იდეალური ნაწილი
თავი 8✨
#თინი# #2კვირის შემდეგ#
რამდენიმე დღეა მაქსიმე თავს მარიდებს. არ ვიცი ამას განზრახ აკეთებს და სამაგიეროს მიხდის თუ რა ხდება, მაგრამ ეს ფაქტი ძალიან მეუცნაურება.
თავიდან ვფიქრობდი,რომ ეს ჩემზე არ აისახებოდა, თუმცა ინტერესი და გაურკვევლობა ნელ-ნელა მაღიზიანებს.
მხოლოდ სამსახურის საქმეებზე ვწერთ ერთმანეთს. რაიმე ეწყინა? რა დაემართა?
გაყიდვების საქმე საკმაოდ კარგად მიდის. მისი სასმელები ჩვენს მაღაზიაში ძსლიან კარგად იყიდება. პარალელურად საკუთარი სასმლის რეკლამებზე ვმუშაობ და გადაღებებზე მიწევს სიარული.
გასულ კვირას ჩემმა პიარ-მენეჯერმა მითხრა,რომ კარგი იქნებოდა თუ მაქსიმეს ბრენდთან ერთდ გადავიღებდი ფოტოებს და ფოტოებში ჩვენი, შემქმნელების სახეებიც გამოჩნდებოდა. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. მაქსიმესთვის თქმას არ ვჩქარობდი, თუმცა გასულ ღამეს გადავწყვიტე მეთქვა.
„არ არის პრობლემა თინი...გადავიღოთ ფოტოები. ადგილი და დრო მომწერე."
ასე ცივად არასდროს მწერდა.
რატომ მოქმედებს ჩემზე ასე უარყოფითად მისი მსგავსი საქციელი? რა მემართება?უამრავი კითხვა მიჩნდებოდა საკუთარ თავთან.
ვარჯიშიდან ახალ მისულმა შხაპი მივიღე. საწოლში შევწექი და ვფიქრობდი სად შეიძლებოდა გადაღებების გაკეთება. ბოლოს სტუდიაში ვამჯობინე.
ორ დღეში მაქსიმე სტუდიაში დავიბარე. კარგი ფოტოგრაფიც მოვძებნეთ. გაგიკვირდებათ და იმ ღამის მერე, ჩემთან რომ დარჩა პირველად ვნახე.
თვალის უპეები ჩამუქებული ჰქონდა. წვერი ოდნავ გაუხეშებული მოუჩანდა. მის თვალებში ისეთი სინათლე აღარ იყო,როგორც აქამდე.
ფოტოებს ფოტოგრაფის მითითებებით ვიღებდით ჩვენი სასმელების ბოთლებთან ერთად.
-თინი ჭიქა დაიკავე,მაქსიმე ბეილისს დაასხამს და მინდა რომ ერთმანეთს თვალებში უყუროთ.
მის მითითებებს მივყვებოდით.
მისი თვალები...კიდევ ერთხელ მეუბნებოდნენ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
ძალდატანებით იღიმოდა თითქმის ყველა ფოტოში, თუმცა ფოტოგრაფი  ამას ვერ ამჩნევდა. მე ხომ ვიცოდი მისი გულწფრთელი ღიმილი როგორი იყო.
როდესაც გადაღებები მორჩა შემომთავაზა,რომ სახლში დამტოვებდა. დავთანხმდი, ვიფიქრე რაიმეს გამიზიარებდა გზაში.
-მაქსიმე...დედაშენი ხომ კარგად არის?
-კი,რატომ მეკითხები?
-ისე, უბრალოდ. ამ დღეებში რომ მოვიდე და ვნახო?!
-მოდი, გაუხარდება.
გზას უყურებდა და ჩაფიქრებული იყო.
-გადაღებამ მგონი კარგად ჩაიარა ,არა?-მკითხა,როცა შეატყო მე აღარ ვაპირებდი საუბრის ინიციატორი ვყოფილიყავი.
-კი, კარგად ჩაიარა.
-ფოტოებს მალე მოგაწვდის?
-წესით კი.
მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა. ამ დროს ვიღაცამ დაურეკა. მობილურის ეკრანზე „ამანდა" ეწერა.  წამებში გაწითლდა და ხელის გულები გაუოფლიანდა.
მივხვდი,რომ ის „რაღაც" რაც რიგზე არ იყო შესაძლოა ამას უკავშირდებოდა.
დავემშვიდობე და მანქანიდან სწრაფად გადავედი,რომ უხერხულობა გამეფანტა.
#მაქსიმე#
-გისმენ ამანდა.
