამაცედ" და ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი საკუთარ თავს...თითქოს სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. როდესაც ეს ადამიანიც გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან მივხვდი,რომ რეალურად მინდოდა სხვასთან ვყოფილიყავი ისეთი,როგორიც საკუთარ თავთან ვიქნებოდი. იმ დღეს,გვიან ღამით,სარკესთან მდგომმა დავიფიცე,რომ იქამდე არ მივუშვებდი ახლოს არავის, ვიდრე არ ვიგრძნობდი, რომ მასთან ყოფნისას საკუთარი თავი ვიქნებოდი.
...
ულამაზესი ხედი იშლება ჩემი ოთახის აივნიდან. მთლიანი ძველი თბილისის ქუჩები მოსჩანს.
რამდენიმე წელია ამ ბინაში მარტო ვცხოვრობ და საკუთარი თავის „გამტანი" თავად ვარ. თითქოს არავინ გვჭირდება გვერდით ადამიანებს ბედნიერებისთვის,მაგრამ ხანდახან საშინლად გვინდა ვინმეს დავეყრდნოთ ისე,რომ არ გვეშინოდეს წაქცევის.
რამდენიმე თვეა ჩემი ბოლო,ერთწლიანი ურთიერთობა დავასრულე და საკუთარ თავს პირობა მივეცი,რომ შემდეგ ურთიერთობაში,რომელშიც ვიქნებოდი ...ვიქნებოდი საკუთარი თავი.
ბოლო ექვსი თვეა საკუთარ თავში ვდებ მაქსიმალურ დროს და ენერგიას. ხშირად მიფიქრია,რომ არა წარსულის ცუდი გამოციდილებები,ალბათ ვერასდროს მოვიდოდი ამ გადაწყვეტილებამდე.
მობილურის ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა.
-გისმენთ-ვუპასუხე უცხო ნომერს.
-გამარჯობა ქალბატონო თინი. მე გასულ კვირას გესაუბრეთ, ერთ-ერთი სასმელების კომპანიის წარმომადგენელი ვარ, ამელია, თუ გახსოვართ.
-ამელია, როგორ არა...მახსოვხართ.
-დღეს შეძლებთ შეხვედრას? მინდა თქვენს შემოთავაზებულ კონტრაქტზე ვისაუბროთ.
-დღეს საღამოს გაწყობთ?
-არ არის პრობლემა.
-მაშინ საღამომდე, მისამართს და დეტალებს მოგწერთ ამელია.
ოცდა ოთხი წლის ასაკში მოვახერხე რომ საკუთარი სასმელების მაღაზია „Alcoshop" მქონოდა, რაზეც ბოლო პერიოდში არაერთხელ მიფიქრია. ბავშვობაში ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ საკუთარი ბიზნესი მექნებოდა.რომ გეკითხათ ვინ მინდოდა გამოვსულიყუავი ალბათ გიპასუხებდით რომ მომღერალი ან მხატვარი...თუმცა ჩემი სასმელისადმი დამოკიდებულება გახდა ამ ყველაფრის თავი და თავი.
სასმელი იყო ის ,რაც მე და მამას გვაკავშირებდა...მოზარდობიდან გამიჩნდა ინტერესი სხვადასხვა სასმელების მიმართ და სასმლის მოყვარული მამაც მონდომებით მიხსნიდა მათი დაყენების წესებს,თითოეულის ისტორიას. განსაკუთრებით ქართული სასმლების,რომლებსაც უძველესი და ყველაზე გამორჩეული ისტორიები აქვთ.
გარდა ამისა კარგი სასმლის სწორ დოზას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი გამოიყვანოს რთული მენტალური მდგომარეობიდან,დროებით მაინც...
მამა დღეს საზღვარგარეთააა და იქიდან მეხმარება საკუთარ მცირე ბიზნესში. რომ არა მისი მხარდაჭერა არ ვიცი დღეს რას შევძლებდი, ალბათ მეც ჩვეულებრივი გოგონა ვიქნებოდი,რომელიც ურთიერთობებზე ფიქრსა და მეგობრებთან დროის ტარებაში გაიყვანდა ცხოვრებას.
ასე რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის მხარდაჭერას, განსაკუთრებით ამ ასაკში.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი და ვაღიარებ,ეს ეტაპი ყველაზე მეტად მომწონს.
სამსახურში წასვლამდე სპორტ-დარბაზში უნდა წავსულიყავი. ბოლო კვირაა ვარჯიში ჩამივარდა,რაც არცისე კარგია.
