იდეალური ნაწილი
ფინალი❤️✨#მაქსიმე#
-მაქსიმე არ მინდა ინერვიულო,მაგრამ ვერ დაგიმალავ. დედაშენი ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვართ, მოდი, გთხოვ-აკანკალებული ხმით მითხრა ანამ.
ყურმილი მაშინვე დავკიდე და წამოვვარდი, თინი უკან მომყვებოდა, ვანიშნე მანქანაში ჩამჯდარიყო, სწრაფად მივუჯექი საჭეს და ანას მოწერილი მისამართისკენ დავიძარი.
-რა ხდება მაქსიმე? მეშინია...
-დედაა ცუდად, არ ვიცი, მივიდეთ და გავარკვევ.
როგორც კი მივედით ანა დავინახე მიმღებში.
-რა ხდება?-მივვარდი მასთან.
-ექიმებმა თქვეს რომ ინსულტია.
-ეს...როგორ მოხდა?-სისხლი გამეყინა ამის გაგებისას.
-არ ვიცით, არაფერი ვიცით მაქსიმე.
-არ უნდა დამეტოვებინა მარტო.ჯანდაბა!
-ასე ნუ ამბობ. საოპერაციოში ჰყავთ, ყველაფერი კარგად იქნება, უძლიერესი ექიმი უკეთებს ოპერაციას.
თინიმ ხელი ჩამკიდა და გვერდით გამიყვანა. მისი თვალები ცრემლებით იყო სავსე.
-გთხოვ, დამშვიდდი.
-რატომ არ მასვენებს ცხოვრება? სულ რაღაც ხდება...
-ეს დალიე-წყალი გამომიწოდა და ჩემს გვერდით დაჯდა.-კარგად იქნება, აი ნახავ.
ღრმერთს ვთხოვდი დედას არაფერი მოსვლოდა, რომ ისიც არ წაერთმია ჩემთვის.
იქვე ილიაც გამოჩნდა, ისიც მამხნევებდა, მაგრამ არავისი მესმოდა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ დედა მალე მენახა.
#თინი#
ილია გვერდით გავიყვანე.
-რა მოხდა? არაფერი იცით?
-მეზობელმა დამირეკა, ცუდადააო,მაქსიმეს ვერ უკავშირდებოდა. მაშინვე გავვარდი სახლიდან,რომ შევედი ტელეფონით ხელში ძირს იწვა,გათიშული იყო...
-ვინმე სელაპარაკებოდა? რამეზე ინერვიულა?
-არ ვიცი ,უცხო ნომერი ეწერა.არაფერი მახსოვს თინი.
-კარგი, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.
-მაქსიმე უნდა გავამხნევოთ.
მაქსიმალურად ვცდილობდი მაქსიმეს არ მოვშორებოდი. ძარღვები დაჭიმული ჰქონდა, თვალები ცრემლებით ავსებული. ბოლთას სცემდა და ვერ ისვენებდა.
დაახლოებით ორ საათში გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან,მაშინვე ყველა მასთან მივედით.
-მითხარით რომ დედა კარგადაა-უთხრა მაქსიმემ.
-ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა რისკები მაინც არის,ინსულტის განმეორების. გარდა ამისა მარცხენა ხელ-ფეხი გაშეშებული აქვს...ინსულტმა გარკვეული პრობლემები დაუტოვა,რაც ბუნებრივია. მის ნახვას ცოტა ხანში შეძლებთ. რამდენიმე დღე მაინც მოუწევს საავადმყოფოში დარჩენა, შემდეგ კი სახლში სათანადო მზრუნველობა დასჭირდება, მათ შორის ვარჯიშები ,რომ ხელ-ფეხი აამოძრაოს. ახლა ოდნავ მეტყველებაც უჭირს.
