13⚡️

9 0 0
                                    

იდეალური ნაწილი
თავი 13💕

ყურმილი მაშინვე დავკიდე და მობილური საწოლზე დავუტოვე.
ამას მიმალავდა მთელი ეს დრო?
მას ცოლ-შვილი ჰყავს? ღმერთო ჩემო...
თავს საშინლად ვგრძნობდი. გაურკვევლობა, სიბრაზე, ყველაფერი ერთად იყრიდა თავს.
როგორ შეუძძლია სხვა ადამიანის როლის თამაში?ასე რატომ იქცევა?
უამრავი კითხვა მქონდა, თუმცა არ ვაპირებდი მასთან საუბარს სანამ აზრებს არ დავალაგებდი.
#მაქსიმე#
თვითმფრინავი საქართველოს დროით დილის თორმეტ საათზე დაეშვა თბილისის აეროპორტში.
ჩემდა გასაკვირად თინის ხმა არ გაუცია,მუხედავად იმისა,რომ ერთმანეთის პირისპირ ვისხედით.
თვალს მარიდებდა...ისევ გაქცევას ცდილობდა ჩემგან.
არადა მეგონა წუხელ რაღაცეები შეიცვალა,როცა მთხოვა ჩავხუტებოდი.
რამდენჯერმე ვცადე დიალოგში შესვლა,თუმცა ამაოდ.
-სახლში მიგიყვან, დაჯექი-ვანიშნე ჩემს მანქანაზე,რომელიც აეროპორტთან მოვაყვანინე დილით ადრე ილიას.
-მადლობა, ლაშამ უნდა გამომიაროს.
-ნუ შეაწუხებ. მიგიყვანდი...
-არ მინდა მაქსიმე, მადლობა. უკვე სადაცაა მოვა.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე და მანქანაში ჩავჯექი. იქ ვიცდიდი სანამ ლაშა არ მოვიდა. შემდეგ კი მეც სახლისკენ დავიძარი.
მონატრებულ დედას ჩავეხუტე და შარფი ვაჩუქე,რომელიც იქ შევიძინე მისთვის.
საღამომდე სახლში ვიყავი და ვფიქრობდი რა დაემართა თინის,მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი.
მობილურზე ამანდას ზარი შემოვიდა.
-გისმენ ამანდა.
-ჩამოფრინდი?
-კი.
-დღეს შეძლებ მოსვლას?
-რაიმე გჭირდება?
-უბრალოდ მომენატრე, დილითაც ხომ გითხარი,თუმცა...
-დილით?
-ხო, შენ კი გამითიშე.
წამებშივე მივხვდი რა მოხდა. ჯანდაბა!
-კარგი ვეცდები მოვიდე-ვუთხარი და გავთიშე.
ღმერთო, ალბათ თინიმ უპასუხა...ამ შემთხვევაში მართალიცაა რომ ასე მექცევა. რას ელოდი მაქსიმე? რომ მოგილოცავდა, როცა გაიგებდა მამა გახდები?
საღამოს ამანდას მივაკითხე. პროდუქტები, საჭირო მედიკამენტები მივუტანე. კარი გამიღო თუ არა ძლიერად მომეხვია.
-შენ საერთოდ არ მოგენატრეთ?-მუცელზე მოისვა ხელი.
-იმედია წამლები სწორად ვიყიდე-თემა შევცვალე.
-კი.-მითხრა როცა წამლის კოლოფებს გადახედა.-დაჯექი, ყავას არ დალევ?
-დავლევ-დაღლილი ჩამოვჯექი დივანზე და მზერა ფანჯრისკენ მივმართე.
-იცი? ვფიქრობდი...კარგი იქნება თუ დედაშენს ეტყვი,არა? მას ხომ ძალიან გაუხარდება ის ფაქტი,რომ ბებია გახდება.
-არამგონია ის ფაქტი გაუხარდეს,რომ უცნობი გოგონა დავაფეხმძიმე-ვუპასუხე მას.
-როგორც გინდა.-ყავის ფინჯანი წინ,პატარა მაგიდაზე დამიდო და ჩემს პირდაპირ დაჯდა. მოულოდნელად ხელი ხელზე დამადო. უმალვე გავწიე საკუთარი ხელი უკან.
-დილით რომ დარეკე არაფერი მიპასუხია?
-არა. გამითიშე. არ გახსოვს?
-ხომ, მეძინა ალბათ.
-არაუშავს.
მიღიმოდა და გამუდმებით თვალებში მიყურებდა.
#ავტორი#
ამანდა მართლაც ლამაზი იყო. შავი, გრძელი დალალები ჰქონდა მხრებზე ჩამოყრილი. ლოყებსა და ცხვირზე წვრილი, ყავისფერი ჭორფლები ჰქონდა. მისი ღიმილი ამოუცნობი იყო, ვერ გაიგებდი რას მოგასწავლიდა.
თუმცა მაქსიმესთვის ის უბრალოდ ლამაზი გოგო იყო, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა ის,რაც უნდოდა. მასში არანაირი სიღრმე და ინტერესი არ იყო,განსხვავებით თინისა.
მაქსიმეს დღე და ღამ სინდისის ქენჯნა აწუხებდა. არასდროს უფიქრია,რომ ცხოვრება მსგავს საფეხურზე აიყვანდა. უყურებდა ამანდას და ვერაფერს გრძნობდა დანაშაულის შეგრძნების გარდა.
ნუთუ ამანდას სურდა ყოლოდა შვილი იმ კაცისგან,რომელიც არ უყვარდა?
ან იქნებ თავს აჯერებდა,რომ როგორც ფილმებში ხდება, ნელ-ნელა შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ამის მიზეზი სწორედ მუცელში არსებული  პატარა ნაყოფი იქნებოდა?!...
თინიმ მთელი დღე სახლის დალაგებაში გაატარა. საღამოს დაღლილი მიესვენა მონატრებულ საწოლზე. ვერ იძინებდა. ჭერს უყურებდა და ყურებში ამანდას სიტყვები ჩაესმოდა.
მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაიგო. ვიღაც მთელი ძალით აბრახუნებდა. შეეშინდა.
წამოდგა და კარში გაიხედა. იქ მდგომი ზურას დანახვისას,რომელიც არაადეკვატური იყო, გული აუჩქარდა და სუნთქვა შეეკრა.
#თინი#
აქ რა ჯანდაბა უნდა?
ყოველი შემთხვევისთვის პოლიციის ნომერი ავკრიბე. თავიდან ხმასაც არ ვცემდი, კარს არ ვაღებდი. გაუჩერებლად აკაკუნებდა. ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა.
-რა გინდა?-გავძახე კარის მეორე მხრიდან.
-გააღე, მინდა რომ უბრალოდ ვისაუბროთ-მითხრა შედარებით მშვიდი ტონით.
-ზურაბ შეიგნე ,რომ სასაუბრო არაფერი გვაქვს და მოშორდი აქაურობას სანამ პოლიციელები დაგაყენე თავს!
-გგონია შემაშინებ? არაფერიც...გააღე კარი, რაღაცას გეტყვი და წავალ.
ხმას აღარ ვცემდი,თუმცა ისევ არ ჩერდებოდა.
მალე მეზობლის ხმა მომესმა. „რა უბედურებაა? გვძინავს ხალხს"-იძახდა ჩემს წინ მცხოვრები ქალი.
კარი გაავღე, ხელში ტელეფონი მეჭირა და უკვე ვაპირებდი პოლიციაში დარეკვას,თუმცა როგორც კი სახლში შემოვიდა ტელეფონი გამომგლიჯა და სახლის კარი ჩაკეტა.

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now