ჩემთან ახლოს მდებარე სპორტ-დარბაზში წავედი და მთლიანი ენერგიები დავხარჯე,სამაგიეროდ კი ახალი ენერგიებით ავივსე. რაც ჩემს რუტინას ვარჯიში დაემატა გაცილებით პროდუქტიული გავხდი.
ვარჯიშის შემდეგ მოვწესრიგდი და ჩემს ოფისში წავედი. საღამომდე საბუთების მოწესრიგება მომიწია,მართალია რამდენიმე თანამშრომელი მყავს აყვანილი,მაგრამ ვიდრე საკუთარი თვალით არ გადავხედავ ყველაფერს, იქამდე ვერ ვმშვიდდები ხოლმე.
-ქალბატონო თინი ვიღაც კაცი გკითხულობთ...თქვენთან საუბარი უნდა, ამბობს რომ სასმელების მეწარმეა.
-შემოუშვი ლანა-ვუთხარი ჩემს ასისტენტს და ტანსაცმელი შევისწორე ვიდრე სტუმარი შემოვიდოდა.
კარში მაღალი, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი ,დაახლოებით ოცდაათ წლამდე მამაკაცი შემოდის და დაჟინებული მზერით მიყურებს. ისე მაკვირდება თითქოს ჩემს თითოეულ ნაკვთს შეისწავლის,რაც ჩემი ჰობი უფროა.
ფეხზე ვდგები და ვესალმები, ის კი ხელს მიწვდის...მცირედი ყოყმანის შემდეგ ხელს ვართმევ და ვანიშნებ ჩემს წინ არსეებულ სავარძელზე დაჯდეს .ისიც კომფორტულად თავსდება და თავის შავ ჩანთას გვერდით დებს.
თავისი მუქი წაბლისფერი თვალებით მიყურებს.
-თინი ხომ?
-დიახ,ვინ ბრძანდებით?
-სასიამოვნოა.მე მაქსიმე ლიპარტელიანი ვარ. გსმენიათ რაიმე კომპანიაზე „ირისი?"
-რომ არ მოგატყუოთ არა,მაქსიმე.
-სამწუხაროა...თუმცა არაუშავს, სასმელი თან წამოვიღე. ვფიქრობ ადამიანს,რომელსაც მსგავსი ბიზნესი აქვს დალევა უნდა უყვარდეს.
-სწორი გათვლაა-ჩამეცინა.
თავაზიანად გამიღიმა და ჩანთიდან პატარა ბოთლით სასმელი „ირისი „მომაწოდა. პატარა, შავი ბოთლი იყო ყვითელი ეტიკეტით. როგორც ზედ ეწერა,ბოთლში ლიქიორი ესხა.
-გასინჯეთ და შთაბეჭდილებები გამიზიარეთ თინი. თქვენთან პატარა შემოთავაზებით მოვედი და გამიხარდება,თუ მომისმენთ.
-მოგვიანებით დავაგემოვნებ...გისმენთ.
-ჩვენი კომპანია დიდი ხანი არაა,თუმცა სადღაც ხუთ წელზე მეტია აწარმოებს ლიქიორებს, კოქტეილებს და ასევე ღვინოების სხვადასხვა სახეობებს. საკმაოდ წარმატებულები ვართ ქართულ ბაზარზე, თუმცა მოგეხსენებათ არასდროსაა ზედმეტი „გაფართოვება"...გვინდა,რომ ჩვენი სასმლის გარკვეული რაოდენობა თქვენი მაღაზიის დახლებზეც იდოს და კოლაბორაცია ვცადოთ,თუ ეს თქვენი სურვილიც იქნება. პასუხის გასაცემად ალბათ ლიქიორის დაგემოვნება დაგჭირდებათ, ამიტომ მოუთმენლად დაველოდები ამ მომენტს.
-ანუ გინდათ რომ თქვენი სასმელი ჩემს მაღაზიაში ,ალკოშოპში განვათავსოთ..რას მოუტანს ეს ალკოშოპს?
-რას მოუტანს? წარმატებას რა თქმა უნდა...როგორც გითხარით საკმაოდ კარგი გაყიდვები გვაქვს. ვფიქრობ ორივეს გვექნება სარგებელი ამ მხრივ.
-გმადლობ შემოთავაზებისთვის მაქსიმე. სასმელს გავსინჯავ, თქვენი კომპანისს დეტალებს გავეცნობი და დაგიკავშირდებით.
სასმლის ბოთლი მაგიდაზე დავდგი და მას გავხედე.