მაქსიმეს სახეზე ერთბაშად შვება და სევდა იკითხებოდა. ელზა გადარჩა, მაგრამ მისი მდგომარეობა არცისე სახარბიელოა...მეც გაბრაზებული ვიყავი ცხოვრებაზე. მაქსიმე ამდენ პრობლემას არ იმსახურებს. აღარ ვიცოდი როგორ გამემხნევებინა, სიტყვებიც ზედმეტი მომეჩვენა იმ წამს. როდესაც ყველა გაიფანტა მასთან მივედი, მოვეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე,რომ დედამისი აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა და მე მათ გვერდით ვიქნებოდი.
ერთ საათში ექიმმა ელზას ნახვის უფლება მოგვცა, სათითაოდ შედიოდნენ ათ-ათი წუთით. მე და მაქსიმე ერთად შევედით. ამ მდგომარეობაშიც კი ჩვენი ერთად დანახვისას გაეღიმა.
-დედა ძალიან შემაშინე-მოეხვია მაქსიმე მას.-არ ინერვიულო, მე შენთან ვარ.
-თქვენს გვერდით ვართ ელზა. მალე წამოდგები,აი ნახე-მეც გავამხნევე შეძლებისდაგვარად.
-დედა იქნებ მომიყვე რა მოხდა, რაზე ინერვიულე ასე?
-მაქსიმე ახლა ნუ გაახსენებ-ჩავჩურჩულე მას, თავი დამიქნია და ელზას წყალი მიაწოდა.
ელზას საუბარი არ შეეძლო, სულ ეძინებოდა, მალევე გამოვედით პალატიდან.
მაქსიმემ გადაწყვიტა საავადმყოფოში დარჩენილიყო, მეც მასთან ერთად დავრჩი, თუმცა გამთენიისას უკვე საავადმყოფოს სკამზე მეთვლიმებოდა ,ამიტომ სახლში გამაცილა და თავად უკან მიბრუნდა.
-დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა ჩემს სახლში მიხვიდე? არ მინდა დედაშენს ისევ ეკამათო...
-არა, მივალ ჩემთან. ხვალ ისევ საავადმყოფოში მოვალ-ლოყაზე ვაკოცე და სახლში შევედი.
-აბა,როგორ არის ქალბატონი?
-შენ საიდან იცი?
-ვიცი-ჩაეღიმა ირონიულად.
-არ მითხრა რომ...
-რომ რა?
-შენ დაურეკე ელზას? შენს გამოა ასეთ მდგომარეობაში?
-უბრალოდ წარსულის შეცდომები გაახსენდა, სხვა არაფერი.
გავიაზრე,რომ მის გამო იწვა ელზა ახლა საავადმყოფოში და მის გამო მოუწია სიკვდილთან ბრძოლა. იმ წამს გულის რევის შეგრძნება დამეუფლა იმ ქალზე, ჩემს წინ რომ იდგა და ასმაგად დავრწმუნდი,რომ მას გული არ გააჩნდა. არანაირი ნამუსი და სინდისი. ის უბრალოდ ადამიანია,რომელსაც მხოლოდ საკუთარი ეგო და თავი ადარდებს.
-თვალებს რომ გავახელ აქ არ დამხვდე-გამოვცარი კბილებში და მაშინვე ოთახში შევიკეტე.
თითქოს მისი მეშინოდა...მინდოდა სასწრაფოდ წასულიყო.
მამას ზარმა დაარღვია სიჩუმე. თავი ხელში ავიყვანე და ვუპასუხე. სიტუაცია დეტალურად არ მომიყოლია, თუმცა ვუთხარი,რომ ამ ქალთან ერთად ერთ ჭერ-ქვეშ გაჩერებას აღარ ვაპირებდი.
დილით გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა მამას მაია, შემდეგ კი ჩემოდანი ჩაალაგა და კარისკენ მიდიოდა.
-მშვიდობით. ძალიან ვცდებოდი,როცა ვფიქრობდი,რომ ოდესმე მაინც მეყოლებოდა გვერდით დედა, რომელსაც ჩემი ბედნიერება გაუხარდებოდა-მხოლოდ ეს ვუთხარი.
