16🌹

14 1 0
                                    


ამანდასგან წამოვედი თუ არა ილიას დავურეკე და მასთან მივედი, ამბავი ვახარე და მთელი ემოციებისგან მასთან დავიცალე.
-არ ვიცი რა გითხრა. თავიდანვე მეგონა რომ რაღაცას ხლართავდა ეგ გოგო, ასეც აღმოჩნდა-მითხრა მან. -კიდევ დროულად გაიგე...
-რამდენი ღამე გავათენე იმის ფიქრში როგორი მამა ვიქნებოდი ან რა როგორ იქნებოდა, ღმერთო.
-კარგი გაკვეთილი იყო შენთვის. ახლა კი იცი რა? თინის ყველაფერი უნდა უთხრა და სიტუაცია გამოასწორო მასთან.
-ამას ახლავე ვიზამ.
-არა მაქსიმე, ახლა ნასვამი ხარ.
-საჭესთან შენ დაჯდები და თინისთან წავალთ, გთხოვ.-თხოვნაზე უარი ვერ მითხრა და ასეც მოვიქეცით.
თინის კარზე ვაკაკუნებდი, კარი ვიღაც ქალმა გამიღო.
-გამარჯობა-მომესალმა ის.
-გამარჯობა...თინი სახლშია?
-თინიიი-გასძახა მან.-შემოდი შვილო, აქ დაელოდე-მითხრა და წინ გამიძღვა.
-მაქსიმე?-თინის სახეზე გაკვირვება დაეტყო.
-საუბარი მინდა, თუ დრო გაქვს.
-გარეთ გავიდეთ, ისედაც გასვლას ვაპირებდი-მიპასუხა მან.
სახლში დაძაბულობა მკაფიოდ იგრძნობოდა. თინის სახეც არ ბრწყინავდა ძველებურად, გადაღლილი და ნანერვიულები სახე ჰქონდა.
#თინი#
მოსაცმელი მოვიცვი, ჩანდა ავიღე,მაიას ვუთხარი რომ გვიან დავბრუნდებოდი და სახლიდან გავედი მაქსიმესთან ერთად.
-მანქანაში ჩავსხდებოდით,მაგრამ იქ ჩემი ძაკაცი ზის...რაიმე კარგი ადგილი არ იცი აქვე?-მკითხა მან.
-ნასვამი ხარ?-ალკჰოლის სუნს ვგრძნობდი.
-ცოტათი,მაგრამ მიზეზი მაქვს.
-ხო, შენ მიზეზები სულ გაქვს. მე კი ვერ გაგაგებინე რომ არც მიზეზები მჭირდება და არც ახსნები მაქსიმე ლიპარტელიანო.
-ასეთი უხეში ნუ იქნები. წამოდი, იქ დავსხდეთ-მანიშნა სკამზე,რომელიც კორპუსისგან ოდნავ მოშორებით იყო ხეებ ქვეშ.
დავსხედით თუ არა ჩემსკენ მოტრიალდა და წამით მზერა გააშეშა.
-გისმენ-ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
-ამანდა...
-მასზე არაფრის გაგონება არ მინდა, ეს შენი პირადია.
-თინი ამანდა მატყუებდა,ის სხვისგანაა ორსულად-თქვა და ღრმად ამოიხვნეშა.
არ დაგიმალავთ და გავვოცდი. როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო?
-და?
-და ის რომ ახლა ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს როცა ეს გავიგე, მინდოდა გამეზიარებინა. მინდა იცოდე,რომ...
-რომ რა?
-არაფერი. უბრალოდ მინდა ყველაფერი გამოვასწორო. მინდა რომ ძველებურად კარგად ვიყოთ,შეიძლება?
-გილოცავ,მიხარია რომ გაურკვევლობაში აღარ იქნები,მაგრამ მე თავს საამისოდ კარგად არ ვგრძნობ,ამ ეტაპზე.
-შევამჩნიე რომ რაღაც ისე ვერ არის. გინდა მომიყვე?
არც კი ვიცი რატომ,მაგრამ მასთან საუბარი დავიწყე დედას შესახებ. ალბათ იმიტომ,რომ ის ერთადერთი იყო იმ მომენტში,ვისთანაც შემეძლო ისე გადამეშალა გული,რომ ზედმეტი კითხვები არ მომესმინა.
-ანუ ის ქალი დედაშენია?
-კი.
-რთული სიტუაციაა და მესმის შენი. უბრალოდ ერთ რამეს გეტყვი. მშობელი მაინც მშობელია და რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული იყავი,რომ გულის სიღრმეში ნანობს და უყვარხარ თინი. შეუძლებელია შენ ვინმეს არ უყვარდე-მისმა სიტყვებმა ჩემს სახეზე ღიმილი გამოიწვია.-ღმერთო, როგორ გიხდება როცა იღიმი-თვალები გაუბრწყინდა.
-კარგი გეყოს. მგონი დროა დიალოგი დავასრულოთ...შენი მეგობარიც გელოდება.
-ეგ არაფერი. არ გამიბრაზდე-მითხრა და წამში მომხვია მკლავები.
გული ისევ ძველებურად ამიძგერდა. სუნთქვა გამიხშირდა. თავი კისერში ჩავურგე და ღრმად ჩავისუნთქე.
-ყველაფერი კარგად იქნება-მისგან გაგონილ ეს ფრაზა მთელი დღე მიმყვებოდა,როგორც ძალა,რომელიც დანებების საშუალებას არ მაძლევდა.
გულწფრთელად გაოცებული ვიყავი ამანდას გამო, როგორ უნდა იკადრო ასეთი რამ? განსაკუთრებით ასეთ საკითხთან დაკავშირებით...
მაქსიმე მალევე წავიდა. ვიცოდი იმ დღის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მის თვალებში უკვე ორმაგად ჩანდა გამბედაობა და მონდომება,რომ მეღიარებინა ჩვენი ურთიერთობა სულ ერთი არ იყო ჩემთვის.
#მაქსიმე#
საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, შინაც გახარებული დავბრუნდი და მთელი საღამო დედასთან ერთად გავატარე საუბარში. მასაც უკვირდა ასე ლაღს რომ მხედავდა.
ამანდას ზარი ერთი-ორჯერ შემოვიდა ნომერზე. მესამედ ვუპასუხე.მისი მეგობარი იყო.
-წეღან გირეკავდა,შენს ნომერს დავუბლოკავ-მითხრა იმ გოგომ.
-მადლობა. როგორ არის?-ვკითხე,რადგან მეშინოდა რაიმე არ მოეწია თავისთვის.
-უკეთაა. უბრალოდ დრო სჭირდება.
-კარგი.
მისი ნომერი თავადაც დავბლოკე.
. . .
მეორე დღეს კომპანიაში წავედი. საქმეებს სულ სხვა მოტივაციით შევუდექი. ალკოშოპის და ირისისთვის საჭირო ყველა საბუთს ხელახლა გადავხედე. შუადღე იყო,როცა თინის დავურეკე.
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now