შავი,ოდნავ გრძელი თკმა შეისწორა, ღრმად ჩაისუნთქა და წამოდგა.
-მერწმუნეთ, არ ინანებთ...და კიდევ, დილით ჩვენმა წარმომადგენელმა დაგირეკათ,ამელიამ,უბრალოდ ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე თავად მოვსულიყავი,ამიტომ ამლეიასთან შეხვედრა საჭირო აღარ არის.
-კიბატონო.
-მადლობა დათმობილი დროისთვის, დაგემშვიდობებით და მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს.
ფეხზე წამოვდექი, ხელი ისევ ჩამოვართვით ერთმანეთს. ზემოდან დამყურებდა თავისი მუქი თვალებით, კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა და  კაბინეტი დატოვა.
მე კი ლიქიორის ბოთლი ავიღე და გულმოდგინედ შევუდექი მის დაკვირვებას.
ვინაიდან და რადგანაც საღამოს შეხვედრა გაუქმდა ამელიასთან, ჩემს მეგობრებს შევეხმიანე. ასეთი შემთხვევები იშვიათია,ამიტომ როგორც კი დროს გამოვნახავ მაშინვე მათ ვეხმიანები,თორემ სულ წუწუნებენ ჩვენთვის აღარ გცალიაო...
პირველ რიგში ლიკას დავურეკე, რომელიც ვიცოდი ყველაფერს მალე დააორგანიზებდა.
-გისმენ ფერიავ.
-ლიკა...მხოლოდ შენ მეძახი ასე.
-ასეც უნდა იყოს-ჩაიცინა,-აბა, რა ხდება?
-ვფიქრობ დღეს შემიძლია ყველანი ერთად გნახოთ. რა გეგმები გაქვთ? შეგიძლია ბავშვებს შეეხმიანო?
- რა თქმა უნდა. ახლავე გავარკვევ,მე პირადად მოწყენილობისგან ვკვდები...
-შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ,ან სადმე გავიდეთ.გამაგებინე რას დაგეგმავთ.
-კარგი ფერიავ, მოგწერ.
მოსაღამოვდა. ლიკას მესიჯიც მივიღე, გადაუწყვიტავთ ,რომ ლაშასთან შევკრებილიყავით.
ლაშა, მე და ლიკა ბავშობის მეგობრები ვართ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და საბედნიეროდ დღემდე ერთად მოვდივართ. ასევე გვყავს ნინა,რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი და შემდეგ მათ გავაცანი,ისიც ბიზნეს-ადმინისტრირებაზე სწავლობდა ჩემთან ერთად... ახლახანს კი,რამდენიმე თვეა სამეგობროს ახალი წევრი-ნენე შემოემატა,ლაშას შეყვარებული. ვაღიარებ,ძალიან კარგად ვეწყობით ყველა ერთმანეთს და მიხარია,რომ შემიძლია მათი იმედი მქონდეს.
ლაშას სახლთან მანქანის გაჩერება სულ მიჭირს...გზაში ლიკასაც გავუარე და ერთად მივედით მასთან. ნინაც მალე შემოგვიერთდა, ნენე კი უკვე იქ იყო.
მონატრებულ მეგობრებთან ერთად კარგა ხანს ვსაუბრობდი, თან ცოტას ვსვავდით კიდეც.
ჩანთიდან ტუჩსაცხს ვიღებდი და უცებ გამივარდა ხელიდან,იქიდან კი მაქსიმეს მოცემული ლიქიორის ბოთლი გადმოვარდა. საბედნიეროდ გადარჩა.
-ეს რა არის? მართლა გაგვილოთდა მგონი მეგობარი-გაიცინა ლაშამ.
-სულელო. დღეს მაჩუქეს, დასატესტია.
-ოხ, დასატესტი...მერე მოიტანე, გავსინჯოთ.
-ასე არ ხდება. მარტომ უნდა შევაფასო ობიექტური გადაწყვეტილებისთვის.
-ვიზუალი კარგი აქვს-ჩაერთო საუბარში ნინა.
-გემოს შესახებ მერე გეტყვით-ბოთლი ჩანთაში დავაბრუნე.
ოდნავ შევთვერი...მანქანის დატოვება ლაშას სახლთან მომიწია და სახლში ტაქსით წავედით მე,ლიკა და ნინა.
ტაქსისტი მგონი გავაგიჟეთ. ოთხმოცდაათიანების სიმღერებს ვართვევინებდით ახალგაზრდა ბიჭს.
ბოლო მე უნდა დავეტოვებინე სახლთან.