-გაიზრდები და ყველაფერს მიხვდები.
-მე უკვე საკმარისად დიდი ვარ,რომ შავი და თეთრი გავარჩიო „დედა"-კარი მივუხურე.
არ ვიყავი ასეთი ცივი რეალურად,მაგრამ ადამიანები ხანდახან გაიძულებენ იყო ისეთი,როგორიც არ ხარ,ისევ იმისთვის,რომ არაფერი გავნონ.
თავს ვერ მოვერიე და გამოვიტირე,ისე თითქოს გარდაიცვალა.
რადგან ვიცოდი, აღარასდროს ვნახავდი.
#მაქსიმე#
დილის თერთეტი საათი იყო თვალები რომ გავახილე. გამთენიისას ჩაძინებულს გამიჭირდა გამოფხიზლება. დედას კვლავ ეძინა.
კაფეტერიაში ჩავედი და ყავა დავლიე. ამასობაში თინიც მოვიდა და გამოსაცვლელი ტანსაცმელიც მომიტანა.
-მადლობა ფერიავ-ვუთხარი და მასაც გავუწოდე ყავა.
თვალები ამოღამებული ჰქონდა და ნამტირალევი.
-დედაზე ინერვიულე?
-ხო, როგორ არის?
-უკეთაა...ნუ, ძინავს.
-მისმინე. მე დაგეხმარები მის მოვლაში, ყველაფერს გავუმკლავდებით-ხელი ხელზე დამადო.
-ვალდებული არ ხარ..
-ვიცი, ეს ჩემი სურვილია მაქსიმე.
-მადლობა რომ ჩემთან ხარ-ხელზე ვაკოცე.-დედაშენი როგორ არის?
-წავიდა.
-წავიდა?
-ხო, ისევ ვიკამათეთ და მამაც დაელაპარაკა, ასე ჯობდა. რაღაც გამოსავალს იპოვნიდა.
-ვწუხვარ,რომ ასე მოხდა.
-არაუშავს, უკვე ვეღარ ვძლებდი მის გვერდით.
-მაქსიმე...
-გისმენ.
-ელზას გუშინ მაია ელაპარა. არ ვიცი რა უთხრა,მაგრამ მისი ბრალია ახლა ასე რომ არის და მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. არ მეგონა თუ ამდენის გაკეთება შეეძლო.
ნერვები ძლივს მოვთოკე..ესეც თინის გამო.
-შენ არაფერ შუაში ხარ და სამწუხაროდ ახლა ვერაფერს შევცვლით, მაგრამ აღარ ვხუწვარ,რომ ის შენს გვერდით აღარაა. გულწფრთელად შემეშინდებოდა შენთვისაც რაიმე არ დაეშავებინა.
#თინი#
ვფიქრობდი მეთქვა თუ არა მაქსიმესთვის რაც მოხდა. თავიდან გადავიფიქრე,მაგრამ ელზა ხომ მაინც ეტყოდა. მისთვის ცალკე უნდა მომეხადა ბოდიში.
მართლა მრცხვენოდა მაიას საქციელის გამო, მაგრამ ვიცოდი,მაქსიმეს დამოკიდებულება ჩემდამი ამის გამო არ შეიცვლებოდა.
ყავა დავლიეთ თუ არა ელზასთან დავბრუნდით, უკვე ეღვიძა.
მასაც მოვუხადე ბოდიში და ვუთხარი ისიც,რომ მჯეროდა ,მას ცუდი არასდროს ენდომებოდა დედასთვის.
-შვილო...მე მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი მეუღლე მიყვარდა. მამაშენი და მე უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყავით თავის დროზე და რაც მაია გაიცნო მას შემდეგ ეს მეგობრობაც დასრულდა, ამას თავადაც გეტყვის.-ძლივს ლაპარაკობდა.
