იდეალური ნაწილი
თავი 15📍
საღამო იყო, უკვე ველოდებოდი.
აი ისიც. კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარი გავაღე და კარგად დავაკვირდი ჩემს წინ მდგომ ქალს,რომლის სახე წლებია არ მენახა.
-შვილო, როგორ მომენატრე-თვალებაცრემლიანებულმა მაშინვე მკლავები მომხვია,მე კი ქვასავით გაშეშებული ვიდექი.
ვერაფერს ვგრძნობდი,თითქოს უცხოს ვუყურებდი. სახეზე ნაოჭები დასტყობია. თმა შეუღებავს...ისეთი აღარ იყო,როგორიც მახსოვდა. -შემოდი-ვუთხარი და წინ გავუძეხი. ჩემოდანი შემოიტანა და დივანზე დაჯდა.
-რამხელა გაზრდილხარ და რა ლამაზი...თვალებს ვერ ვუჯერებ. კარგადაც მოწყობილხარ. ვიცი,წარმატებული გოგო ხარ და ვვამაყობ შენით.
-მერჩივნა ბოლო ორი სიტყვა იმ ასაკში მომესმინა შენგან,როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,თუმცა მადლობა.
-თინი გთხოვ.ნუ გამკიცხავ.
-არა. რა უფლება მაქვს.
-შენ ჩემი შვილი ხარ და ყველაფრის უფლება გაქვს,უბრალოდ მეც გამიგე...
-რა უნდა გაგიგო?ის რომ მაშინ მიგვატოვე მე და მამა,როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა? გაექეცი ყველანაირ პასუხისმგებლობას.ყველაფერი უკან მოიტოვე და საკუთარი ცხოვრების აწყობას შეუდექი. ერთხელაც არ გაგხსენებივარ. ერთხელაც არ მოგილოცია ჩემთვის დაბადების დღე...რა უნდა გაგიგო?ნუ ამბობ რომ შენი შვილი ვარ.ასე არ არის-ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა,თუმცა ეს არცისეთი მარტივი აღმოჩმდა.
-მართალი ხარ. საშინელი დედა ვარ. მრცხვენია საკუთარი თავის-თქვა და თავი ჩახარა.
-ახლა კი,როცა სამყარომ ზურგი გაქცია გაგახსენდა,რომ შვილი გყავს.
-ასე არ არის. მე სულ მახსოვდი,უბრალოდ იმდენად მრცხვენოდა ჩემი საქციელის,რომ ვერ ვბედავდი ...
-კარგი. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. მოეწყვე,ოთახი გაგინთავისუფლე.
-დიდხანს არ შეგაწუხებ. მალე ვიშოვნი რაიმეს.
აივანზე გავედი და სკამზე ჩამოვჯექი.
თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა.
რატომღაც იმ წამს მომინდა მაქსიმე ყოფილიყო ჩემს გვერდით. მისთვის გამეზიარებინა ყველაფერი ან უბრალოდ ჩემს წინ მჯდარიყო და ჩემთვის გაეღიმა.
საღამოს ვვახშმობდი.
-რაიმე ჭამე, ნუ მოგერიდება-ვუთხარი მას.
-სალათას მოვამზადებ.ხომ შეჭამ?
-არ მინდა.
იმ მომენტში წარმივიდგინე როგორ გამიხარდებოდა პატარაობისას დედას გაკეთებული საჭმელი რომ მეჭამა. გამახსენსდა როგორ ვნატრობდი დედა დაბრუნებულიყო და ერთი საათით მაინც ვენახე. დღესასწაულებზე ყოველთვის მჯეროდა,რომ გამოჩნდებოდა,მაგარამ ამაოდ. 15წლამდე ჩემი სურვილი,სანთლის ჩაქრობისას ყოველთვის დედის ნახვა იყო. შემდეგ კი უბრალოდ შევეგუე,რომ ეს არ მოხდებოდა. ვახშმობის შემდეგ საუბარი თავად წამოიწყო.