როდესაც მანქანაში მარტო დავრჩით სიჩუმე ჩამოწვა, მუსიკას ჩაუწია და უბრალოდ გზისკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი. უკანა სავარძელზე ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი.
-ლამაზია.
-რა?უკაცრავად,მე მეუბნებით?
-კი,თქვენ. ლამაზი თმა გაქვთ.
-მადლობა.-უხერხულად შევიშმუშნე. ტაქსისტებთან საუბარი სულ დისკომფორტს მიქმნიდა. თუნდაც იმის თქმა,სად გაეჩერებინათ მანქანა.
-რას იტყვით ლოკაცია რომ შევცვალო და უბრალოდ სადმე კაფეში დავსხდეთ?
-არა,გმადლობ.
-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ-სარკიდან ვხედავდი როგორ იღიმოდა.
-მალე მივალთ საჭირო ლოკაციაზე.
უცბად გადაუხვია და სხვა ჩიხში შევიდა.
-ახლავე გააჩერე მანქანა!-ვუთხარი ხმამაღალი ტონით.
-დამშვიდდი პრინცესავ. არაფერს გავნებ, უბრალოდ  ოდნავ გრძელი გზით მოვუაროთ,იქ საცობი იყო...თან ვისაუბრებთ.
-არ მსურს შენთან საუბარი და ასე ნუ მომმართავ. გააჩერე!თორემ იქ დავრეკავ სადაც საჭიროა და უკეთეს ადგილას წაგაბრძანებენ.
-რა გჭირთ ამ გოგონებს?! ყველა ასეთი რთულები რატომ ხართ! ჯანდაბა!
-გააჩერე თქო!
მანქანა გააჩერა თუ არა გადმოვედი და სასწრაფოდ დავრეკე იქ,საიდანაც ტაქსი გამოვიძახე. მანქანის ნომერზე მივაწოდე ინფორმაცია და ისიც დავაყოლე,როგორი კრეტინი მძღოლი ჰყავთ.
შუა ქუჩაში ვიდექი და წარმოდგენა არ მქონდა სად...მეორე ტაქსს ვიძახებდი,როდესაც წინ შავმა ჯიპმა მომიჩერა.
ფანჯარა დაიწია და იქიდან ნაცნობი სახე გამოჩნდა. მაქსიმე?
-აქ რა...-გაოცებული ვუყურებდი.
-ხომ მშვიდობაა? მეც გამიკვირდა აქ რომ დაგინახეთ, დახმარება ხომ არ გჭირდებათ თინი?
-არა,მადლობა. მეგობარს ველოდები,მომაკითხავს.
უცბად მობილურზე ლიკას ზარი შემომივიდა,ვუპასუხე,ის კი კვლავ ჩემს წინ იდგა.
-ხო ლიკა...არა,არ მივსულვარ.მერე მოგიყვები,ნუ ნერვიულობ-ვუთხარი და გავუთიშე.
-თინი დაჯექი, სახლში მიგიყვან.
-მე...
-გვიანია და აქ დგომა არცისე უსაფრთხოა. საშიში ქუჩაა,რომ არ დაგიმალო.
კარი გავაღე და გვერდით მივუჯექი. ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვიყავი. სხეული დაძაბული მქონდა და იმ არაკაცის სახე მახსენდებოდა.
-როგორი საღამო გქონდა?-მეკითხება მაქსიმე.
-კარგი.თავად?
-შეიძლება ასეც ითქვას...
სიჩუმე ჩამოწვა. სიმღერა ჩართო დაბალ ხმაზე.მელოდია მეცნო,მგონი ბობ მარლის „COULD YOU BE LOVED"იყო.უნებურად ავაყოლე ხელი რიტმს.მან კი ხელზე დამხედა და ჩაიღიმა.
როდესაც იღიმის ლოყა ეჩხვლიტება.
საჭეს პროფესიონალივით ატარებს. თვალებს ხშირად ახამხამებს, სავარძელზე კი არცისე კომფორტულად ზის თავისი გრძელი ფეხების გამო.
-მაკვირდები?-ჩაიცინა.
-სულაც არა-ვუარყავი მაშინვე.
-თინი...ლიქიორი გასინჯე?
-არა. დღეს სხვა სასმელების დალევა მომიწია და არ მინდოდა ამერია.
-გასაგებია. არ გეტყობა რომ ნასვამი ხარ.ან ცოტათი გეტყობა-თქვა როცა ჩემს აწითლებულ სახეს დააკვირდა.
სასმელი ლოყებს მიწითლებს და თვალის გუგებს მიფართოვებს.