მასთან მივედი და ჩავეხუტე, თავადაც მომხვია ხელები. მაქსიმე გაღიმებული გვიყურებდა.
#ორი კვირის შემდეგ#
ერთი კვირის წინ ელზა საავადმყოფოდან გამოწერეს. მასთან და მაქსიმესთან მეტ დროს ვატარებ. ყოველ დილით ან საღამოს მივდივარ რომ მაქსიმეს დავეხმარო და ელზაც მოვაწესრიგო. მართალია ვალდებული არ ვარ, მაგრამ მთელი გულით მინდა ელზა მალე გამოკეთდეს და მაქსიმეც გაღიმებული ვნახო.
დღეს საღამოსაც ავდივარ მათთან, მაქსიმემ გადაწყვიტა პასტა მოვამზადოთ ერთად. ელზას ჩემი იქ ყოფნა ისე უხარია ვერც კი ავღწერ.
ელზას უკვე ეძინა როცა პასტის კეთება დავიწყეთ. მე ჩემი საღამურები მეცვა, რადგან დღეს დარჩენას ვაპირებდი.
სამზარეულოში ვიყავით და ინგრედიენტებს ვამზადებდით. ის ბოსტნეულს ჭრიდა,მე სოუსს ვამზადებდი.
უცბად ხელები ვიგრძენი წელზე უკნიდან, შემდეგ კი ჩახუტება. ამას კისერში კოცნაც დაემატა.
-მაქსიმეე-ჩავიცინე-გეყოს.
-ძალიან მენატრები ხოლმე, უკვე ძალიან მოგეჩვიე,იცი?
-მერე ეს კარგია?
-იდეალური. ვფიქრობ საერთოდაც არ გაგიშვა და დაგიტოვო.
-ჰმმ, ასე არ გამოვა.
-ვითომ რატომ?-თავისკენ მიმაბრუნა,შემდეგ კი მაგიდაზე შემომსვა.
-რადგან მე...ჯერ არ ვარ მზად შენთან ვიცხოვრო, სამუდამოდ.
-ალბათ მაგ გადაწყვეტილებამდე რაღაც ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
-ალბათ.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა.
-მაქსიმე.
-გისმენ.
-იმ დღეს მამას შენზე ვესაუბრე და...უნდა რომ,თუ შენც წინააღმდეგი არ ხარ ახალ წელს მასთან ჩავფრინდეთ.
-რაა? მართლა?-გაეღიმა.
-კი.
-აუცილებლად ჩავფრინდებით ფერიავ.
ხელები კისერზე მოვხვიე, ის კი ჩემსკენ მოიწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
უცბად საშინელი სუნი დადგა. სოუსი დაიწვა.
-ხელახლა გავაკეთებთ-თქვა მაქსიმემ და გაზი გამორთო, შემდეგ კი ისევ მაკოცა.
პასტა უგემრიელესი გამოვიდა. ფილმი ჩავრთეთ და დივანზე მოვკალათდით. მანამდე ელზასაც დავხედე, კვლავ ეძინა. თავს ოდნავ უკეთ გრძნობს, რაც მიხარია.
ტელევიზორთან ჩახუტებულებს მიგვეძინა.
ელზას პარალელურად მომვლელიც ავუყვანეთ, რამდენიმე დღეში წუწუნი დაიწყო ზედმეტად თავს მევლებით, სახლიდან გადითო. მაქსიმემაც ბარში გასვლა და განტვირთვა შემომთავაზა,უარი აღარ ვუთხარი.
გვიან ღამით მე,მაქსიმე, ლიკა, ილია, ნინა, ლაშა და ლაშას შეყვარებული ბარში წავედით. ანაც აპირებდა,მაგრამ ვერ მოახერხა. მოკლედ თითქმის სრული შემადგენლობით ვიყავით.
ნაცრისფერი, ბრჭყვიალა კაბა მეცვა და ფეხზე ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მაქსიმეს კი თეთრი პერანგი და ნაცრისფერი შარვალ.