-ექიმის დანიშნულება ნახე?
-ვნახე. დღეს მოგიტან საჭირო მედიკამენტებს.
-კარგი.
მე და ამანდამ გასულ კვირას ვისაუბრეთ. აბორტი გამოვრიცხეთ, რადგან როგორც ექიმმა თქვა ეს მის ორგანიზმზე უარყოფითად აისახებოდა. არ მინდოდა ჩემი შეცდომის გამო მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა. ვიცი ქალისთვის რამდენს ნიშნავს შვილი,რომელსაც მუცლით ატარებს და ეს დედაჩემის დამსახურებაა.
ყველაფერში შეძლებისდაგვარად მხარში ვედექი ამანდას, მატერიალური თვალსაზრისით მეტწილად. ხო, არ შემეძლო მზრუნველი , საყვარელი მამაკაცის როლის მორგება, რადგან ჩვენს შორის არანაირი გრძნობა და კავშირი არ იყო.არ შემეძლო მასთან ღრმა საუბრები მქონოდა. დამეწყნარებინა როცა ემოციური შფოთვები ჰქონდა,რაც ორუსლობისას ნორმაა. მე უბრალოდ ვიცოდი,რომ ის მუცლით ჩემს შვილს ატარებდა და მე მასზე უნდა მეზრუნა.
საღამოს მასთან მივედი, პროდუქტებიც მივუტანე წამლებთან ერთად.ექიმმა გვითხრა,რომ ვიტამინების ნაკლებობა აქვს და ამისთვის სწორი კვებაა საჭირო.
-მოდი, მადლობა მაქსიმე-მითხრა და პარკები სამზარეულოში შეიტანა-ყავას არ დალევ?
-მალე უნდა წავიდე.
-ცოტა ხანს იყავი, გთხოვ.
-ხომ კარგად ხარ?
-კი.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-მადლობა მინდა გადაგიხადო,რომ მხარში მიდგახარ. ბევრი კაცი შენს ადგილას ალბათ მაიძულებდა აბორტი გამეკეთებინა. არავინ იდარდებდა იმაზე,თუ რას ვიგრძნობდი მე. მინდა უბრალოდ იცოდე,რომ ვიაზრებ,ეს მხოლოდ შენი პასუხისმგებლობა არაა და ამ საქმეში ორივეს მიგვიძღვის წვლილი.
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. მასთან საუბარს მიჩვეული არ ვიყავი. ზოგადად ემოციების გამოხატვას ადამიანებთან ყოველთვის ვერიდებოდი,თუ თავად არ მქონდა ამის სურვილი.
ყავა მომიმზადა და ერთად დავლიეთ. ვგრძნობდი მის მზერას,რომელიც არ მშორდებოდა. ჩემს დანახვაზე წითლდებოდა. ყოველთვის,როცა მასთან მივდიოდი მაკიაჟს იკეთებდა, სხვადასხვა ტანსაცმლით მხვდებოდა. ვგრძნობდი როგორცდილობდა ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას.
-იცი? დედაჩემს ძალიან უნდოდა შვილიშვილი ჰყოლოდა. თუმცა ახლა რომ ვუთხრა რა სიტუაციაა ალბათ არც მაპატიებს.
-იქნებ ასე არ მოხდეს და ძალიანაც გაუხარდეს.
-მე მას ვიცნობ, ამანდა.
-ბოდიში.
-კარგი, უნდა წავიდე. თუ რაიმე დაგჭირდება დამირეკე.
იქიდან ანისთან და ილიასთან ავედი. ანიმ არაფერი იცოდა, მისთვისაც რთული გასაგები იქნებოდა ეს ამბავი.
-წავედი მე, ჭკვიანად იყავით-მოგვაძახა ანიმ სახლიდან გასვლისას.
-ანი, მოიცადე-დავუძახე მას.
-გისმენ.
-შეგიძლია დღეს ღამე დედასთან დარჩე?
-კარგი. არ არის პრბლემა. იქიდან პირდაპირ მივალ.
-მადლობა,მიყვარხარ.
-მეც ვირუკელა-თმა ამიჩეჩა და სახლიდან გავიდა.
-რაო, რა ხდება?-მკითხა ილიამ.
-რა ვიცი. ვზრუნავ მასზე და ვეგუები იმ ფაქტს,რომ ცხრა თვეში მამა გავხდები.
-რაღა ცხრა. უკვე თითქმის რვა თვეში.დავლიოთ?
-აღარ მინდა, აღარც დალევა აღარ მშველის. საერთოდ მოვწყდი სამყაროს.