-დენიელმა და მე ვიჩხუბეთ. მასთან ჩხუბის შემდეგ ორმაგად დავრწმუნდი ,რომ პრობლემა მართლაც ჩემშია. არასდროს მინდოდა რეალურად ოჯახის შექმნა. მამაშენი რომ გავიცანი და შემიყვარდა, ვიფიქრე რომ დრო ყველაფერს მოიტანდა,მაგრამ პასუხისმგებლობებს შევუშინდი და შენ რომ გაჩნდი მივხვდი, მზად არ ვიყავი. ცუდ დედობას ვარჩიე საერთოდაც არ ვყოფილიყავი. გავქეცი...და ვიცი საშინლად მოგექეცით შენც და მამაშენსაც. წლების შემდეგ დენიელი გამოჩნდა. ჩვენ უბრალოდ ერთად ვცხოვრობდით ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე...
-დეტალები არ მაინტერესებს.
-ელოდებოდა როდის ვიქნებოდი მზად ოჯახის შექმნისთვის და ბოლოს ყელში ამოუვიდა. ასეთი აუტანელი ვარ. ეგოისტი..არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ ვხვდები,ყველაფერს ვანადგურებ.-ცრემლები წამოუვიდა და გვერდით გაიხედა. -მაპატიე შვილო.მაპატიე რომ შენს გვერდით არ ვიყავი როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი.
-პატიება მე კი არა, მამაჩემს სთხოვე. ის ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის და თავისი წლები,რომლებიც ბედნიერად უნდა გაეტარებინა ყველაზე სევდიანად გაატარა. იცი?მგონია დღემდე გრძნობს შენს მიმართ რაღაცას,მაგრამ ამაზეც კი წუხს,რომ ვერ გივიწყებს.-ვუთხარი და ოთახში გავედი.
შეიძლება ძალიან ცუდი ვიყავი იმ წამს მისთვის,მაგრამ არ შემეძლო ყველაფერი ერთბაშად დამევიწყებინა და მოვხვეოდი,მენუგეშებინა. ჯერ კიდევ წუხდა ჩემში არსებული შინაგანი ბავშვი იმაზე,რომ დედამ მიატოვა. რაც არ უნდა ეთქვა ამას ვერაფრით გაამართლებდა. ვერ დამავიწყდებდა იმ ტკივილს,რაც მე და მამას მოგვაყენა.
#მაქსიმე#
მომდევნო დღეები ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. მიჭირდა იმის გააზრება,რომ თინი ყველაფერს უარყოფდა. საშინლად მენატრებოდა სმასთან საუბარი ან უბრალოდ მისი ყურებაც კი.
ამანდამ დაიჩემა კაფეში წავსულიყავით, ლამის ტირილი დაიწყო. რაც უფრო გადიოდა დო,მით მეტად მომთხოვნი ხდებოდა და ყველაფერს ორსულობით ამართლებდა.
რამდენჯერმე უარი ვუთხარი,მაგრამ ბოლოს დავთანხმდი.
ერთ-ერთ კაფეში ვისხედით. ის ნაყინს მიირთმევდა, მე კი უბრალოდ წყალს ვსვავდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი. გაფანტული ვიყავი...თინიზე ვფიქრობდი.
-იცი? მინდა რომ როცა ბავშვი დაიბადება რამდენიმე დღით მაინც იყო ჩემს გვერდით...
-ამაზე საუბარი ჯერ ადრეა ამანდა. ჯერ მხოლოდ თითქმის ორი თვის ხარ.
-ვიცი,მაგრამ მაინც...რაზე ფიქრობ?
-ბევრ რამეზე.
-რაიმე პრობლემა გაქვს? ჩვენს გარდა-მუცელზე ხელი მოიკიდა.
-პირადულია.
-ვინმე არის შენს ცხოვრებაში?
-ამანდა ეს შენ არ გეხება. კარგი?
თავი დახარა და უკმაყოფილოდ ამოიხვნევნეშა.
ისევ ჩაფიქრებული ვიყავი როცა ამანდა ჩემსკენ მოიწია და ლოყაზე ტუჩები მომაწება. იმ წამს თავი ძლივს შეიკავე სიბრაზისგან. საერთოდ არ მსიამოვნებდა მისი არცერთი შეხება.