ბარში შევედით თუ არა სასმელი შევუკვეთეთ. გვინდოდა დაძაბულობა მოგვეხსნა.
ილია და ლიკა უკვე ერთად არიან და საოცარი წყვილია. ნინასაც მალე მოაკითხა თავისმა შეყვარებულმა.
გოგონები გამუდმებით მეკითხებიან ვართ თუ არა მე და მაქსიმე ერთად, მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო, თავადაც არ ვიცი ასეა თუ არა...
ზედიზედ რამდენიმე ჭიქა მარტინის შემდეგ ცეკვა დავიწყეთ. მაქსიმე საოცრად საყვარელი იყო როცა ნებისმიერ ბიჭს,რომელიც ოდნავადაც კი მოგვიახლოვდებოდა იგერიებდა და გვერდით სწევდა.
ყველანი ცეკვავდნენ,მე კი მაქსიმესთან მივედი, მაგიდასთან იჯდა და სვამდა.
-დედაშენზე ნერვიულობ?
-არა, ის სანდო ხელშია ახლა.
-აბა?
-წამოდი რა-წინ გამიძღვა.
გარეთ გავედით...სიგარეტს მოუკიდა და იქვე, პატარა ხის მორზე დაჯდა.
-რა ხდება მაქსიმე? გულს ნუ მიხეთქავ.
-ხედავ როგორ გიყურებ ხოლმე?
-კი-დაბნეულმა ვუპასუხე.-იმასაც ვხედავ,რომ ნასვამი ხარ.
-იმას გრძნობ? როგორ მიცემს გული შენთან ყოფნისას?ან როგორ მინდა სულ ახლოს მყავდე...
-კი.
-და ხვდები? რომ შენი გამოჩენის შემდეგ რა ჯანდაბაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში,მაინც სულ ვახერხებ გავიღიმო?
-კი მაქსიმე-ჩამეცინა მის სიტყვებზე.-რა გინდა?
სიგარეტი ჩააქრო, მომიახლოვდა და ხელებით სახე დამიჭირა.
-მაშინ იცოდე, რომ მიყვარხარ ფერიავ.-ეს სიტყვები მოსწყდა მის ბაგეებს.
გავწითლდი, პატარა გოგოსავით გავწითლდი და უნებურად თვალები დავხუჭე.
-მი ყვარ ხარ-დამიმარცვლა და ნაზად მაკოცა თვალის ქვეშ.-იმედი მაქვს შენც იმავეს გრძნობ, მაგრამ ასე რომც არ იყოს ჩემს გრძნობას არაფერი ეშველება, სულ მეყვარები.
-მეც მიყვარხარ მაქსიმე ლიპარტელიანო, იცოდე ეს.-ვუთხარი და ტუჩებში ვაკოცე.
ყველაზე ბედნიერი ვიყავი მთელი დედამიწის ზურგზე. მინდოდა სიხარულისგან მეყვირა. ხუთი წუთი ჩახუტებულები ვიდექით და ვიაზრებდით,რომ ამიერიდან ჩვენ ორი ერთნი ვიყავით.
უკვე აღარ მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ ის იყო ჩემი ცხოვრების იდეალური ნაწილი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ერთმანეთს ყველაფერს შევალებინებდით.
რაც მაქსიმე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ყველაფერი ისე წარიმართა,როგორც უნდა ყოფილიყო.
მე მჯერა,რომ ღმერთი ადამიანებს გვიგზავნის და ისიც მან გამომიგზავნა,რომ ყველა ტკივილი ერთიანად მოესროლა სადღაც შორს.
ვუყურებ,მიყურებს და ვხვდები, ის ერთადერთია ვის გვერდითაც შემიძლია ვიყო თინი. მეცვას შარვლები კაბების მაგივრად, ვატარო იმ სიგრძის თმა,რამხელაც მინდა, ვიყო ისეთი, როგორიც რეალურად ვარ,ვთქვა ის,რაც გულიდან მოდის.
