5

12 2 0
                                    

ხალხო რაღაც ამერია და ერთი თავი
გამომრჩა,ეს კონკრეტული რასაც ახლა წაიკითხავთ🫠🫠❤️  3თავს დავდებ ეხლა ზედიზედ და ჩაუჯექით❤️Sorry for this🥹

იდეალური ნაწილი
თავი 5❤️
#მაქსიმე#
-დათო ჩამოვიდა მაქსიმე, კლუბში წასვლას ვფიქრობთ, წამოხვალ?-მეკითხება ილია.
-დათო? ხომ იცი..
-ვიცი ბოლო დროს აღარ გაქვთ კონტაქტი,მაგრამ კარგი რა, წამოდი.ცოტას გაერთობი.
-იმედია ამანდა იქ არ იქნება.
-მაგან კიდე...ისევ გირეკავს ხოლმე?
-უცხო ნომერს უკვე აღარ ვპასუხობ, წინასწარ ვიცი ის არის.
-ვახ...კარგი ჩაიცვი და წამოდი, იქ დაგელოდებით. ხომ იცი სადაც წავალთ, დათოს საყვარელ კლუბში.
-ვიცი,ვიცი.
დათო და მე არცისე დიდი ხანია ვმეგობრობთ, მაგრამ ბოლოს კამათი მოგვივიდა და იმის მერე,რამდენიმე თვეა კონტაქტი არ გვქონია. რაღაც საკითხზე მჭირდებოდა ადრე მისი დახმარება, ის კი უცხოსავით გაქრა. საზღვარგარეთ იყო ოთხი თვე, ახლა კი გაახსენდა,რომ აქეთაც ჰყავს მეგობრები.
მის საყვარელ კლუბში წავედით, სადაც წლებია ალბათ არ ვყოფილვარ.
შავი შარვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი, თმა უკან გადავიწიე ჟელეთი.
კლუბში შესვლისთანავე ბარმენთან მივედით და სასმელები შევუკვეთეთ. რამდენიმე ჭიქის შემდეგ დათო და მე თითქოს კონტაქტში შევედით, რაც ილიასს დამსახურება იყო. შემდეგ ილია საცეკვაოდ გავიდა, რამდენიმე გოგო ერთად ესეოდნენ გარშემო. დათოც გოგოების თვალიერებაში იყო გართული.
საპირფარეშოში გავედი, წამდაუწუმ ტელეფონს ვამოწმებდი. თინის ბოლოს არც უნახავს ჩემი შეტყობინება, რომელიც საქმეს ეხებოდა. სხვა თუ არაფერი ამაზე მაინც ხომ უნდა ეპასუხა?!
იქიდან გამოსულს ნაცნობი სილუეტი დავლანდე...თინი? აქ რა ჯანდაბა უნდა მას?
სანამ მივუალოვდი დავითმა დამასწრო. წამით ვიფიქრე იცნობდა, მაგრამ თინიმ გაოცებულმა შეხედა, შემდეგ კი მე გამომხედა.
-მაქსიმე?
-აქ რა გინდა?-ვკითხე.
-ვერთობი, შენ?
-მეც.
-მაქსიმე იცნობ ამ გოგონას?-მკითხა დავითმა და თინი აათვალიერა. მისი მზერა უკვე მაღიზიანებდა.
-ჩემი თანამშრომელია.
-სასიამოვნოა-ხელი გაუწოდა.
-ჩემთვისაც-თინიმ უბრალოდ გაუღიმა.
-შეიძლება?-ვანიშნე თინის რომ გვერდით გამოსულიყო.
-რა ხდება?-მკითხა როცა ოდნავ მოშორებით გავედით.
-ჩემი მესიჯი არ გინახავს, საქმეს ეხებოდა.
-ხომ...ცოტა ქაოტური კვირა მქონდა, როგორც კი სახლში მივალ განვიხილოთ, კარგი? აქ ამის დრო არ არის.
-კარგი.
-მეგობრებთან უნდა დავბრუნდე.
-მიდი-ვუთხარი და მეც ბიჭებთან დავბრუნდი.
-მაგარი გოგოა-თქვა დავითმა.
-შეყვარებული ჰყავს.
-ოჰ, არაუშავს. ასეთ გოგონებს ორი და სამიც ჰყავთ ერთად.
სასმელი ერთბაშად გადავკარი და დავითს გავერიდე ვიდრე სახეს გავულამაზებდი ამ სიტყვების გამო.
თინის ვუყურებდი...თამამად ცეკვავდა თავის მეგობრებთან ერთად. აწეული თმა ჩამოიშალა. ხელში კოქტეილის ჭიქა ეჭირა და ტანს არხევდა.
დავითი გამუდმებით მას უყურებდა. რამდენჯერმე სცადა კიდევ მასთან ახლოს მისვლა,მაგრამ შუაში ვიღაც ბიჭი უდგებოდა, რომელიც ალბათ თინის მეგობარი უნდა ყოფილიყო.
დავინახე როგორ გავიდა თინი აივნისკენ და როგორ გაჰყვა უკან დავითი.მეც ახლოს ვიდექი. აივნის კართან მდგომები რაღაცაზე საუბრობდნენ, თინი უღიმოდა, დავითი კი უკვე სიცილზე გადასულიყო.
-მალე მოვალ-უთხრა დავითმა-სასმელს მოვიტან.
-კარგი.
ვიდრე დავითი დაბრუნდებოდა მასთან მივედი. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.მკლავზე მოვკიდე ხელი და აივანზე გავივყვანე, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იდგა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ტონს ვერ ვაკონტროლებდი. სასმელმაც იმოქმედა.
პასუხს არ მცემდა.
-შენ გეკითხები, რა ჯანდაბას აკეთებ?-გავუმეორე კვლავ. გაოცებული მიყურებდა.
-მაინც რას?შენს ძმაკაცს ვესაუბრებოდი საქმეზე.
-საქმეზე? საქმეზე იცინოდით?
-მაქსიმე...რასაც მინდა იმას ვიზამ, რაიმე პრობლემაა?
-ორ კვირაზე მეტია ჩემს მესიჯებს არც კი ხსნი. თავს მარიდებ, ვიღაცეებთან ერთად ზიხარ კაფეში და იძახი რომ ქაოტური კვირა გქონდა? ასეთი ქაოტურია შენი პაემნები? და ამას კიდევ ჩემს ძმაკაცს ეფლირტავები?
-ტონს დაუწიე! და შენი ადგილი იცოდე მაქსიმე ლიპარტელიანო! ჩემთან ასე საუბარს არ გირჩევ...სულ არ მაინტერესებს შენი მეგობარი. ხოლო სად ვივლი და ვისთან ერთად, ეს შენ არ გეხება! შენს საქმიან მესიჯს დღესვე ვნახავ და საჭირო პასუხს გაგცემ!-მიყვიროდა ისიც და თავისი სევდანარევი თვალებით მიყურებდა.
-ნუ ყვირი.-ვუთხარი მშვიდად.
-შენ დაიწყე!
-წამოდი, გავიდეთ ცოტა ხანს.
-არ მინდა!
-თინი ნასვამი ხარ...ჭიქა მომეცი, მგონი საკმარისად დალიე.
-ნუ მექცევი ასე. უფლება არ გაქვს ჩემთან ტონს უწევდე, შენ არ იცი რა ხდება ჩემს ცხოვრებაში და ვერ მასწავლი როგორ მოვიქცე!
-თინი მაიძულებ ის გავაკეთო რაც არ მოგეწონება.

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now