-კარგი ახლა. მომდევნო რვა თვე ასე უნდა იყო? მიმოიხედე ირგვლივ. ალბათ ასე იყო საჭირო. დამშვიდდი და ცხოვრება გააგრძელე. ამანდა ბავშვს მიხედავს, შენც დაეხმარები და ასე...
-ყველაფერი ასეთი მარტივი იყოს ნეტავ.
-ვიცი რაზეც ნერვიულობ.
-ხო. არ მინდა ბავშვმა ის განიცადოს რაც მე. უმამობა...საშინელი გრძნობაა. არ მინდა მშობლების სიყვარული აკლდეს. ოჯახური გარემო.
-ამაზე ფიქრი ახლა...
-გვიანია,ვიცი.
-იქნებ ამანდასთან სცადო?!
-რაა? ურთიერთობა? არა ილია. არ მინდა. მართლა არ მაქვს არანაირი ინტერესი იმ გოგოსი, რა ვქნა?
-არ ვიცი.
-მართალი ხარ. ვეცდები უბრალოდ ცხოვრების დინებას მივყვე.
-წარმატებული ბიზნესმენი კაცი ხარ. ყველაფერს მოაბამ თავს.
#თინი#
ბოლო პერიოდი კომპანიაში არცისე ბევრი საქმეა. ძირითად დროს მეგობრებთან ერთად და ვარჯიშში ვატარებ. თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ რაღაც მაკლია.
დილით ვდგები თუ არა ფარდებს ვწევ.ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. მალე საშობაო დასვენებასაც მოვუწყობ საკუთარ თავს.
ყავა გავიმზადე. სახლიდან მოვაგვარე ოფისის საქმეები. ფოტოგრაფმა ფოტოები გამომიგზავნა და მაქსიმესაც გადავუგზავნე. რამდენიმე კი შეთანხმების შემდეგ ჩემს გვერდზე განვათავსე, მან კი თავისაზე.
ფოტოებს ვუყურებდი და მის თვალებში არსებულ ჩამქვრალ ნაპერწკლებზე კიდევ ვფიქრობდი.
საღამოს მეგობრები ერთად წავედით კინოში. საინტერესო ფილმს ვუყურეთ, იქიდან სახლში მისულმა კი მეილზე მოსული შეტყობინება გავხსენი.
ჩვენს კომპანიაში ერთ-ერთი უცხოელი ბიზნესმენის,ჯონის  ბრენდის სასმელია განლაგებული. ჯონი მწერდა რომ მე და სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლებს რამდენიმე დღით თავის ვილაზე გვეპატიჟებოდა და უნდოდა სან-დიეგოში პატარა ტური ჩაეტარებინა ჩვენთვის.
ეს შესანიშნავი შემოთავაზებაა,თუმცა ფიქრი მაინც მომიწია. ბოლოს გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი, ვფიქრობ განტვირთვა არ მაწყენს, თან საზღვარგარეთ დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ბოლოს მამასთან ერთად ვიყავი ნიუ-იორკში.
ჯონს გაუხარდა,რომ მიწვევაზე დავთანხმდი. იმედი მაქვს კარგ დროს გავატარებ.
ფრენა ერთ კვირაში უნდა მქონოდა. იქ ჯერკიდევ კარგი ამინდებია, ამიტომ ბევრი საზაფხულო ტანსაცმელი ჩავალაგე. თავის მოვლის საშუალებები და საჭირო ნივთებიც არ დამვიწყებია.
რაზეც არ უნდა გადამეტანა ყურადღება მაინც მეფიქრებოდა მაქსიმეზე. გადავწყვიტე საღამოს მასთან მივსულიყავი, დედამისი მენახა და გვესაუბრა.
-თინი? მოდი,როგორ გამახარე!-შემეგება ელზა და გულში ჩამიკრა. მაქსიმე იქვე იჯდა, დივანზე.
-თინი, გამარჯობა-მომესალმა და გადამკოცნა.
-ახლავე გავამზადებ მაგიდას.
-არ შეწუხდეთ ელზა, მალე უნდა წავიდე...მოდით, ვისაუბროთ.
-ყავას მაინც დაგალევინებ, დაიცადე-ყური არ მიგდო და სამზარეულოში გავიდა, ჩამეცინა. ძალიან საყვარელი ქალია.
-როგორ ხარ?-ვკითხე მაქსიმეს.
-კარგად, შენ?
-მეც...შეიძლება მერე ვისაუბროთ?
-რა თქმა უნდა.

The perfect part✨🍸/იდეალური ნაწილი(დასრულებული)Where stories live. Discover now