სწორედ ეს უნდა იყოს სიყვარული.
#მაქსიმე#
თინი? თინი ჩემი ჰარმონიაა ამ არეულ, ქაოტურ სმყაროში. ის არის ადამიანი,რომლის იმედიც ყოველთვის მექნება. მისი გამოჩენის შემდეგ გავხდი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და გავიაზრე,რამდენი შემძლებია.
ამ ერთმა პატარა გოგომ მოახერხა დაენახებინა,რომ სამყაროში მთავარი სიყვარული და სითბოა, სხვა ყველაფერი დროებითია.
მახსენდება ის დღე,პირველად რომ ვნახე და ყველა ის მომენტი,როცა დაკარგული ვიყავი და მან ჩემი თავი მაპოვნინა.
არასდროს დავთმობ, არასდროს.
ის ჩემი ცხოვრების იდეალური ნაწილი იყო, არის და იქნება ყოველთვის.
კლუბში ვბრუნდებით და ყველა ხვდება,რომ ახლა ერთმანეთს სულ სხვა მზერით ვუყურებთ.ისინიც ბედნიერები არიან ჩვენს გამო.
ლაშა ყველასგან მოულოდნელად მუხლებზე დგება და თავის შეყვარებულს ხელს სთხოვს,ისიც მალევე თანხმდება და ყველა ტაშს ვუკრავთ.
ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი ის არის,როცა მე და თინი შინ მივდივართ და დედას ვახარებ ამ ამბავს. მის სახეზე ვხედავ ისეთ ღიმილს,როგორიც ბოლოს მაშინ დავინახე,როცა მამა ცოცხალი იყო.
#ავტორი#
და რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების იდეალური ნაწილი? მჯერა,რომ ყველას გვაქვს ასეთი ნაწილი და თუ ჯერ კიდევ არ იცით რომელია, იქნებ სულაც წინ გელით?
თინი მალევე გადავიდა მაქსიმესთან საცხოვრებლად, ერთად ორმაგად ძლიერები და ბედნიერები იყვნენ. ახალი წლისთვის ორივე ამერიკაში ჩაფრინდნენ თინის მამასთან,რამდენიმე, ძალიან კარგი დღე გაატარეს ერთად. სამ თვეში მაქსიმემ და თინიმ საკუთარი ბრენდები გააერთიანეს და საერთო ბიზნესს მოჰკიდეს ხელი. მაია კი ისევ გზაარეული, შორიდან ადევნებდა თვალს მათ ცხოვრებას და ნანობდა, რომ არასდროს გაუწევია სათანადო დედობა თინისთვის და ცოლობა მამამისისთვის, თუმცა უკვე გვიანი იყო.ალბათ მაიასთვის ცხოვრების იდეალური ნაწილი იქნებოდა თინის დედობა, რომელიც სამწუხაროდ გამოტოვა.
ასეც ხდება ხოლმე ,ხანდახან ადამიანები თავადვე ვამბობთ უარს იმ ბედნიერებაზე, რასაც ღმერთი გვჩუქნის და რასაც სხვები ნატრობენ.
დასასრული.
——-
მადლობა თითოეული ვოუთის და კომენტარისთვის✨დროებით გემშვიდობებით, შეფასება თქვენთვის მომინდია✨🫶🏼
ვისაც ინსტაგრამი გაქვთ გამომყევით : https://www.instagram.com/a.g_apollo_?igsh=MTA1Z3I0NnY3dm5zeg==
❤️
YOU ARE READING
The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)
Romanceალბათ ცხოვრებაში ყველას გვაქვს განვლილი პერიოდიდან გამორჩეული იდეალური ნაწილი, ან ეს ნაწილი რომელიმე ადამიანია,რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედა. როდისაა ცხოვრება იდეალური? იქნებ მაშინ,როდესაც საკუთარი თავი ხარ? თინის რუტ...