და კიდევ უფრო საშინელი მომენტი იყო,როცა ჩვენს გვერდით მიმავალი თინი დავინახე თავის მეგობართან ერთად.
იქვე გავიყინე. მან ეს მომენტი დაინახა...
ამანდამ კი შეამჩნია როგორ ვუყურებდი მას.
-საყვარელო-დამიძახა მის გასაგონად.
მაშინვე წამოვდექი და ვუთხარი ამდგარიყო.
თინის სუსტად გავუღიმე, თვალებში ვერ ვუყურებდი. ის და მისი მეგობარი გვერდით მაგიდაზე დასხდნენ, ჩვენ კი წამოვედით.
#თინი#
მე და ნინა კაფეში ვიყავით როცა მაქსიმე და ის გოგო დავინახე, ამანდა...
"საყვარელო"-ყურებში ჩამესმოდა მისი წვრილი ხმა.
ლამაზი გოგო იყო. გემოვნებას ვერ დავუწუნებდი მაქსიმეს...პატარა მუცელი უკვე დასტყობოდა.
ბედნიერად ისხდნენ მაგიდასთან, ის კი მას ეხებოდა.
თუმცა კაფიდან მათი გასვლისას მაქსიმეს ნაღვლიანი თვალები არ გამომრჩენია...
. . .
#ამანდა#
ბოლო ერთი კვირაა მაქსიმე უცნაურად იქცევა. როგორც აქამდე, აღარ მოდის ხოლმე ისეთი სიხშირით, უბრალოდ ტელეფონზე მეკითხება რაიმე ხომ არ მჭირდება და სულ ესაა...
არ მინდა მისი დაკარგვა. მაინც ვიტოვებ იმედს,რომ რაღაც გრძნობები გაუჩნდება ჩემს მიმართ. ასე ვერ მომექცევა. იმედი მაქვს სანამ ბავშვი გაჩნდება ისიც დათბება ჩემს მიმართ.
მობილურზე ანამ დამირეკა.მისმა ზარმა გამაკვირვა, მაშინვე ვუპასუხე.
-გისმენ.
-აბა როგორ ხარ?
-ახლა გაგახსენდი?
-ამანდა კარგად იცი,რომ შენი საქციელის გამო ვარ შენთან ასეთი დისტანციით.
-მეგონა პირიქით,გაგიხარდებოდა...
-გამიკხარდებოდა რა? რომ ბიჭს,რომელსაც თავისი დალაგებული ცხოვრება აქვს ატყუებ,რომ მისგან ფეხმძიმედ ხარ? წარმოგიდგენია მაინც ლევანი რას იფიქრებს როცა სიმართლეს გაიგებს?
-ლევანი ვერაფერს გაიგებს.მხოლოდ შენ იცი სიმართლე ანა და ესეც იმიტომ,რომ გენდობი. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ვისია ბავშვი? ის მე უნდა გავზარდო და ვამჯობინებ ნარკომანი მამის ნაცვლად ჯანსაღად მოაზროვნე მამა ჰყავდეს.
-უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკე. ჯერ კიდევ არ დამვიწყებია რომ ჩემი ბავშობის მეგობარი ხარ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ,რომ უსამართლოდ იქცევი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე-მისი ბოლო სიტყვები უკვე ბუნდოვნად მესმოდა, რადგან ჩემს უკან მაქსიმე იდგა და მთელი სახე აწითლებოდა,ძარღვები კი დაჭიმული ჰქონდა.
მობილური გავთიშე და მას მივუბრუნდი. იმედი მქონდა,რომ არაფერი გაუგია.
-რა თქვი?-გამოსცრა კბილებში.-გაიმეორე, რა თქვი?
-რას გულისხმობ?-ხმა მითრთოდა.-იცი? დღეს სქესის გასაგებად უნდა წავ...
-მშვენივრად იცი რასაც! ბავშვი სხვისია? ამოღერღე!
-არა, მაქსიმე...
-ნუ მატყუებ! ჯანდაბა! ნუ მატყუებ ამანდა...აღიარე.
-ასე არ არის!-ტირილი დავიწყე უნებურად.