მუსიკას აუწია და თავადაც აააყოლა რითმს ხელის თითები,რომლებიც საჭეზე ედო.
-აქ შეუხვიეთ-ვანიშნე როცა ნაცნობი ადგილი გამოჩნდა.
გზას ვასწავლიდი და ისიც ჩემს მითითებებს მიჰყვებოდა.
#მაქსიმე#
-როგორია ამ ასაკში იყო ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის მფლობელი?-ვეკითხები მას.
-ეს...კარგია.
-კარგია და მეტი არაფერი?
-გარკვეულ სირთულეებთან ასოცირდება,რა თქმა უნდა...თუმცა სადაც მონდომებაა იქ სირთულეებიც დაძლევადია. არ მეთანხმებით მაქსიმე?
-გეთანხმებით.
მის სახეს თვალს ვერ ვაშორებდი,თითქოს როდესაც ვუყურებდი უცნაურ სიმშვიდეს ვგრძნობდი. მის თვალებში კი რაღაც ამოუცნობი იყო, რისი გარკვევის სურვილიც უკვე გამძაფრებულიყო ჩემში.
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
-აქ შევუხვიო?თინი-გავხედე და დავინახე როგორ დაეხუჭა თვალები და საკუთარ მხარზე ჩამოედო თავი. გამეღიმა...ლამაზი სანახაობა იყო.-თინი?!
ოდნავ შეიშმუშნა და ძილი გააგრძელა.
ამჯერად მხარზე შევეხე და ვცადე მისი შეფხიზლება.
-მე...კი, აქ უნდა შეუხვიო და მივედით-მითხრა და სახიდან თმა გადაიწია.
მისი თმა სინათლეზე სპილენძისფერი იყო, ოდნავ მოწითურო.შეუხებლად ვგრნობდი რომ ფაფუკი და რბილი თმა უნდა ჰქონოდა. სასიამოვნო ოდეკოლონი ესხა, ან თმაზე ასდიოდა ხილის გრილი სუნი.
მის კორპუსთან გავაჩერე მანქანა.
-მადლობა მაქსიმე-მითხრა და კარი გახსნა.
-მოიცადე.
-რა არის?
-ჩანთა გრჩება-გავუწოდე პატარა შავი ჩანთა ფანჯრიდან.-მშვიდი ღამე.
-ასევე-მითხრა და სადარბაზოში შეირბინა.
გზას გავუყევი სახლისკენ...მობილურზე დედას ზარი შემომივიდა.
-გისმენ დე.
-სად ხარ მაქსიმე?ამდენი ხანია გელოდები, საჭმელი გაცივდა.
-ხომ გთხოვე არაფერი გაგემზადებინა დედა,მოვდივარ.
დედა რამდენიმე წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო არცისე კარგადაა. სიარული ოდნავ უჭირს, მიუხედავად იმისა,რომ არცისე ასაკიანია. ავარიის და მამას გარდაცვალების შემდეგ მისი მენტალური ჯანმრთელობაც გაუარესდა. ისე უყვარდათ ერთმანეთი,რომ ძალიან გაუჭირდა დედას მასთან გამომშვიდობება. ვცდილობ მაქსიმალურად მხარში დავუდგე და მასზე მთლიანი პასუხისმგებლობა მე ავიღე. ვცდილობ საუკეთესო შვილი ვიყო, არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ მთელი გულით ვცდილობ.
ერთადერთი რაც დედაჩემს აწუხებს ისაა,რომ ოჯახის შექმნას არ ვჩქარობ. სულ იმაზე მეწუწუნება,რომ უნდა შვილიშვილები მოისიყვარულოს და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდეს,მაგრამ ამ ყველაფერს ხომ დრო სჭირდება?!
შინ მისულს მაგიდა გაწყობილი მხვდება დედას გაკეთებული საჭმელებით. უარს ვერ ვამბობ და ყველაფერს მივირთმევ, შემდეგ ლოყაზე ვკოცნი,მადლობას ვუხდი და ტკბილ ძილს ვუსურვებ. მე კი შხაპს ვიღებ და ამის შემდეგ ვწვები ჩემს დიდ საწოლში,სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ.
დაძინებამდე თინის სახე მიდგება თვალწინ და თითქოს მის სურნელს ვგრძნობ ოთახში.სიგიჟეა...
——-
აბა,ველოდები აქტიურობასს,ვოუთები და კომები თქვენზეა✨❤️🍸შეაფასეთ პერსონაჟები და თქვენი ვარაუდები დაწერეთ👀🤗

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now