-მე კი ასე გავიგე და მგონია,რომ ასეა. ხვალვე წავალთ ექიმთან და ჩემს თვალწინ გაიკეთებ ანალიზებს!
-გთხოვ...ნუ მექცევი ასე.
-როგორ ასე? მაშინ აღიარე ,რომ ასეა.წყეულიმც იყოს!
-ხო! ბავშვი სხვისია! მაგრამ მინდა შენ იყო ის, ვინც მასზე იზრუნებს და არა ის ნარკომანი არაკაცი!
#მაქსიმე#
ამ სიტყვების გაგებისას ორი შეგრძნება ერთად დამეუფლა.
პირველი იყო ზიზღის შეგრძნება...ზიზღის ამ ქალის მიმართ,რომელიც უსამართლოდ, ბინძურად იტყუებოდა მთელი ორი თვე.
მეორე კი შვების,რადგან მხრებიდან უდიდესი ლოდი მომეხსნა,როცა სიმართლე გავიგე. სიმართლე,რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი შინაგანად...მაგრამ მე ხომ უაზროდ გულუპრყვილო ვიყავი?!
-როგორ გაბედე ასე მოქცევა?-სიმწრისგან მუშტი მაგიდას დავატყი.
არ დამვიწყებია მისი მდგომარეობა და ვცდილობდი მაქსიმალურად მომეთოკა თავი.
-მაპატიე...მაპატიე.
-პატიება ღმერთს სთხოვე და იმ ადამიანს,ვისიცაა ეგ ბავშვი.
-მას ეს ბავშვი არ სჭირდება.
-იცის მაინც?
-არა...
-შენი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევი,მაგრამ მე ნუ გამრევ ამანდა! გეყოს!
-გთხოვ, არ მიგვატოვო-მუხლებში ჩამივარდა ის.
-ადექი-წამოვაყენე და დივანზე დავსვი-დამშვიდდი და გაიაზრე რა გააკეთე.
-მინდოდა გყვარებოდი, ოდნავ მაინც. მინდოდა ვინმეს ჩემთვის სიყვარულის თვალებით გამოეხედა, გესმის ეს? მაგრამ ალბათ შენ არ იცი რა გრძნობაა,როცა არ უყვარხართ.
-ცხოვრება აღმართ-დაღმართია ამანდა. შენს ცხოვრებას გარკვეულწილად შენ მართავ. ისე უნდა იმოქმედო,რომ არავინ დააზარალო. გაიაზრე ეს. მე ყველაფერს ვაკეთებდი თქვენთვის,მაგრამ წარმოგიდგენია რა ხდებოდა ჩემში როცა ვფიქრობდი,რომ გოგო დავაორსულე . ის გოგო,რომელიც არ მყვარებია.
-არ წახვიდე-მომაძახა როცა კარისკენ დავიძარი.
-დაფიქრდი შენს საქციელებზე ამანდა...და იმ ადამიანს უთხარი. იმსახურებს იცოდეს,რომ მამა გახდება.
ტიროდა, გაუჩერებლად.
სანამ წავიდოდი მისი ტელეფონიდან მის მეგობარს დავურეკე მოსულიყო. მეშინოდა თავისთვის რაიმე არ მოეწია...როცა ის გოგო მოვიდა მაშინვე წამოვედი.
წამოსვლისას კი მისმა დაქალმა მომიხადა ბოდიში და მადლობა გადამიხადა იმის გამო,რომ მათზე ვზრუნავდი.
ოხ ეს ადამიანები. რას არ აკეთებენ ბედნიერებისთვის. არ ელოდებიან თავის წილ ბედნიერებას და ნაჩქარევად ცდილობენ ყველაფრის ხელოვნურად შექმნას.
—-
მგონი ეს ის ნაწილია ყველა რომ ელოდით📍👀😅სიმართლე გარკვეულია✨
YOU ARE READING
The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)
Romanceალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს განვლილი პერიოდიდან გამორჩეული იდეალური ნაწილი, ან ეს ნაწილი რომელიმე ადამიანია,რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა. როდისაა ცხოვრება იდეალური? იქნებ მაშინ,როდესაც საკუთარი თავი ხარ? თინის რუტ...